ძალიან სასარგებლო შვრიის ბატონები- ენერგიის საბადო

ძალიან სასარგებლო შვრიის ბატონები- ენერგიის საბადო
თუკი ერთ ცალ ასეთ ბატონს დილით მიირთმევთ, მთელი დღე ენერგიულად და მსუბუქად იგრძნობთ თავს. FPAPARAZZI-ი გირჩევთ სცადოთ, რადგან სასარგებლოცაა და გემრიელიც.
საჭირო მასალა:
  • შვრიის ფანტელი- 1 ჭიქა
  • ქიშმიში- 75 გ
  • კურაგა-75 გ
  • ნიგოზი- 150გ
  • მარწყვი- 150გ
  • ბანანი- 1 ცალი

მომზადება:
  1. შვრიის ფანტელი დაალბეთ მდუღარე წყალში.
  2. ჩირი მხოლოდ 5 წუთით გააჩერეთ ცხელ წყალში, შემდეგ კი წვრილად დაჭერით.
  3. ბანანი და მარწყვი ჩანგლით დასრისეთ.
  4. შემდეგ კი ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში აურიეთ. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
  5. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და გადაიტანეთ მიღებული მასა.
  6. შეგიძლიათ სხვადასხვა ფორმებიც მისცეთ. თუმცა, ეცადეთ სიმაღლე 1,5 სმ -ზე მეტი არ იყოს.
  7. აცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10- 15 წუთით.

გემრიელად მიირთვით.