ეს 4 რჩევა დაგეხმარებათ სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაში და ორგანიზმის გაჯანსაღებაში

ეს 4 რჩევა დაგეხმარებათ სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაში და ორგანიზმის გაჯანსაღებაში
სისხლის სწორ მიმოქცევას ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სწორედ სისხლით მიეწოდება შინაგან ორგანოებს ჟანგბადი, საკვები ნივთიერებები და მინერალები.

4 რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაში და თავიდან აგარიდებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებს.
  1. ფიზიკური ვარჯიშები - საუკეთესო გზა სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად. სულაც არ არის საჭირო რთული და დამღლელი ვარჯიშების შესრულება, უბრალოდ ისეირნეთ ფეხით ან ველოსიპედით ყოველდღიურად მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში. გარდა ამისა, ძალიან კარგია დილით, გაღვიძებისთანავე აერობიკის ვარჯიშების შესრულება. ეს მხოლოდ 15 წუთს წაგართმევთ, სამაგიეროდ კი მთელი დღე ენერგიით აღსავსე იქნებით.
  2. მასაჟი - რეგულარულად მსუბუქი, მომადუნებელი მასაჟების გაკეთება არაჩვეულებრივი საშუალებაა სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად, რადგან ამ დროს ჩვენი სისხლძარღვები ფართოვდება, რის შედეგადაც მათში სისხლი თავისუფლად, შეფერხების გარეშე მიედინება. ძალიან კარგი იქნება, თუ მასაჟის გაკეთებისას ზეითუნის, ქოქოსის, ნუშის ან როზმარინის ზეთს გამოიყენებთ.
  3. ჰიდროთერაპია - მიიღეთ რეგულარულად ცხელი აბაზანები, მოკალათდით ჯაკუზში ან მიმართეთ ორთქლის აბანოებს. სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად არაჩვეულებრივია რეგულარულად საუნის სტუმრობა. ამ გზით თქვენ შეძლებთ ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას.
  4. შავი შოკოლადი - კაკაო, რომელიც მრავლადაა ყველასათვის საყვარელ ამ პროდუქტში, გვიუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. კვლევების მიხედვით დამტკიცდა, რომ ეს პროდუქტი აუმჯობესებს სისხლის მიწოდებას კიდურებისთვის და გვიფართოებს არტერიებს, რაც მისი ბიო-ქიმიური შემადგენლობითაა განპირობებული. სწორედ ამიტომ, მიირთვით ყოველდღიურად შავი შოკოლადის 1 პატარა ფილა, თუმცა დარწმუნდით, რომ მასში კაკაოს შემცველობა 70%-ზე ნაკლები არ არის.

გისურვებთ ჯანმრთლობას! აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს რეკომენდაციები, რათა შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა და ახალგაზრდობა მრავალი წლით.