უნაზესი ხვეულები ხაჭოთი - დიდისა თუ პატარის საყვარელი ნამცხვარი

უნაზესი ხვეულები ხაჭოთი - დიდისა თუ პატარის საყვარელი ნამცხვარი
თუნდაც ხაჭო საერთოდ არ გიყვარდეთ, ასე მომზადებულ ხვეულებზე უარს მაინც ვერ იტყვით. ფხვიერი ცომი, რომელიც პირში დნება – იდეალური იქნება მეგობრებთან ერთად ჩაისსმის ცერემონიებისთვის, გირჩევთ fpaparazzi.
საჭირო მასალა:
  • ფქვილი 100 გ
  • ხაჭო 100 გ
  • კარაქი 100 გ
  • მარილი მწიკვი
  • კვერცხის გული 1 ცალი
  • შაქარი ერთი ჩაის კოვზი
  • 1 ს.კ. შაქარი და მწიკვი დარიჩინი გულსართისთვის

მომზადება:
  1. დანით კარგად აკეპეთ. დაუმატეთ კვერცხის გული და მოზილეთ ცომი.
  2. ააგუნდავეთ ცომი და შეფუთეთ ცელოფანში. მოათავსეთ მაცივარში 40 წუთი.
  3. შემდეგ გამოიღეთ, გააბრტყელეთ ცომი ფქვილმოყრილ ზედაპირზე, და დაჭერით სამკუთხედებად.
  4. მოაყარეთ თითოეულ სამკუთხედს დარიჩინიანი შაქარი და დაახვიეთ სიგარეტებივით.
  5. დააწყვეთ ხვეულები რაიმე მოსახერხებელ ზედაპირზე და შედგით საყინულეში 25-30 წუთით.
  6. შემდეგ გამოიღეთ და აცხვეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთი.

გემრიელად მიირთვით!