7 უმარტივესი საშუალება, რომელიც კბილის ყველაზე აუტანელ ტკივილს 10 წუთში გაგიყუჩებთ

7 უმარტივესი საშუალება, რომელიც კბილის ყველაზე აუტანელ ტკივილს 10 წუთში გაგიყუჩებთ
კბილის ტკივილი - ერთი-ერთი ყველაზე აუტანელი განცდა, რომელსაც თითოეული ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეუწუხებია. საბედნიეროდ, არსებობს რამდენიმე ხალხური საშუალება, რომელიც ამ ტკივილის გაყუჩებაში გვეხმარება, თუმცა დიდი ხნით ნუ გადადებთ სტომატოლოგთან ვიზიტს, რადგან აუცილებელია არა მხოლოდ ტკივილის მოხსნაზე ზრუნვა, არამედ მისი გამომწვევი მიზეზის შესწავლა და მკურნალობა.

პიტნის ჩაი - ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება კბილის ტკივილის გასაყუჩებლად. ჩაიგუბეთ ცხელი წყალი პირის ღრუში მტკივან კბილთან ახლოს რამდენიმე წუთით. თქვენ მომენტალურად იგრძნობთ, თუ როგორ მსუბუქდება ტკივილი.

კრაზანას ბალახი და ფიჭვის წიწვები - აურიეთ ერთმანეთში კრაზანას ბალახი და ფიჭვის წიწვები თანაფარდობით 4:1. მიღებული ნარევის 4 სუფრის კოვზს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 2-3 წუთის განმავლობაში. მიღებული ნაყენი დააყოვნეთ 1-2 საათით და შემდეგ გაფილტრეთ. დარჩენილი სითხე კვლავ მოათავსეთ ცეცხლზე და ადუღეთ იქამდე, სანამ სითხის ნახევარი არ აორთქლდება. გააგრილეთ მიღებული საშუალება, ჩაალბეთ მასში ბამბა და მისი გამოყენებით დაიმუშავეთ მტკივანი კბილი.

ღრძილებიდან სისხლდენა - ამ აუტანელი მოვლენის დროს გამოიყენეთ შემდეგი სავლები: 50-60 გრამ მუხის ქერქს შეურიეთ 4-5 გრამი ცაცხვის ყვავილი. მიღებული საშუალების 1 სუფრის კოვზს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყოვნეთ 15-20 წუთით. ნარევვის გაგრილების შემდეგ გამოივლეთ ის პირის ღრუში დღეში რამდენჯერმე.

საკვების ნარჩენები - ამ შემთხვევაში უბრალოდ გამოივლეთ თბილი წყალი პირის ღრუში ან გაიწმინდეთ კბილებს შორის არსებული სივრცე სპეციალური ძაფის გამოყენებით.

ყინული - კბილის აუტანელი ტკივილის მოსახსნელად მიიდეთ ყინულის კუბიკი ლოყაზე და გაიჩერეთ რამდენიმე წუთით.

მარილი და პილპილი - აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით ეს ორი პროდუქტი, დაუმატეთ რამდენიმე წვეთი წყალი, კარგად მოურიეთ და მიღებული საშუალება შეიზილეთ პრობლემურ კბილზე. ტკივილი ძალიან მალე გაქრება!

ნიორი - დასრისეთ ეს შეუდარებელი პროდუქტი, შეურიეთ მასში მცირეოდენი მარილი და მიღებული მასა წაისვით მტკივან კბილზე. მოითმინეთ რამდენიმე წუთით და შედეგით ნასიამოვნები დარჩებით.

გისურვებთ ჯანმრთელობას! არ დაგავიწყდეთ ამ ინფორმაციის მეგობრებისთვის გაზიარება!