ზოდიაქოს ნიშნების უარყოფითი მხარეები

ზოდიაქოს ნიშნების უარყოფითი მხარეები
შეიძლება ზოდიექოს თითოეული ნიშანს ქება-დიდება და ხოტბა შეასხა, მაგრამ FPAPARAZZI-ს რედაქცია დღეს მათ უარყოფით მხარეეს გაგაცნობთ.

ვერძი
ვერძი უბრალოდ წარმოუდგენლად აგრესიული ნიშანია, რომელსაც არაადამიანური სისასტიკე ახასიათებს. გონებაგაფანტულია, ვერ იმახსოვრებს ელემენტარულ რამეებსაც კი. ოჯახურ ცხოვრებაში უხეშობას ავლენს, უყვარს უზომოდ ხარჯვა. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ სკანდალებს აწყობს.

კურო
კურო მლიქვნელია, რომელიც ახლო მეგობრების ჩაშვებასაც არ თაკილობს. დაბადებიდან მიჩვეულია, სხვების მითითებების შესრულებას უსიტყვოდ. სამყაროს ცენტრად გრძნობს თავს, ამასთან ჩუმად ვერ იტანს გარშემომყოფებს. გარეგანი სირბილისა და სინაზის მიუხედავად, უყვარს ოჯახის დატერორება.

ტყუპები
ამ ნიშნის წარმომადგენლები მუდმივი ბავშვები არიან, როგორც გრძნობებში, ასევე ინტელექტში. ვერ იტანენ გონებისა და ფიზიკურ დაძაბვას. უყვართ სტუმრების მიღება, თუმცა, საუკეთესო შემთხვევაში ჩაით და კანფეტებით, ჩვეულებისამებრ კი - თავიანთ გაუთავებული ლაქლაქით უმასპინძლდებიან.

კირჩხიბი
წარუმატებელი კონსერვატორი, რომელიც მუდმივად საკუთარ თავში იქექება. თუკი რაიმე საშიშროება ემუქრება, ან ეჩვენება, რომ ემუქრება, უბრალოდ საკუთარ ბუნაგში ჩიაკეტება. უყვარს ყველასთვის ტალახის სროლა, რომ თავად ყველაზე ძლიერი გამოჩნდეს.

ლომი
ლომს სიზარმაცე და თავის თავზე დიდი წარმოდგენა ახასიათებს. ჰიპერტროფირებულ სიამაყეს ნებისმიერი ურთიერთობა შეიძლება გაუსაძლისი გახადოს, პარტნიორისადმი მაღალი მოთხოვნები მსოფლიოს საუკეთესო ადამიანსაც ჩიხში აყენებს. ლომისთვის აუცილებელია, რომ მთელი პლანეტა მის გარშემო ტრიალებდეს, სხვაგვარად მას სიცოცხლე ვერ წარმოუდგენია.

ქალწული
მეწვრილმანე, წუწურაქი და მუდამ მობუზღუნე ქალწული. პედანტიზმი მას აუტანელ ადამიანად ხდის როგორც სამსახურში, ასევე ოჯახშიც. მას ნებისმიერის მწობრიდან გამოყვანა შეუძლია. არასოდეს ახდენს იმპროვიზირებას, ადგენს მოქმედების დაწვრილებით, მოსაწყენ გეგმებს თავისთვის და ახლობლებისათვის, მიუხედავად მათი პროტესტისა.

სასწორი
სასწორი ვერასოდეს იღებს გადაწყვეტილებებს. არჩევანის ნებისმიერი უფლება მას სასოწარკვეთაში აგდებს. თავი ხელოვნებათმცოდნეებად მოაქვს, სინამდვილეში ამის არაფერი გაეგება. ხშირად წერს ცრემლის მომგვრელ მემუარებს.

მორიელი
მორიელში სადიზმისა და მაზოხიზმის უცნაური ნაზავი შეინიშნება. უყვარს უხამსი ანეკდოტები და პორნოგრაფიული ფილმები. ჭორებს ავრცელებს თავის სასიყვარულო თავგადასავლებზე, ულმობლად იგდებს აბუჩად მათ, ვინც მასზე მიჯაჭვულია.

მშვილდოსანი
ხშირად მხიარულ იდიოტად გამოიყურება. მის სულელურ ოპტიმიზმს თავზე ჩამოვარდნილი აგურიც კი ვერ აცხრობს. მასთან 5-წუთიანი საუბრის შემდეგ, უმალვე გაქრობის სურვილი გიჩნდება. გარშემომყოფებს თავის იდეებს ახვევს.

თხის რქა
თხის რქა - უგულო, ცივსისხლიანი და ულმობელი. შინ - ჟანდარმი, სამსახურში - ტირანი. ტირანობაში და სხვების დაჩაგვრაში ხედავს ცხოვრების აზრს, არ გააჩნია იოტისოდენა იუმორის გრძნობა. ინტელექტუალურად პრიმიტიულია, უფანტაზიო, მაგრამ შურისმაძიებელი: არასოდეს პატიოპს არავის.

მერწყული
ფანტაზიორი და მოეცნებე, სრულიად მოწყვეტილი რეალურ სამყაროს. არასოდეს აბრუნებს ვალს, არ ასრულებს დანაპირებს, არ უყვარს მუშაობა. ზურგს უკან ხლართავს ინტრიგებს.

თევზები
თევზები საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში მოდიან, თავს იძვრენენ, მაგრამ აქედან არავითარ სარგებელს არ ნახულობენ. ამასთან, უყვართ სხვის ბინძურ თეთრეულში ქექვა, თავს ფსიქოანალიტიკოსად მოგაჩვენებენ, შემდეგ კი სხვისი საიდუმლოებებს გამოააშკარავებენ.