შინ მომზადებული ხრაშუნა და გემრიელი ვაფლი
fpaparazzi-ი ხრაშუნა ვაფლის რეცეპტს გთავაზობთ. იგი შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ჯემებთან, ისე ნაყინთან ერთად.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- კვერცხი - 3 ცალი
- რძე- 400 მლ
- შაქარი -70 გ
- ფქვილი -350 გ
- ვანილი
- სოდა- 1 ჩ/კ
მომზადების წესი:
- კვერცხი და შაქარი მიქსერით ვთქვიფეთ.
- დაუმატეთ რძე, ვანილი, სოდა და ბოლოს ფქვილი. გამოგივათ საკმაოდ თხელი ცომი.
- ვაფლის საცხობი გავახუროთ. წავუსვათ ზეთი, თუმცა სპეციალური ზედაპირის გამო ცხიმის წასმის გარეშეც ცხვება.
- დავასხათ იმდენი ცომი რომ კარგად შეივსოს უჯრედები, დავახუროთ თავზე და დაველოდოთ სანამ არ გამოცხვება.
- ლამაზ ოქროსფერს რომ მივიღებთ, ჩანგლის დახმარებით ამოვიღოთ.
- თბილ-თბილ ხრაშუნა ვაფლებს შეგიძლიათ მოასხათ: მურაბა, თაფლი, შოკოლადის სოუსი, შეგვიძლია დავუმატოთ ხილი და ნაყინიც.
გემრიელად მიირთვით!