რომელი სიტყვებით შეძლებთ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის მოხიბვლას

რომელი სიტყვებით შეძლებთ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის მოხიბვლას
როგორ ცნობილია, ქალებს ყურებით უყვართ, მამაკაცებს, სხვათ შორის, ყურებიდან ძალიან შორი მანძილით... თუ გსურთ, დახელოვნდეთ მოხიბვლის ხელოვნებაში, fpaparazzi გირჩევთ, წაიკითხოთ ეს სტატია...

ვერძი
„ბრწყინვალეა! არასოდეს მინახავს, მსგავსი რამე ვინმეს გაეკეთებინოს!“
მიზანსწაფული, ენერგიული, იდეებით სავსე ვერძი ნებისმიერი თავშეყრის ლიდერია. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ის აღიარონ, როგორც სულისჩამდგმელი და არცერთმა იდეამ არ ჩაიაროს მის მიღმა. უბრალოდ შეახსენეთ ხოლმე, რომ ის ასეთი ერთადერთია.

კურო
„რა ლამაზი და მგრძნობიარე ხარ!“
არავინ ისე არ აფასებს სილამაზეს, როგორც კურო. ფაქტობრივად ყველაფერში შეუძლია იპოვნოს უნიკალური ემოცია. თუ მოისურვა, გაგიზიაროთ საკუთარი დაკვირვებები, ნუ დატოვებთ მის შთაგონებას უყურადღებოდ.

ტყუპი
„სხვა დროს რა ვცადოთ?“ რას ფიქრობ?
ტყუპი - მოძრაობისა და ახალი იდეების უნივერსალური წყაროა. შემოქმედება მისი საწვავია. ამიტომაც, ნუ ჩაუქრობთ მას სურვილს, შექმნას რაღაც ახალი, უნიკალური და ჩაეფლოს მასში მთელი არსით.

კირჩხიბი
„იქნებ დღეს შინ დავრჩეთ, გემრიელ ვახშამს მოგიმზადებ“
მიუხედავად იმისა, რომ მეოჯახე კირჩხიბს ისედაც ძალიან უყვარს მზადება, მის გულზე გასავლელი გზა მაინც კუჭზე გადის. რაც მეტად იზრუნებთ მასზე, მით მეტ ყურადღებას მიიღებთ მისგან.

ლომი
„მუდამ აღფრთოვანებული ვარ შენით“
ალბათ არავის უყვარს ისე ყურადღება, როგორც ლომს. სანამ თქვენი კომპლიმენტები გულწრფელია, ის გააღმერთებს თავის ერთადერთს.

ქალწული
„ალბათ ვერ შევძლებ. გთხოვ, დამეხმარე გავერკვე“
ქალწული სიმშვიდის განსახიერებაა და გიჟდება ყველა სიტუაციის ანალიზზე. არ არსებობს ამოცანა, რომლის ამოხსნასაც ის ვერ შეძლებს. ქალწული ბედნიერია, როცა ის ვინმეს ჭირდება.

სასწორი
„ჩემთვის მნიშვნელოვანია შენი აზრი“
პარტნიორობაში ჩამპიონი - სასწორია. მიეცით მას საშუალება, იყოს მნიშვნელოვანი საქმის ნაწილი და ნახავთ, როგორ გაბრწყინდება მისი თვალები.

მორიელი
„შენ ერთადერთი ხარ, ვისაც შემიძლია ამის შესახებ მოვუყვე...“
მორიელი აფასებს გულწრფელობას და დაფასებას. როგორც კი მას საიდუმლოს გაუმხელთ, მაშინვე გაულღვობთ გულს და მის ნდობას დაიმსახურებთ.

მშვილდოსანი
„მოდი, უბრალოდ ჩავალაგოთ ჩემოდნები და გავემგზავროთ სადმე“
თუნდაც საერთოდ არ გეგმავდეთ მოგზაურობას, ამაზე ფიქრიც კი მშვილდოსანს გულს გაუთბობს. ის გიჟდება თავგადასავლებზე, ამიტომაც თქვენი სურვილის ასრულება მისი ცხოვრების მიზანი გახდება.

თხის რქა
„ვერავინ გააკეთებს იმაზე მეტს, ვიდრე შენ!“
თხის რქას ამბიციების იშვიათ კომბინაციებს ფლობს. ცოტაოდენი მოთაფლვა მას არ აწყენდა იმიათვის, რომ იმუშაოს თავდაუზოგავად თქვენი ბედნიერებისთვის.

მერწყული
„იქნებ ყველაფერი სულ სხვაგვარად გაგვეკეთებინა?“
თავისუფლებისმოყვარე ნონკომფორმისტი მერწყული სულ ეძებს მომენტს, გამორჩეული იყოს ბრბოდან. ხელი შეუწყეთ მას წა მოწყებებში, რომელიც აქამდე არ უცდია და ის მხოლოდ თქვენი იქნება.

თევზები
„შენთან თავს ბევრად უკეთ ვგრძნობ“
თანაგრძნობა თევზის თანმდევი გრძნობაა. მიეცით მას საშუალება მაქსიმალურად შეიგრძნოს თქვენს შორის კავშირი და მას ყოველთვის ეყოფა იმის ძალა, ბედნიერება გაჩუქოთ.