რომელი საკვებით მოინადირებთ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლის გულს?

რომელი საკვებით მოინადირებთ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლის გულს?
ზოდიაქოს ყველა ნიშანს, ინდივიდუალური გემოს შეგრძნებები აქვს. fpaparazzi გირჩევთ, თავიდანვე იცოდეთ, რომელ საკვებს ანიჭებს უპირატესობას თქვენთვის საყვარელი ადამიანი.

ვერძი
პირველი რაც საჭმელზე ფიქრისას ვერძს აზრად მოსდის, ეს ხორცია, რომელიც სასურველია, სხვადასხვა ეგზოტიკური სუნელებით იყოს მომზადებული. დესერტად კი ვერძები ახალ ხილს ანიჭებენ უპირატესობას.

კურო
ზოდიაქოს ეს ნიშნი გაუმაძრღობითაა ცნობილი. კუროს უყვარს ხშირად და გემრიელად ჭამა. ამას გარდა, კუროები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ საკვების ესთეტიკურ მხარეს. ამიტომ თუკი კუროსთვის თქვენი კულინარიული ნიჭის დემონსტირებას გადაწყვეტთ, მოამზადეთ მრავალფეროვანი კერძები და ძალიან ორიგინალური და ლამაზი სუფრა გაშალეთ.

ტყუპი
ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენ საკითხში, ტყუპი აქაც ვერ ჩამოყალიბებულა, რომელი კერძი უფრო მეტად უყვარს. თუკი ერთ დღეს რამეზე აღფრთოვანდება, შესაძლოა მეორე დღეს იმ კერძს პირი არ დააკაროს. ასე, რომ თუკი ტყუპია თქვენი რჩეული, ამ მხრივ საკმაოდ დიდი პრობლემის წინაშე ხართ.

კირჩხიბი
კირჩიბის გულისკენ მიმავალი გზა იმ კერძებზე გადის, რომელსაც ბავშვობაში მას დედა უმზადებდა. კირჩხიბისთვის მთავარია კერძები სიყვარულით იყოს მომზადებული- ეს ყველაზე დიდ ბედნიერებას მიანიჭებს ჰოროსკოპის ამ ნიშანს.

ლომი
ხორცი, მეტი ხორცი, კიდევ უფრო მეტი ხორცი... დღე და ღამ და წლის ნებისმიერ სეზონზე. რაც უფრო ხშირად გაანებივრებთ თქვენს ლომს გემრიელი სტეიკით, მით უფრო თვინიერი და დამჯერი იქნება იგი. თუმცა, არც ის დაგავიწყდეთ, რომ ლომები არც კვერცხზე და ყველზე ამბობენ უარს.

ქალწული
ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულთათვის მთვარი სწორი კვებაა. იგი ნამდვილი კულინარიული ექსპერტია, რადგან კარგად იცის რომელი პროდუქტი რა სარგებლობის მომტანია და ძალიან აფასებს ზომიერად კვებას. ასე რომ, თუკი ქალწულისთვის ვახშმის მოწყობას გეგმავთ, ეცადეთ მას მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებით მომზადებული კერძებით გაუმასპინძლდეთ.

სასწორი
ზოდიაქოს ეს ნიშანი კვებასთან დაკავშირებით სრულიად უპრეტენზიოა. მას შეგიძლიათ გაუმასპინძლდეთ როგორც მაკარონით, ისე ბოსტნეულით ან სალათებით. მთვარია რომ კერძი იყოს გემრიელი, კარგად გამოიყურებოდეს და მის მომზადებას დიდი დრო არ სჭირდებოდეს. სასწორებს ძალიან უყვართ ტროპიკული ხილი და ზოგადად ტკბილეული. აი, თუკი სასწორს მანგოს ტორტით გაუმასპინძლდებით, მას დაუვიწყარ საღამოს მიანიჭებთ

მორიელი
ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულთათვის მნიშვნელოვანია არა ის თუ რას მიირთმევს, არამედ ის თუ როგორი მოსაუბრე ჰყავს სუფრასთან. ზოგადად კი მორიელებს შემწვარი კერძები და ალკოჰოლი გვრით სიამოვნებას. მისთვის ერთი ჭიქა ღვინოც კი შესანიშნავი საშუალება შეიძლება აღმოჩნდეს საუბრის გასაგრძელებლად.

მშვილდოსანი
როდესაც საქმე კვებას ეხება, მშვილდოსანი უამრავ ალტერნატივას ჩამოთვლის რა შეიძლება რომ მიირთვას და თან აუცილებლად გაიხსენებს ისტორიებს, რომლებიც სხვადასხა დროსტარების დროს გადახდენია თავს. მშვილდოსანმა ყველა თავისი საყვარელი კერძის მომზადებისა და შექმნის ისტორია იცის და მზად იყავით, რომ მასთან ვახშმობისას, ამ ისტორიების მოსმენაც მოგიწევთ.

თხის რქა
თხის რქის გაოცება სხვადასხვა კერძებით, თითქმის შეუძებელია, რადგან თავად არაჩვეულებრივი მზარეულია და მას ვერაფრით გააოცებთ. ასე რომ, თუ თხის რქის გამასპინძლებას გადაწყვეტთ, სჯობს იდეალურად მომზადებულ კერძზე გააკეთოთ აქცენტი და დროულად მიიტანოთ იგი სუფრასთან. თუკი მაინც შეატყვეთ, რომ თხის რქა კერძით უკმაყოფილოა, თავად შესთავაზეთ სამზარეულოში ფუსფუსი, რაზეც უარს არავითარ შემთხვევაში არ გეტყვით.

მერწყული
იმისთვის, რომ მერწყულზე მოახდინოთ შთაბეჭდილება, სხვადასხვა სახის პროდუქტის უჩვეულო კომბინაციებით უნდა სცადოთ მისი გაოცება. მერწული საკვებზე მეტად თქვენს მონდომებას დააფასებს, რომელიც კერძის კეთებისას გამოიჩინეთ.
დესერტად კი მას ხილი ს ნაყიზე უკეთესს ვერაფერს შესთავაზებთ.

თევზები
ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს უზომოდ ჭამა და ალკოჰოლის გამოყენება უყვართ. ასე, რომ ერთდერთი რაც მის სასიკეთოდ შეგიძლიათ გააკეთოთ ისაა, რომ ზომა-წონის შენარჩუნებაში დაეხმაროთ.