ორგანიზმის დეტოქსიკაცია და წონაში 5 კილოგრამის დაკლება 72 საათში

ორგანიზმის დეტოქსიკაცია და წონაში 5 კილოგრამის დაკლება 72 საათში
ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით ტოქსინების დაგროვება აფერხებს ღვიძლის მუშაობას, რის გამოც ზედმეტ კილოგრამებს ძალიან სწრაფად ვიმატებთ. ხალხის უმრავლესობას არც კი სმენია, რომ წონის მატებისა და კლების პროცესში უდიდეს როლს ღვიძლი ასრულებს.

ჩვენ ყოველდღიურად ინტერნეტ სივრცეში უამრავ დიეტას ვაწყდებით, რომელთა უმრავლესობა შედეგს ვერ გვაძლევს. რითია განპირობებული ეს მოვლენა? სინამდვილეში, ვერცერთი დიეტა და ფიზიკური ვარჯიში ვერ დაგვეხმარება სასურველი ფიგურის მოპოვებაში, თუ პირველ რიგში, არ ვიზრუნებთ მთელი ორგანიზმის, განსაკუთრებით კი ღვიძლის გაწმენდაზე. სწორედ ამიტომ, დღეს ''Fpaparazzi''_ის რედაქცია გთავაზობთ ხალხურ საშუალებას, რომელიც სულ რაღაც 3 დღეში დაგეხმარებათ მოცემული პრობლემის გადაჭრაში.

ინგრედიენტები:
  • 3 ლიმონი
  • 1 ჭიქა დაქუცმაცებული ოხრახუში
  • 6 ჭიქა წყალი
  • ნიახურის 5 ღერო

მომზადება:

მოათავსეთ ბლენდერში ლიმონის წვენი, ოხრახუში და ნიახური, ურიეთ მაღალ სიჩქარეზე რამდენიმე წამის განმავლობაში. მიღებულ მასაში ჩაამატეთ წყალი და კვლავ გადაურიეთ. მიირთვით ეს სასმელი ყოველ დილით, უზმოზე და ყოველ საღამოს, დაძინებამდე 1 საათით ადრე. ღვიძლის დეტოქსიკაციის ამ სამ დღიანი კურსის ჩატარების შემდეგ აუცილებელია მინიმუმ 7 დღიანი შესვენების გაკეთება.

ამ სამი დღის განმავლობაში მოერიდეთ ცხიმიან საკვებს და მიანიჭეთ უპირატესობა ახალ ხილსა და ბოსტნეულს.