ადენოიდების სამკურნალო 2 ხალხური რეცეპტი
ადენოიდები უმეტესად 3-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებს აწუხებთ. ის ვლინდება ცხვირით სუნთქვის გაძნელებით, ხვრინვით, ხშირი სურდოთი და ზოგჯერ სმენის დაქვეითებითაც კი. ადენოიდები უმეტესად აღმოაჩნდებათ ხოლმე ხშირად (წელიწადში 4-ჯერ და მეტად) მოავადე ბავშვებს. სუნთქვის გაძნელება და ცხვირ-ხახაში ქრონიკული ინფექციის არსებობა იწვევს სმენის მყარ დარღვევას, რასაც, ჟანგბადით ტვინის არასათანადო მომარაგების გამო, მოგვიანებით გონებრივ და ფიზიკურ ჩამორჩენამდე მივყავართ. Fpaparazzi-ის რედაქცია გთავაზობთ ადენოიდების სამკურნალო 2 ხალხურ რეცეპტს, რომელიც მნიშვნელოვნად დააპატარავებს ადენოიდებს, გაგიადვილებთ სუნთქვას.
ექიმის კომენტარი: მიხაკი ცნობილია, როგორც მკვეთრი ანთებსაწინააღმდეგო, ანტიალერგიული, ლორწოვანის შეშუპების სამკურნალო საშუალება. მას იყენებენ სასუნთქი გზების ანთებით-ალერგიული პათოლოგიების დროს. პროპოლისს ანუ დინდგელს ანტიანთებითი, ანტიბაქტერიული ეფექტი აქვს. შესაძლოა, აღნიშნული საშუალებებით მართლაც მოხდეს ლორწოვანის შეშუპების მოხსნა, ადენოიდების მიმდებარე ქსოვილებში ანთების დაცხრომა, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა ასეთი საშუალებებით ადენოიდების მთლიანად გაწოვა, რადგან ისინი კეთილთვისებიანი ქსოვილოვანი წარმონაქმნებია.
- ადენოიდების სამკურნალო საუკეთესო საშუალება არის მიხაკის ნაყენი. მიხაკი ჩაყარეთ ჭიქაში ისე, რომ ჭიქის ძირი მთლიანად დაიფაროს, დაასხით მდუღარე წყალი (შეავსეთ ჭიქა) და დატოვეთ ასე, ვიდრე ნაყენი არ გაყავისფერდება. გადაწურეთ. ნაყენი რაც შეიძლება ხშირად იწვეთეთ ცხვირში.
- მეორე სამკურნალო საშუალებაა პროპოლისი. მისი ნაყენი უნდა გამოივლოთ ცხვირში. ნაყენის მოსამზადებლად ერთ ჭიქა თბილ, ანადუღარ წყალში გახსენით ¼ ჩაის კოვზი სოდა და 18-20 წვეთი პროპოლისის 10%-ანი სპირტიანი ნაყენი (იყიდება აფთიაქებში). ამოიღეთ უნემსო ან პატარა რეზინის ოყნით და ნელ-ნელა, რიგრიგობით შეუშვით თითოეულ ნესტოში. თავი წინ უნდა გქონდეთ გადმოხრილი, რომ სითხე სხვაგან არ გადავიდეს, მაგალითად სასმენ მილებში. ჩაიტარეთ ეს პროცედურა 3-4 ჯერ დღეში, ერთი კვირის განმავლობაში.