იკლებთ წონას, თუმცა ვერ იშორებთ ცხიმებს მუცლიდან? ეს სტატია თქვენთვისაა!

იკლებთ წონას, თუმცა ვერ იშორებთ ცხიმებს მუცლიდან? ეს სტატია თქვენთვისაა!
ამ საშუალების მთავარ ინგრედიენტს, რომელსაც დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ, პირშუშხა წარმოადგენს. ეს პროდუქტი გამდიდრებულია C, B1, B2 და B6 ვიტამინებით, რკინით, მაგნიუმით, კალიუმით და ფოსფორით. საკუთარი უნიკალური შემადგენლობის წყალობით პირშუშხა აჩქარებს მეტაბოლიზმს, ცხიმის წვის, წონის კლების პროცესს და ზრდის ნაწლავებში სასარგებლო ბაქტერიების რიცხვს.

ინგრედიენტები:
  • 125 გ პირშუშხა;
  • 4 ლიმონი;
  • 3 ს.კ თაფლი;
  • 2 ს.კ დარიჩინი;
  • ჯანჯაფილის ფესვი(2სმ);

მომზადების ინსტრუქცია:

მოათავსეთ პირშუშხა და ჯანჯაფილი ბლენდერში, ურიეთ მაღალ სიჩქარეზე 30 წამის განმავლობაში. ჩაამატეთ მიღებულ მასაში დარჩენილი ინგრედიენტები და ურიეთ ჰომოგენური, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიღებული მასა გადაიტანეთ მინის ქილაში და შეინახეთ მაცივარში. მიირთვით ერთი ნახევარი დილით, საუზმობამდე, ხოლო მეორე ნახევარი - საღამოს, დაძინებამდე რამდენიმე წუთით ადრე. ინგრედიენტების მოცემული რაოდენობა გათვლილია ერთ დღეზე. მიირთვით ეს საშუალება ყოველდღიურად 21 დღის განმავლობაში.

ამ საშუალების თითოეული ინგრედიენტი აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის და ცხიმის წვის პროცესს, რაც სასარგებლოდ აისახება ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობაზე. მსუბუქი დიეტისა და ფიზიკური ვარჯიშების პარალელურად მიიღეთ ეს საშუალება და ცხიმები სხეულის პრობლემური ზონებიდან უკვალოდ გაქრება.

ყურადღება: ამ საშუალების მიღებამდე რეკომენდირებულია ექიმთან კონსულტაციის გავლა.