ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - "სარვამარტო" სტატია მამაკაცებისთვის
ალბათ ამაოდ არ არსებობს გამონათქვამი - "ქალის ხასიათი მარტის ამინდივით ჭირვეული, ცვალებადი და არაპროგნოზირებადიაო". მართლაც, სუსტი სქესის წარმომადგენლები ხშირად გამოირჩევიან პრეტენზიულობით, რითაც თავგზას ურევენ მამაკაცებს, რომელთაც თავის მხრივ ნებისმიერ საკითხში სწორხაზოვანი მიდგომა და კონკრეტიკა ურჩევნიათ სხვადასხვა სახის რებუსებს. ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ოთხ ფსიქოტიპად იყოფიან, ემოციურები - წყლის სტიქია: კირჩხიბი, მორიელი, თევზები, ცვალებადები - ჰაერის სტიქია: ტყუპი, სასწორი, მერწყული, სტაბილურები - მიწის სტიქია: კურო, ქალწული, თხის რქა და ფეთქებადი - ცეცხლის სტიქია: ვერძი, ლომი, მშვილდოსანი. მართალია, ამ ოთხ ფსიქოტიპს თავის მხრივ, კიდევ გააჩნია კონკრეტული ასტროლოგიური კლასიფიკაცია, მაგრამ ეს სტატია, რომელიც არსებითად მამაკაცებს ეძღვნებათ, როგორც სუსტი სქესის ფსიქოლოგიაში უკეთ გარკვევის თავისებური ინსტრუქცია; ამჯერად მარტივი დახასიათებებით შემოიფარგლება. მამაკაცებს ხომ ასეც მოსწონთ ახსნა - მარტივად, სწორხაზოვნად და საქმესთან ახლოს.
მაშ ასე, თუკი ცხოვრებას ცეცხლოვან ქალს უკავშირებთ ან უბრალოდ გულში ჩაგივარდათ იგი, - ვერძის, ლომისა და მშვილდოსნის შესახებ ვსაუბრობთ; - უნდა იცოდეთ, რომ ასეთი ქალები ამბიციურები, ფეთქებადები და ტემპერამენტიანები არიან. ღალატს ძნელად ან საერთოდ არ პატიობენ და არც მარტოდ დარჩენის შიში სტანჯავთ, მათთვის დამახასიათებელი შარმისა და ქარიზმის გამო ცეცხლოვანი გოგოები არასოდეს რჩებიან ძლიერი სქესის ყურადღების გარეშე. სხვა საქმეა, თავად მათ რამდენად სურთ და უნდათ ეს. ზოდიაქოს ეს ტრიადა ხშირად ირჩევს კარიერას და ოჯახს შორის პირველს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ქალებს ოჯახის შექმნა არ სურთ, უბრალოდ ცხოვრების რაღაც ეტაპზე მათთვის პროფესიონალური ზრდა უფრო მნიშვნელოვანია. ამიტომ მამაკაცებო, ეს ნიუანსი კარგად გაითვალისწინეთ და ნუ ეცდებით ცეცხლოვანი ქალის ტიპურ მეოჯახედ გადაკვალიფიცირებას.
ჰაერის სტიქიის ქალს თუ უკავშირებთ ცხოვრებას ან მისი სიმპათიის მოსაპოვებლად იბრძვით - ტყუპი, მერწყული, სასწორი - აუცილებელია ინტელექტის საერთო დონე გიწყობდეთ ხელს. ერთი-ორი წიგნი მაინც გქონდეთ გადაკითხული და გარდა თქვენი პროფესიისა ზოგადად ერკვეოდეთ ყველაფერში. ჰაერის ქალბატონი მამაკაცში ჭკუას, საინტერესოდ საუბრის ნიჭსა და მენტალურ აქტივობას აფასებს. გარდა ამისა, მისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ მამაკაცმა მაქსიმალურად მიანიჭოს მას მოქმედებისა და არჩევანის თავისუფლება. ჰაერის გოგოებს უყვართ ჭორაობა და კომუნიკაცია. ამიტომ კაცი, რომელიც ასეთ ქალს უკავშირებს ბედს, მზად უნდა იყოს სახლში ცოლის დაქალების მრავალსაათიანი სტუმრობის ასატანად. სამაგიეროდ, ჰაეროვანი ცოლები იშვიათად გამოირჩევიან კონფლიქტური ხასიათით, იშვიათად არიან ცუდ ხასიათზე და მაქსიმალურად ზრუნავენ იმაზე, რომ ოჯახში მუდამ სუფევდეს ოპტიმისტური ატმოსფერო.
თუკი მიწის სტიქიის ქალბატონს დაადგით თვალი - მათ რიცხვშია კურო, ქალწული და თხის რქა, - უნდა იცოდეთ, რომ სიტუაციას ზერელედ თუნდაც ფლირტის პერიოდშიც კი ვერ მოეკიდებით. მიწიერი გოგონები სერიოზულობით გამოირჩევიან. შესაბამისად, მამაკაცი, რომელიც მხოლოდ მოკლევადიან გასართობს ეძებს მათი სახით, ასეთ ქალებს არ აინტერესებთ. მიწის სტიქია, ძნელად "იქოქება" ემოციური კუთხით. ამიტომ ასეთი ქალისთვის თავის შეყვარებას დრო, მოთმინება და სოლიდური ფინანსები ესაჭიროება ძვირფასო კაცებო. ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ასეთი ქალი მეშჩანი ან ძუნწია. უბრალოდ მისთვის სიყვარული კონკრეტულ, მატერიალურ ნაბიჯებში გამოიხატება. ამიტომ მარტოოდენ რომანტიკული ლექსების კითხვით ან სერენადებით ასეთ ქალთან შორს ვერ წახვალთ. სამაგიეროდ, თუკი მას ცხოვრების მეგზურად აირჩევთ, გვერდით ერთგული და ძლიერი მეორე ნახევარი გეყოლებათ, რომელიც ჭირსა და ლხინში თქვენი ჭეშმარიტი მეგობარი იქნება.
დაბოლოს, იყავით მზად დრამატული ისტორიებისთვის და ეჭვიანობის სცენებისთვის, თუკი თქვენი გული წყლის სტიქიის ქალმა დაატყვევა. მორიელი, კირჩხიბი და თევზები - ზემგრძნობიარე, უზომოდ ემოციური და სენსიტიური ქალების ტრიადაა. შესაბამისად, ასეთ ქალთან ურთიერთობისას მამაკაცს მაქსიმალური ტაქტი, დიპლომატია და წინდახედულება მოეთხოვება. "წყლები" ეჭვიანები არიან. ამასთან ერთად, მიდრეკილება გააჩნიათ უკმაყოფილება დამალონ და ხანგრძლივი დროის მაინძილზე გაიბუტონ. ჰოდა, მამაკაცს ისღა დარჩენია, ამაოდ იმტვრიოს თავი მაინც სად დაუშვა შეცდომა ამ ქალთან.