როგორ შოულობენ და ხარჯავენ ფულს ზოდიაქოს ნიშნები?

როგორ შოულობენ და ხარჯავენ  ფულს ზოდიაქოს ნიშნები?
იმას, თუ როგორ შოულობთ და ხარჯავთ ფულს, თქვენი ზოდიაქოს ნიშანი განაპირობებს. ასე, რომ ყურადღებით წაიკითხეთ fpaparazzi-ს ეს სტატია.

ვერძი
ვერძებს ფულის შოვნის მშვენიერი უნარი აქვთ. ფულის მოფრთხილება მაშინ იციან, თუკი ეს თანხა სამსახურისაა ან თავად არ აქვთ წვდომა მის განკარგვაზე. რაც შეეხება საკუთარ თანხებს, ვერძი მას ”უმოწყალოდ” ხარჯავს. ამიტომ, ასეთი მფლანგველი ხასიათის გამო, ხშირად ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდება ხოლმე.

კურო
კუროებს ამ საკითხში აჩქარება არ სჩვევიათ. ამიტომ ისინი უწყვეტ რეჟიმში, გამუდმებით მუშაობენ ფულის დასაგროვებლად და გამოსამუშავებლად. ისინი არასოდეს დაფრინავენ ცაში და მყარად დგანან მიწაზე. სწორედ ამიტომ მათი შემოსავალი სტაბილური და მუდამ მზარდია.

ტყუპი
მათგან ფულის ყადრის ცოდნას ნუ ელოდებით. ტყუპი ხელოვნებისთვისაა შექმნილი და არა ფულის საკეთებლად. თუმცა, თუკი ფული აქვს ტყუპი მას არასოდეს იშურებს ახლობლებისა და მეგობების გულის გასახარებლად.

კირჩხიბი
ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს მუდამ თან სდევს წარმატება ფულის შოვნის საკითხში. კიბოები დაკვირვებით თვლიან მომავალს, ამიტომ თითქმის ყველა პროექტი მათთვის მომგებიანი ხდება. არ არსებობს სფერო, სადაც კირჩხიბი ფულს ვერ იშოვის- ანტიკვარიატით ვაჭრობიდან დაწყებული ხელოვნების სფეროთი დამთავრებული, კირჩხიბებს ყველგან წარმატება ელით.

ლომი
ლომებს ფინანსების საკითში საკმაოდ ხშირად უმართლებთ. თუმცა ბევრად უფრო წარმატებულები იქნებოდნენ მხოლოდ საკუთარ გულისთქმას რომ დაუჯერონ და სხვების აზრებს ნაკლები მნიშვნელობა მიაქციონ.
ფული ლომებისთვის უფრო საშუალებაა ვიდრე მიზანი. ლომებს უყვართ როგორც ფულის შოვნა, ისე მისი დახარჯვა.

ქალწული
ქალწულს უნარი აქვს გარშემომყოფებში ნდობა დათესოს. სწორედ ეს ეხმარებათ მათ კარიერის აწყობაში. რაც ხელს უშლით ქალწულებს ფულის შოვნაში, მათი სიზარმაცეა. თუკი ქალწულები სიზარმაცეს დაძლევენ, მათი შემოსავალი ბევრად გაიზრდება.

სასწორი
სასწორი გიჟდება საკუთარ თავზე, ჰიგიენისა და კოსმეტიკის საშუალებებზე, შოპინგზე... ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთელს შემოსავალს ამ ყველაფერში ხარჯავს. თუკი ხელმძღვანელობასთან ფულზე საუბრის არ შერცხვებათ და სამსახურის დაწყებამდე გაარკვევენ რამდენი ექნებათ შემოსავალი, სასწორების ფინანსური მდგომარეობა ბევრად გაუმჯობესდება.

მორიელი
არასტაბილურმა ფინანსურმა შემოსავალმა მორიელი შეიძლება ფსიქოზამდე მიიყვანოს. ამიტომ ისინი ყველაფერს აკეთებენ რომ ფინანსურად წარმატებულები იყვნენ. თუკი მოინდომა და საქმეს გულითადად მიუდგა, ერთ-ერთი იმ ნიშანთაგანია, რომელსაც ფულის შოვნა არასოდეს გაუჭირდება.

მშვილდოსანი
მშვილდოსანს ეხერხება კაპიტალის დაგროვება, მაგრამ შესაძლოა ეს დაგროვილი თანხა ისე უეცრად და უცნაურად დახარჯოს, რომ თავადაც გაუკვირდეს. თუმცა, მშვილდოსანი იმდენად არასერიოზულად უყურებს ფულის თემას, რომ მისი დახარჯვაც არად უღირს.

თხის რქა
ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით თხის რქები ძალიან წინდახედულები და ეკონომიურები არიან. ხშირად დებენ თანხებს სხვადსხვა პროექტებში და არ აშინებთ წინააღმდეგობები. საბოლოო ჯამში ხშირად უმართლებთ და საკუთარ სიბერეს ბოლომდე უზრუნველყოფენ თავისი დანაზოგებით.

მერწყული
ბედი ხანდახან უეცარ შანსს აძლევს მერწყულს. მთავარია მათ სწორად გამოიყენონ იგი და ფინანსური პრობლემა არასოდეს შეაწუხებთ. თუმცა, რამდენიც არ უნდა ჰქონდეთ, მერწყულებს საკმარისი მაინც არ აქვთ. მათი დაგეგმილი და გაუთვალისწინებელი ხარჯები, ყველა მოლოდინს აჭარბებს.

თევზები
თევზები საკმარისად ამბიციურები არიან. ამიტომ მათ მოთმინებით შეუძლიათ აგროვონ ფული დასახული მიზნის მიღწევამდე. თუმცა, უნდა ითქვას, რომ თევზებს ფულის შოვნაში ხშირად არ უმართლებთ და მათი მიზნების ასრულებაც ჭიანურდება.