ყნოსვის აღდგენის უმარტივესი ხალხური რეცეპტი - დაიბრუნეთ ბუნებრივი შეგრძნებები!

ყნოსვის აღდგენის უმარტივესი ხალხური რეცეპტი - დაიბრუნეთ ბუნებრივი შეგრძნებები!
ახალგაზრდობაში ხშირად მემართებოდა ალერგიული რინიტი, მუდმივმა სურდომ და ცხვირის წვეთების გამოყენებამ ყნოსვის ზონა დამიზიანა. დიდი ძიების შემდეგ მივაგენი საშუალებებს, რომლებიც ყნოსვის აღდგენაში დამეხმარა.

მომზადება და გამოყენების წესი:
  1. 10 გ დინდგელი და 50 გ ნაღების კარაქი 2 საათით ჩადგით წყლის აბაზანაში, გაწურეთ, გააცივეთ, დაამზადეთ მისგან პატარა ოვალური ფორმის სანთლები და დილა-საღამოს ნახევარ-ნახევარი საათით ტამპონებივით ჩაიდეთ ცხვირში.
  2. სასარგებლოა დღეში 5-6 ჯერ 5 წუთით მიხაკ-დარიჩინის ღეჭვაც.
  3. გაფრთხილებთ: საგულდაგულოთ უნდა დაღეჭოთ, მაგრამ არ გადაყლაპოთ.
  4. თუ ნებისყოფა გეყოფათ და ამას რეგულარულად გააკეთებთ, ჯერ მკვეთრ არომატს შეიგრძნობთ, მერე კი ყნოსვა თანდათანობით აღდგება.


ექიმის კომენტარი: ხალხურ მედიცინაში ყნოსვის დაკარგვას ანუ ანოსმიას მკვეთრი არომატის მქონე ეთერზეთებით მკურნალობენ, ასეთ ეთერზეთებს შეიცავს სწორედ მიხაკი და დარიჩინი. მათი ღეჭვისას კი ეთერზეთები პირის ღრუში ინტენსიურად გამოთავისუფლდება და ყნოსვის ზონას აღადგენს. ასეთი რეგულარული გამღიზიანებლის მოქმედებით შესაძლებელია, აღდგეს ყნოსვის ფუნქცია, თუკი მთლიანად ატროფირებული არ არის ყნოსვის რეცეპტორული ზონა.
რაც შეეხება დინდგელისა და კარაქის ნარევს, მას ცხვირის ლორწოვანზე ანტიანთებითი და ქსოვილთა რეგენერაციის მასტიმულირებელი ეფექტი აქვს. ანთების ჩაცხრობას, შეშუპების მოხსნას და ატროფირებული ქსოვლების აღდგენას კი ყნოსვის აღსადგენად განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს. ასე რომ, მკითხველის მიერ მოწოდებული ეს ორივე საშუალება კომპლექსურად უნდა გამოიყენოთ კარგი შედეგის მისაღებად.
სტატიის ავტორი: თეა მესახი
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი "კარაბადინი"