გამოვცადე ყველაფერი, თუმცა მხოლოდ ამან მიშველა... გაიყუჩეთ კბილის ტკივილი 1 წუთში

გამოვცადე ყველაფერი, თუმცა მხოლოდ ამან მიშველა... გაიყუჩეთ კბილის ტკივილი 1 წუთში
თითოეულ ჩვენგანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოგვიცდია კბილის ტკივილი და ყველამ ძალიან კარგად ვიცით, თუ რამხელა დისკომფორტთანაა დაკავშირებული ეს მოვლენა. კბილის ტკივილმა ყველაზე მნიშვნელოვან მომენტშიც კი შეიძლება იჩინოს თავი. მაგ: მოგზაურობის დროს ან საქმიანი შეხვედრის წინ. კიდევ უფრო დიდი საშინელება კი ის ფაქტია, როდესაც გაფუჭებული კბილი ღამით გვახსენებს თავს. ნუ ნერვიულობთ, რადგან ჩვენ თქვენთვის გასაოცარი სიახლე გვაქვს! არ არის აუცილებელია დაუყონებლივ აფთიაქში წასვლა და სპეციალური ტკივილგამაყუჩებლების შეძენა, რადგან ჩვენ გასწავლით სასწაულმოქმედი საშუალების დამზადებას, რომელიც კბილის აუტანელ ტკბილის რამდენიმე წამში დაგავიწყებთ.

ხალხური საშუალება კბილის ტკივილის გასაყუჩებლად

ეს საშუალება მომენტალურად ჩაგიხშობთ კბილის ტკივილს და საგრძნობლად შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას.

ინგრედიენტები:
  • 0.5 ჩ.კ დაფქული მიხაკი;
  • 0.5 ჩ.კ ქოქოსის ზეთი;

მომზადება:

  1. მოათავსეთ ეს ორი ინგრედიენტი პატარა ჭურჭელში და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  2. მიღებული საშუალება გადაიტანეთ შესაბამისი ზომის ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში.

ყურის ჩხირის დახმარებით წაისვით მცირეოდენი ეს საშუალება პრობლემურ კბილზე ან შეშუპებულ ღრძილზე. რამდენიმე წუთში თქვენ საოცარ შვებას იგრძნობთ! მიხაკი შეიცავს დიდი რაოდენობით ევგანოლს (ერთ-ერთი უძლიერესი ტკივილგამაყუჩებელი), ხოლო ქოქოსის ზეთისთვის დამახასიათებელია ანტიბაქტერიული თვისებები.