როგორ დავიპყროთ გოგონების გული ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

როგორ დავიპყროთ გოგონების გული ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
არ იცით, როგორ დაიპყროთ უკარება გოგონას გული? ხელს ნუ ჩაიქნევთ, ჩვენ ვეცდებით დაგეხმაროთ ამ საქმეში.

ვერძი
თუ თქვენი რჩეული ვერძია, ნუ დაამძიმებთ მას ზედმეტი ყურადღებით, მას ეს მალე მობეზრდება. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ქალი-ვერძები ჭირვეულები არიან, ამიტომაც ხშირად დაასაჩუქრეთ. ყვავილები და კამფეტები არ გამოგადგებათ - ეცადეთ, შთაბეჭდილება მოახდინოთ მასზე.

კურო
თუ თქვენი რჩეული კუროა, აჩუქეთ მას არამხოლოდ ყვავილები, არამედ რაიმე პრაქტიკულიც. შეიძლება ტკბილეულობაც. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ თქვენს გეგმებში მასზე დაქორწინება შედის. სხვაგვარად, მისი გაცნობაც კი არ ღირს, რადგან კუროებს ჩვევიათ უმალვე მმაჩის ბიუროში გაქანება. იფიქრეთ შედეგებზე.

ტყუპები
ტყუპებს მოუყევით საინტერესო ისტორიები ნებისმიერ თემაზე, ისე რომ, თუნდაც ერთ კვირაში არ მობეზრდეთ. სხვაგვარად, თქვენს რჩეულს ვინმე სხვა დაიპყრობს, ვისთანაც სასაუბრო თემები ექნება. გაითვალისწინეთ, რომ ტყუპები სამზარეულოში არ იტრიალებენ, კულინარია და საშინაო საქმეები მისთვის არ არის.

კირჩხიბი
თუ თქვენთვის მყარი, ოჯახური ურთიერთობები მნიშვნელოვანია და თქვენი მომავალი შვილებისთვის მზრუნველ დედაზე ოცნებობთ, იქორწინეთ კირჩხიბზე. და იცოდეთ, რომ ეს ქორწინება ერთადერთი და საიმედო იქნება, მეუღლე კი - იდეალური.

ლომი
ლომისთვის სიყვარული ცხოვრების აზრს წარმოადგენს. და თუ თქვენ ასეთივე არ ხართ, მას მოაკლდება ყურადღება და წავა. მაგრამ მისი გულის დაპყრობა შესაძლებელია, თუკი მუდმივად შეაქებთ, დაუმსახურებლადაც კი.

ქალწული
ქალწულებთან, სინამდვილეში, ძალიან ცოტა პრობლემა იქმნება. უბრალოდ, ნუ ეცდებით გამოჩნდეთ ჭკვიანი. მათ ისედაც იციან ამის გამოცნობა. მაგრამ თუნდაც ინტელექტთან მწყრალად იყოთ, ამაზე თვალს დახუჭავენ, რადგან თავმდაბლობა მათი ხასიათის თვისებაა.
სასწორი
თუ სასწორის ”შებმა” გადაწყვიტეთ, ფრთხილად იყავით, რომ აქეთ არ ”შეგაბათ”. მათ, როგორც წესი, კარგი ტანი და მანერები აქვთ, უყვართ ყველაფრის შეფასება და გადაფასება. ამიტომაც, ეცადეთ კარგად გამოიყურებოდეთ, მიიწვიეთ თეატრში ან რესტორანში. და თუკი მის მიტოვებას გადაწყვეტთ, არ გააკეთოთ ეს გაუფრთხილებლად. იმოქმედეთ ცივილურად, ეს მათ ნაკლებ ტკივილს მიაყენებს.

მორიელი
გოგონა-მორიელებს ყველაფერი უცებ სურთ. მაგრამ იოლი ნადავლი არ აკმაყოფილებთ. ასეთ ქალებს ”ქალი-ვამპი” ეწოდებათ, მათ ყველაფერი ექსტრემალური უყვართ, თუ თქვენც მსგავსი რამეები გიზიდავთ, შეხვდით მას, ოღონდ დაიცავით დისტანცია. ნელ-ნელა, კონფლიქტებისა და შერიგებების შემდეგ დაგიმყარდებათ კარგი ურთიერთობა.

მშვილდოსანი
ქალ-მშვილდოსანს უბრალოდ სჭირდება, რომ მას საყვარელმა მამაკაცმა ხელი არ შეუშალოს თავის საქმიანობაში, პატივი სცეს და დააფასოს იგი. გარდა ამისა, გაითვალისწინოს მისი რჩევები და დაასპონსოროს მისი ამბიციური პროექტები. ასე რომ, თუ მზად ხართ, ცოტა მოითმინოთ და შეუსრულოთ მშვილდოსანს ყველა კაპრიზი, მუდამ კეთილდღეობაში იქნებით, თქვენი შვილები კი ოქსფორდში ისწავლიან. აი, ასეთი პერსპექტივაა...

თხის რქა
თუ თქვენ თხის რქა აირჩიეთ, იყავით მზად იმისთვის, რომ სითბოსა და მოფერებას ვერ ეღირსებით. ნუ, სიბერემდე მაინც... თუ წლებთან ერთად ვნება არ ჩაქრება, მაშინ გაიხსნება თქვენი რჩეულის ველური ტემპერამენტი. მას მეთოდურად ეყვარებით, მაგრამ ურთიერთობა ძალიან მყარი იქნება.

მერწყული
თუ გოგონა-მერწული მოგეწონათ, იცოდეთ, რომ მისთვის მეტად იოლია, ყველა მეგობრად მიიჩნიოს. ასევე, მას უყვარს შემთხვევითი კავშირები და ექსპერიმენტები. თუ ამას დათანხმდებით, შესაძლოა, მან ყურადღება მოგაქციოთ. და თუ მისგან გაიგებთ, რომ მისი საუკეთესო მეგობარი ხართ, თამამად გაიქეცით მმაჩის ბიუროში. ეს იმას ნიშნავს, რომ მერწყული დაპყრობილია. მაგრამ შესაძლებელია, ეს დროებითი იყოს, და თუკი თქვენც ცვლილებების მოყვარული ხართ, ეს კავშირი ხანგრძლივი აღმოჩნდება.

თევზები
რა უნდა გოგონა-თევზებს - ყველასთვის დიდი საიდუმლოა. მაგრამ ამასან, თევზებთან ცხოვრების დაკავშირება ძალიან იოლია. უბრალოდ, ილაპარაკეთ ის, რისი გაგონებაც მას სურს, და ის აუცილებლად დაგიჯერებთ. როდესაც მეორედ მოიტყუებით, თევზები ნაზად გაგიღიმებთ და გაპატიებთ. მაგრამ არის ერთი ”მაგრამ” - შესაძლოა, თქვენი რჩეული დეპრესიაში ჩავარდეს იმედგაცრუების გამო. მაგრამ არაუშავს, ის ხომ გულახდილი და კეთილია, თავისთვის არაფერს იტოვებს - მუდმივად გასცემს.