ლიმონის ფუნთუშები - ფაფუკი და არომატული ტკბილეული ჩაისთვის

ლიმონის ფუნთუშები - ფაფუკი და არომატული ტკბილეული ჩაისთვის
FPAPARAZZI-ის რედაქცი ამ რეცეპტს განსაკუთრებლ რეკომენდაციას უწევს თუკი შინ შვილები გყავთ. ასე მომზადებული ფუნთუშები ძალიან გემრიელია და მშვენიერი საგზალია მთაში თუ ზღვაზე წამსვლელთათვის.
საჭირო მასალა:
ცომისთვის:
  • 300 გ ფქვილი
  • 1ჩ.კ მშრალი საფუარი
  • 100 მგ რძე
  • 60 გ შაქარი
  • 60 გ გამდნარი და შემდეგ გაცივებული კარაქი
  • 2 კვერცხი
  • 1 ლიმონის ცედრა
  • ¾ ჩ.კ მარილი

წასასმელად :
  • 1 კვერცხი
  • მიხაკი

მომზადება:
  1. მანამ გახეხეთ ლიმონი ცედრის მისაღებად, კარაქი კი გაადნეთ და გააცივეთ.
  2. 2 კვერცხს დაუმატეთ აფუებული საფუარი, გაციებული კარაქი, შაქარი, ცედრა, ვანილი და მარილი.
  3. შემდეგ კი კარგად აურიეთ. ნელ-ნელა შეურიეთ გაცრილი ფქვილი.
  4. როდესაც ცომი გასქელდება, გადმოიღეთ ხის ფიცარზე და ხელით ზილეთ 10- 15 წუთის განმავლობაში მანამ, სანამ ელასტიურ მასა არ მიიღებთ.
  5. ცომი მოათავსეთ ჯამში და დადგით ამოსაფუებლად თბილ ადგილას 2- 2,5 სთ.
  6. ამ ხნის შემდეგ, ცომი გაყავით 7-9 ნაწილად.
  7. მიეცით ფუნთუშის ფორმა, წაუსვით გათქვეფილი კვერცხისა და მიხაკის ნაზავი
  8. აცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით.