როგორ უხსნის სიყვარულს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი

როგორ უხსნის სიყვარულს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი
სიყვარულის ახსნა - ძალიან პირადული და საპასუხისმგებლო საქმეა. გაიგეთ, თუ როგორ ასრულებს მას ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენელი.

ვერძი
ვერძი დიდ ხანს არ იფიქრებს, თუკი ვინმე შეუყვარდა, მიადგება მას უზარმაზარი თაიგულით ხელში. უარი მიღებული არ იქნება, თქვენც ვერ მოითმენთ, რადგან ვერძის ენერგიასა და მიზანდასახულობას ვერ შეეწინააღმდეგებით.

კურო
კურო რომანტიკულ ვითარებაში, ძვირად ღირებული ღვინისა და სანთლების თანხლებით აგიხსნით სიყვარულს. ამას კი დიდი დრო არ დასჭირდება, რადგან გრძნობების დამალვა კუროს არ ეხერხება.

ტყუპები
პაემანისთვის საუკეთესო ადგილად ტყუპები მიიჩნევენ ნებისმიერ ადგილს, სადაც თავად მოსწონთ ყოფნა. იქნება ეს ფეხბურთი, კონცერტი თუ მწვადები ბუნებაში. თუკი ეს ქმედებებიც საკმარისი არ აღმოჩნდება, ტყუპები იოლად მოგიყვებიან თავიანთ გრძნობებზე. მაგრამ ძალიანაც ნუ ენდობით მათ წარმოთქმულ ”მიყვარხარ”-ს, რადგან ეს გახლავთ თავქარიანი ნიშანი და გუშინდელი ახსნა შეიძლება დღეს უკვე არც ახსოვდეს.

კირჩხიბი
კირჩხიბს ძალიან ეშინია, რომ მის გრძნობებს არ დასცინონ. მას შეუძლია უყვარდეს, ამასთან შინაგანად იტანჯებოდეს. მაგრამ საკმარისია, ცოტაოდენი სიმპათია იგრძნოს, სიყვარულის ნიშნებიც მეტად ნათელი გახდება. პაემანი ვარსკვლავებით განათებული ცის ქვეშ ჩაივლის, შესანიშნავი ღვინის თანხლებით. ამ ნიშნის წარმომადგენლები მზად არიან, სამყარო გაჩუქონ!

ლომი
ლომი ნამდვილი რაინდია, რომელიც გოგონებს ერთი-მეორის მიყოლებით იპყრობს. მაგრამ თუ მას ნამდვილად შეუყვარდა, არ დაიშურებს არაფერს საჩუქრებზე და გამოიჩენს დიდ ყურადღებას.

ქალწული
ნუ ელით რომანტიკას, სერენადებსა და ლექსებს, ეს ქალწულის გეგმებში არ შედის. მათთვის უფრო მთავარია სიტყვები და სწორედ ასე გამოხატავენ გრძნობებს. ამასობაში კი, ცოლობასაც გთხოვენ.

სასწორი
რომანტიკა მეორეხარისხოვანი ხდება უამრავი ეჭვების გამო. მაგრამ თუკი სასწორი გრძნობს, რომ მის სატრფოსაც ნამდვილად უყვარს, მისთვის არაფერს დაიშურებს და სამყაროს ფეხქვეშ დაუფენს.

მორიელი
თუ მორიელს ნამდვილად შეუყვარდება, ის ყველა მეთოდს გამოიყენებს, ხანდახან უსამართლოსაც კი. ლექსებითა და რომანტიკით დაწყებული -ძვირად ღირებული მოგზაურობებითა და საჩუქრებით დამთავრებული. მაგრამ თუ ეს უბრალო სიმპათიაა, მხოლოდ ლამაზი სიტყვებით შემოიფარგლება.

მშვილდოსანი
ეს სიყვარულის ახსნა ყველაზე ნაზი და რომანტიული გახდება თქვენს ცხოვრებაში, იმ შემთხვევაში, თუ სიყვარული პასუხისმგებლობას მოკლებულია და უბრალოდ კარგად ატარებთ ერთად დროს. თუკი მეორე ნახევარი მეტს მოითხოვს, მშვილდოსანი გაიქცევა თავისუფლებისა და ახალი ურთიერთობების საძებნელად.

თხის რქა
ეს არ გახლავთ რომანტიკული ნიშანი, თხის რქა არასოდეს უჩვენებს თავის გრძნობებს პუბლიკას. ნუ ელით სერენადებსა და ლექსებს, ყველაფერი გაცილებით ბანალურად მოხდება, მაგრამ ძალიან ლამაზად - ძვირად ღირებულ რესტორანში ხელისა და გულის შემოთავაზებით.

მერწყული

მერწყული ყველა თავის შეყვარებულთან მეგობრობს, ამიტომ სერიოზულ ურთიერთობაზე ფიქრით თავს ნუ დაიღლით. მაგრამ მიაქციეთ მის მზერას ყურადღება, როდესაც თქვენ ჩნდებით - ის უბრალოდ გაშეშდება და სხვა ვერავის შენიშნავს.

თევზები
რთულია, არ შენიშნო ამ მგრძნობიარე ნიშნის განსაკუთრებული ქცევა, მაგრამ თუ მოახერხეთ და ვერ შენიშნეთ, მოგივათ წერილი, სადაც თევზები გრძნობების ახსნაში გულსა და სულს ჩადებენ.