ასტრო-გასტრონომია ანუ როგორ გავუმასპინძლდეთ სტუმრებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ასტრო-გასტრონომია ანუ როგორ გავუმასპინძლდეთ სტუმრებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ნებისმიერ ჩვენგანს გააჩნია მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი მიდრეკილებები და მოთხოვნები კვების საკითხში. ზოგს თუ ცხარე და მჟავე უყვარს, ზოგიც ტკბილეულსა და სასუსნავებზე გიჟდება. ასტროლოგები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვითაც ანსხვავებენ იმას თუ კონკრეტულად რა სახის მენიუ შეიძლება შესთავაზოთ ამა თუ იმ ნიშნის წარმომადგენელს თუკი ეს უკანასკნელი სტუმრად მოიპატიჟეთ და მისი გასტრონომიული მიდრეკილებების შესახებ ჯერ არაფერი იცით...


თუ თქვენი სტუმარი ვერძია, უნდა იცოდეთ რომ მას მარტივი და გემრიელი საკვები უყვარს. გაუმასპინძლდით შემწვარი კარტოფილით, გემრიელი სენდვიჩით ან ჰამბურგერით.

კუროს სტუმრობა ცოტა ძვირი დაგიჯდებათ იმიტომ რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ხალხი აღმერთებს ხორციან კერძებს – იდეალურია ბიფშტექსი გარნირით, ხბოს ხორცის ჩაშუშული ან სულაც მამაპაპური მწვადი წალამზე.

ტყუპის მასპინძლობა მარტივი საქმეა. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს მოსწონთ სალათები, მსუბუქი ცივი კერძები, მიწის თხილი და ჩირეული.

კირჩხიბი უდავოდ გურმანია, ამასთან ერთად, თქვენი სტუმარი ნახევარფაბრიკატით გამასპინძლებას მერწმუნეთ დიდ ნაკლად ჩაგითვლით. მიართვით მას ოჯახში მომზადებული სადილი. საუკეთესოა ამ მხრივ ხინკალი, ქაბაბი ან სულაც არომატული წვნიანი.

ლომს პომპეზურობა სჭრის თვალს. ამიტომ სტუმრად მოსული ლომი საკვების გემოზე და რაოდენობაზე მეტად მისი გაფორმებით და სუფრის სერვირებით მოიხიბლება. აუცილებლად იქონიეთ ლომის სტუმრობისას ლორი, შებოლილი ძეხვი ან კანჭი, რომელსაც ძვირფას ღვინოს შეუხამებთ.

ქალწულების უმეტესობა ჯანსაღი კვების მომხრეა და დასანახად ვერ იტანს "უცნობ" ან ეგზოტიკურ საკვებს. შესაბამისად, სტუმარი ქალწულის გასაოცებლად კულინარიული შედევრების შექმნას ნუ შეეცდებით. დაპატიჟეთ იგი ბროკოლის კრემ სუფზე, მოხარშულ ორაგულზე ან სულაც მწვანე სალათზე. სტუმარი კმაყოფილი დაგრჩებათ.

სასწორის სისუსტე ტკბილეულია. ამიტომ სტუმრად მოსულ სასწორს თავისუფლად შეგიძლიათ ტკბილი ფლავით ან გემრიელი, შინაური კექსით გაუმასპინძლდეთ. იგი დიდი სიამოვნებით დაგეწვევათ ასევე ნაყინზე ან ცხელ შოკოლადზე.

მორიელს როგორც ჭეშმარიტ ექსტრემალს პიკანტური, ცხარე საჭმელები უყვარს. ამიტომ მისი სტუმრობისას სახლში იქონიეთ აღმოსავლური სანელებლები და კერძი (სასურველია ხორციანი) კარგად შეაზავეთ.

მშვილდოსნების უმეტესობა კი ეგზოტიკური საკვების მოყვარულია. ამიტომ სტუმრად მოსულ მშვილდოსანს შეგიძლიათ კრევეტების სალათით, ზღვის პროდუქტებისგან დამზადებული წვნიანითან, მექსიკური ბურიტოთი გაუმასპინძლდეთ.

თხის რქა ტრადიციისა და ზომიერების მოყვარულია ყველაფერში. შესაბამისად, სტუმარი თხის რქა შეგიძლიათ სახლში მომზადებული კერძით – ოჯახურით ან გემრიელი ჩახოხბილით დაანაყროთ.

მერწყულების დიდ ნაწილს მოსწონს სხვადასხვა გემოს მქონე საკვების ერთმანეთში არევა. შესაბამისად, თუკი სტუმრად მერწყულს ელით, საუკთესო ვარიანტი იქნება ე.წ. "შვედური მაგიდა" გაამზადოთ თავისი კანაპეებით.

თევზების ყველაზე დიდი სისუსტე სასმელია. ამიტომ თუკი სტუმრად თევზის ნიშნით დაბადებულ ინდივიდს ელოდებით კარგი იქნება მსუბუქ კერძებთან ერთად, ბლომად მოიმარაგოთ არომატიზირებული ჩაისა და ყავის სხვადასხვა სახეობის ნაკრები.
სტატიის წყარო:astrologia.ge