როგორ უტყდებიან ერთმანეთს სიყვარულში ზოდიაქოს ნიშნები

როგორ უტყდებიან ერთმანეთს სიყვარულში ზოდიაქოს ნიშნები
ოჰ, სიყვარული! ეს გრძნობა მსოფლიოს სხვადასხვა ფერის საღებავებით აფერადებს და შეყვარებული ადამიანების გულებს ანათებს! მოდი ვნახოთ, რა მოხდება მაშინ, თუ ამური სხვადასხვა ზოდიაქოს წარმომადგენლების გულის კარებს მოახვედრებს თავის ისარს.

ვერძი დიდხანს არ იფიქრებს. როგორც კი იგრძნობს, რომ შეყვარებულია, მიაშურებს უახლოეს ყვავილების მაღაზიას, აარჩევს ყველაზე დიდ და ლამაზ ყვავილების თაიგულს, მოაჯდება დიდ, თეთრ ცხენს და გასწევს თავისი საყვარლისაკენ, როგორც შუა საუკუნეების ჭეშმარიტი რაინდი. ის ვნებიანია და არ თავს არ დაანებებს ქალს, სანამ ისიც საპასუხო გრძნობით არ უპასუხებს და დანებდება ვერძულ ხიბლს!

კურო თავის საყვარელ არსებას მიიწვევს კაფეში ან რესტორანში და კარგი ღვინოს თანხლებით, ჩახედავს მას თვალებში, დაიჭერს მის პატარა ხელს და ეტყვის ყველაფერს, რასაც გრძნობს. ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის, დამალვა უფრო აუტანელია, ვიდრე თქმა, ამიტომ სურთ რაც შეიძლება სწრაფად თქვან თავიანთი გრძნობების შესახებ.

ტყუპები სიმპატიას გამოხატავენ რომელიმე ღონისძიებაზე მიწვევით, რომელიც მათ მოსწონთ. იქნება ეს ფეხბურთი, კონცერტი თუ ბუნებაში პიკნიკი. აქ ისინი თავიანთ რჩეულებს აგრძნობინებენ, რომ კარგად გრძნობენ თავს მათ გვერდით. თუმცა საჭიროების შემთხვევასი არც სიტყვებს დაიშურებენ. უნდა გაითვალისწინოთ, რომ ტყუპებს ცვალებადი ხასიათი აქვთ და გუშინ ნათქვამი "მიყვარხარ", შესაძლოა დღეს იმავეს არ ნიშნავდეს.

კირჩხიბი ერთ-ერთია ყველაზე მგრძნობიარე ზოდიაქოს ნიშნებს შორის. თუ მას შეუყვარდება, ჩუმად დაიტანჯება და სიტყვასაც არ იტყვის, რადგან ეშინია არ დასცინონ მის გრძნობებს.ის დაწერს ლექსებს, ბალადებს... მაგრამ თუ ბედი გაუღიმებს და საპასუხო რგძნობით დააჯილდოვებს, კირჩხიბი უფრო გაბედული გახდება. წაიყვანს სატრფოს მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ, აჩუქრბს ვარსკვლავებიან ცას, მსოფლიოს ყვავილებს და თავის გულს.

ლომი - ეს არის შუა საუკუნეების რაინდის იდეალი! ის არ გაჩუმდება, არამედ იმოქმედებს და დაიპყრობს! სასურველია რაც შეიძლება ბევრი მაყურებელი ჰყავდეს ამ გრანდიოზულ სანახაობას! როცა ლომი შეყვარებულია, სიყვარულის ობიექტს ანებივრებს ძვირფასი საჩუქრებით, კომპლიმენტებით და მოექცევა მას, როგორც ქალღმერთს, რათა აგრძნობინოს, რომ მასზე უკეთესი მამაკაცი მსოფლიოში არ არსებობს!
თქვენ უბრალოდ ვერ ეტყვით მას უარს, რადგან წინასწარვე შეყვარებული იყავით ამ ცეცხლოვან არსებაზე!

ქალწული ყველაზე მიწიერი ნიშანია, ამიტომ არ უნდა ველოდოთ მისგან სიურპრიზებს და ლექსებს. ის მოიქცევა როგორც თხის რქა და აჩუქებს საყვარელ ქალს ბეჭედს, ან პირდაპირ ცოლობას სთხოვს.

მიუხედავად იმისა, რომ სასწორი ძალიან რომანტიკული ნიშანია, ის ხშირად ვერ წყვეტს გააგრძელოს თუ არა რომანტიკული ურთიერთობა, მაგრამ თუ მაინც გადაწყვეტს, ის იქნება საუკეთესო შეყვარებული.

თუ მორიელს შეუვარდა, ის თავს არ დაზოგავს და გააკეთებს ყველაფერს, რათა დაიპყროს მსხვერპლის...კი არადა, შეყვარებულის გული. იქნება ეს საჩუქრები, ყვავილები, ტკბილეული, ყავა საწოლში თუ სერენადები და ლექსები. თუ ის შეყვარებული არაა, დიდი ალბათობით მაინც დაიპყრობს ქალების გულს, დიდი ძალისხმევის გარეშე, რადგან მას გააჩნია მიმზიდველობის უნარი.

მშვილდოსანისთვის სიყვარულის ახსნა, მარტივი და სასიამოვნოა... რა თქმა უნდა ეს იმ შემთხვევაში, თუ მას ვალდებულებები არ ეკისრება. თქვენ არ უნდა უთხრათ, რომ მოითხოვთ მისგან კუბოს ფიცრამდე სიყვარულს და ელოდებით ქორწინებას, თორემ თავის სიტყვებს მაშინვე უკან წაიღებს!

თხის რქა, საერთოდ რომანტიკოსი არ არის და თუ არის, არ გამოამჟღავნებს ამას. ამიტომაც ის არ იმღერებს სერენადებს ფანჯრების ქვეშ, არ დაწერს სამიჯნურო ლექსებს. თხის რქა საყვარელ ქალს დაპატიჟებს საუკეთესო რესტორანში და ბრილიანტის ბეჭედს აჩუქებს.

მერწყულისთვის საკმაოდ რთულია სიყვარულში გამოტყდომა. ის მიჩვეულია საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან მეგობრობას, ამიტომ შემდეგშიც ასე გააგრძელებს.. ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ მანდილოსანი თავისით მიხვდეს მერწყლის "გასაჭირს". ის ხომ გამუდმებით წითლდება და მისი თვალები წუთითაც არ შორდება თავის რჩეულს.

მგრძნობიარე თევზები ნამიოკებით მიახვედრებენ რჩეულს თავის გრძნობებს. თუ ის ვერ მიხვდება - მიწერენ წერილს, რადგან მათთვის ბევრად უფრო ადვილია გრძნობებზე წერა, ვიდრე ლაპარაკი.
სტატიის წყარო:cacao.ge