ყველაზე მდიდარი ზოდიაქოს ნიშანი: ვის უმართლებს ფინანსურ საკითხებში ყველაზე მეტად?
ასტროლოგები ირწმუნებიან, რომ ადამიანის ფინანსური კეთილდღეობა სრულიად დამოკიდებულია ვარსკვლავების განლაგებაზე. მოდით, გავიგოთ, რომელი ზოდიაქოს ნიშანი მიიჩნევა ყველაზე მდიდარ და წარმატებულ ნიშნად. რეიტინგს ბოლოდან ვიწყებთ.
მე-12 ადგილი - მშვილდოსანი
მდიდრების რეიტინგის ბოლო ადგილზე მშვილდოსანია. და არა იმიტომ, რომ მას ფული არ აქვს. პირიქით, აქვს და არც თუ ისე იშვიათად, მაგრამ რამდენიც არ უნდა გამოიმუშავოს, მას არაფერი ჰყოფნის. ვერაფრით ეგუება, რომ არის ვინმე მასზე მდიდარი. ეს ხომ უსამართლობაა! ფორბსის სიის მე-5 ადგილზეც რომ იყოს, მაინც უპოვრად მიიჩნევს თავს. მე-5 ადგილი ხომ 1-ლი არ არის!
მე-11 ადგილი - მერწყული
მერწყული არასოდეს მიილტვის დიდი ფულის შოვნისკენ, ამიტომაც, არც აქვს. რად უნდა მერწყულს ფული? ყოველ თეთრს რომ დაჰკანკალებდეს? ეს მისი ისტორია არ არის. მერწყული მუდამ მიენდობა ბედს, რომელიც სხვათა შორის, არასოდეს უმტყუნებს მას. მერწყულის გვერდით ყოველთვის არის ისეთი ადამიანი, ვინც უზრუნველჰყოფს ჩვენს მეოცნებეს კომფორტული ცხოვრების ატრიბუტიკით.
მე-10 ადგილი - თევზები
თევზები მე-10 ადგილს ერთი მარტივი მიზეზის გამო იკავებს. მას ფულის გამომუშავება არ ეხერხება საერთოდ. ცხოვრება დროდადრო აძლევს უამრავ შანსს, მაგრამ ის ცოცხალი თავით ვერ ამჩნევს მათ, ან უნიჭოდ ხარჯავს ნაშოვნს. ხშირად, ძვირად ღირებულ და უსარგებლო ნივთებს იძენს და არ უფიქრდება, რომ შეიძლება სახსრების გარეშე დარჩეს. რა თქმა უნდა, შიმშილით არ მოკვდება, მაგრამ ეს ხომ საკმარისი არ არის.
მე-9 ადგილი - სასწორი
სასწორი ვერ იტანს ფულს. გულწრფელად სწამს, რომ ამ ლამაზ ქაღალდებში კარგი არაფერი ყრია. და მათი გამომუშავება ნამდვილი კოშმარია! ამასთან, სასწორს უყვარს ფუფუნებაში ცხოვრება, თუმცა, ამაზე არ საუბრობს. გარშემომყოფებს უმტკიცებს, რომ ნამდვილი მხატვარი მშიერი უნდა იყოს, მაგრამ კეთილშობილმა თაყვანისმცემლებმა მცირედით უნდა დაასაჩუქრონ. მაგალითად, პატარა ბინით.
მე-8 ადგილი - ტყუპები
პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ ტყუპები ფულის შოვნის ნამდვილი ოსტატია, მაგრამ მისი შენარჩუნების - არა. როგორც კი ხელთ რაღაც თანხა აღმოაჩნდება, ვერ ისვენებს, სანამ წირვას არ გამოუყვანს. რამე რომ მოხდეს? ამ ”რამეში” კი შედის - კრიზისი, რევოლუცია, აპოკალიფსისი და ა.შ. თქვენ შეიძლება არ მოგივიდეთ მსგავსი არაფერი, ტყუპებს კი - აუცილებლად! ამიტომ, რაც აქვს, უნდა დახარჯოს სასწრაფოდ.
მე-7 ადგილი - კურო
კუროს მთელი გულით უყვარს თავის შეცოდება. თითქოსდა, როგორ არ ცდილობენ, რას არ აკეთებენ, მაგრამ ბოროტი სამყარო არ აძლევს გამდიდრების საშუალებას. საინტერესოა, რომ ფული აქვს, მაგრამ მხოლოდ კომფორტული ცხოვრებისთვის და რაც არ უდნა მოიმოქმედოს, ზედმეტისთვის არასოდეს ეყოფა. შესაძლოა, ყველაფერი სამყაროს ამაო შეჩვენების ბრალია?!
მე-6 ადგილი - ლომი
ამაყ ლომს ფული სხვების დასანახად სჭირდება. შორიდან სჩანს, თითქოს ძალიან წარმატებული და მდიდარია, ვახშმობს ძვირად ღირებულ რესტორნებში, ცხოვრობს პრესტიჟულ უბანში და კარგად აცვია. როგორც წესი, ლომისთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი სტატუსი შესამჩნევი იყოს და ეს ხშირად მის საკეთილდღეოდ მოქმედებს. მდიდრების გარემოცვაში ყოფნისას მას დიდი ფულის შოვნის შანსი ეძლევა.
მე-5 ადგილი - კირჩხიბი
კირჩხიბს სჭირდება ფული, ძალიან სჭირდება! აბა, ჰკითხეთ - რატომ? გიპასუხებთ, რომ სჭირდება და მორჩა! საერთოდ, ეს არ არის ცუდი თვისება, კირჩხიბს ხომ ყველაფერი სახლში მიაქვს. თუ რად უნდა, მერე გაერკვევა. შეიძენს რაიმე ხარახურას, ფულიც დარჩება. შემდეგ კი ამ ”სიმდიდრეს” ღარიბ ნათესავებს დაურიგებს. ხომ უნდა იცოდნენ მათ, ვინ არის ყველაზე გულუხვი და კეთილშობილი!
მე-4 ადგილი - ვერძი
ვერძს ბავშვობიდანვე უყვარს რისკი და სერიოზულ ფულად ავანტიურებში ეხვევა ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში. როგორც წესი, მას დიდი ფული ეცემა თავზე, და ეს სიცოცხლის ბოლომდე მიჰყვება. მხიარულება კი მისი სიკვდილის შემდეგ იწყება. მემკვიდრეების მთელი ჯოგი ჰყავს, ანდერძი კი - არ არის!
მე-3 ადგილი - თხის რქა
თხის რქა ბავშვობიდანვე ეუფლება ფულის მოხვეჭის ხელოვნებას. ან დიდი ფული უნდა იშოვოს, ან ცოტა ხარჯოს. თხის რქა ორივე სფეროში წარმატებას აღწევს. ვერ ხედავს აზრს, თუ რატომ უნდა ფლანგოს ფული უმიზნოდ. ამჯობინებს, ჩადოს ინვესტიცია განათლებაში. მისთვის ფული ფუფუნება კი არა, საშუალებაა.
მე-2 ადგილი - მორიელი
მორიელს საპატიო მე-2 ადგილი უკავია, რადგან ძალიან უყვარს ფული და არ უყვარს წაგება. ფინანსური კეთილდღეობის გამო მზად არის გადაუაროს მეტოქეებს. ფინანსურ დამოუკიდებლობას მორიელი საკმაოდ ნაადრევ ასაკში აღწევს, შემდეგ კი შეუძლია მემკვიდრეების მთელი თაობა უზრუნველჰყოს.
1-ლი ადგილი - ქალწული
მაშ ასე, პირველ ადგილზე ქალწულია! ფინანსურ კეთილდღეობას იგი საკუთარ ასკეტიზმსა და შრმომისმოყვარეობას უნდა უმადლოდეს. წალწული - ეს ის მილიარდერია, რომელიც 20-დოლარიან ჯინსებს ატარებს და არ ადარდებს ეს საკითხი. ”რა მნიშვნელობა აქვ, მშვენიერი ჯინსებია!”.