კვების ეს რაციონი, რომელიც მინიმალურ ძალისხმევას მოითხოვს, 2-3 კილოგრამს რამდენიმე დღეში დაგაკლებინებთ
სწორი კვების რაციონი იდეალური ფიგურისთვის
თუ თქვენ სერიოზულად გადაწყვიტეთ გახდომა და საკუთარი თავის ფორმაში მოყვანა, გაითვალისწინეთ, რომ მოგიწევთ გარკვეულ მსხვერპლზე წასვლა და უარის თქმა ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა: ფასტ-ფუდი, გაზირებული სასმელები, ცხიმიანი საკვები და ა.შ. დიახ, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს!
იმისათვის, რომ დაიკლოთ წონა და მოიპოვოთ სხეულის ლამაზი ფორმები, აუცილებელია არა დიეტების, არამედ კვების სწორი რაციონის დაცვა. რა თქმა უნდა, ეს არც თუ ისე მარტივია, თუმცა მიღებული შედეგი ამად ნამდვილად ღირს.
ვიკვებოთ სწორად და დავიკლოთ წონა ხანმოკლე დროში
ბოლო ჭამიდან 1 საათის შემდეგ უმჯობესია დაკავდეთ სპორტით: წახვიდეთ სპორტ-დარბაზში, აუზზე, ისეირნოთ სუფთა ჰაერზე ფეხით ან ველოსიპედით და ა.შ.
ფიზიკური აქტივობის შემდეგ რეკომენდირებულია ნახშირწყლებით გაჯერებული კოქტეილის მიღება. დაავლენდერეთ რძე ბანანთან, მარწყვთან, ჟოლოსთან ან მოცვთან ერთად. ეს კოქტეილი დაგეხმარებათ კუნთოვანი მასის გაზრდაში და ცხიმის წვის პროცესის დაჩქარებაში. დაძინებამდე 2 საათით ადრე ჭამა აკრძალულია!

- ლიმონიანი წყლის სასარგებლო თვისებების შესახებ ჩვენ უკვე ძალიან ბევრჯერ მოგიყევით. თუ თქვენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული პრობლემები არ გაწუხებთ, აუცილებლად მიირთვით ყოველ დილით, უზმოზე ლიმონიანი წყალი, რადგან ასე თქვენ შეძლებთ საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირების გაძლიერებას და მეტაბოლიზმის დაჩქარებას, რაც თავის მხრივ წონის კლებას განაპირობებს. გარდა ამისა, გაითვალისწინეთ, რომ ძალიან სასარგებლოა ჭამამდე 30 წუთით ადრე 2 ან 3 ჭიქა წყლის მირთმევა.
- ისაუზმეთ ყოველთვის ერთ დროს. საუზმობისთვის იდეალური დრო - 8:00-9:00. იდეალური საუზმე - შვრიის ფაფა. შეგიძლიათ ჩაამატოთ მასში კაკალი, დარიჩინი და თაფლი. ასეთი საუზმე აგიმაღლებთ ენერგიას, შეგმატებთ ძალებს და დატვირთავს თქვენს ორგანიზმს სასარგებლო მიკროელემენტებით, რის ხარჯზეც გაგიუმჯობესდებათ ფრჩხილების, თმისა და კანის მდგომარეობა.
- წახემსება - 10:30 - 11:30. დაივიწყეთ ჩიფსებისა და სხვა მავნე პროდუქტების შესახებ. წაიხემსეთ ვაშლით, ბანანით, უცხიმო ხაჭოთი, ნატურალური იოგურტით და ა.შ.
- არავითარ შემთხვევაში გამოტოვოთ სადილი. იდეალური დრო სადილობისთვის - 12:00–13:30. იდეალური სადილი - ბოსტნეულის სუპი. ამ დროს თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ რთული ნახშირწყლებით გაჯერებული პროდუქტები: მაკარონი, წიწიბურა ქათმის ფილესთან ერთად, ინდაურის ხორცი, ორთქლზე მოხარშული ბოსტნეული და ა.შ. სადილი არავითარ შემთხვევაში უნდა შედგებოდეს შემწვარი და მარილიანი პროდუქტებისგან.
- მეორე წახემსება - 14:00–16:00. წაიხემსეთ ხილის სალათით, მოხარშული კვერცხით ან პატარა ნაჭერი პურითა და კარაქით. დიახ, არ მოგესმათ! თუ გსურთ გამოიყურებოდეთ ლამაზად და იყოთ ჯანმრთელი, არ ღირს ცხიმების შესახებ საერთოდ დავიწყება.
- საუკეთესო დრო ვახშმობისთვის - 17:30-19:00. არავითარ შემთხვევაში ჭამოთ საღამოს 6 საათის შემდეგ, თუ გსურთ დაიკლოთ წონა და მოიპოვოთ ლამაზი ფიგურა - მითი, რომლის შესახებაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაივიწყოთ! თანამედროვე ცხოვრების ტემპიდან გამომდინარე აუცილებელია საღამოს 6 საათის შემდეგ ორგანიზმისთვის საკვების მიწოდება. რეკომენდირებულია ვახშმობა ცილებით გაჯერებული პროდუქტებით: უცხიმო თევზი, ხაჭო, ქათმის ან ინდაურის ხორცი ბოსტნეულთან ერთად და ა.შ.