ზოდიაქოს თითოეული ნიშნის მომწიფების პერიოდი

ზოდიაქოს თითოეული ნიშნის მომწიფების პერიოდი
ზოდიაქოს თითოეული ნიშანი მომწიფების უნიკალურ გზას გადის. გაიგეთ, თუ რა გელით მომავალში, ან შეადარეთ თქვენს წარსულს და დარწმუნდით პროგნოზის სიზუსტეში!

ვერძი
დაბადებისთანავე, ამ ნიშნის წარმომადგენელს ერთ ხელში დინამიტი მისცეს, მეორეში - ასანთი, მაგრამ როგორ მუშაობს ეს - არავინ უთხრა. როგორც უკვე მიხვდით, ამ აფეთქებებისგან გარშემომყოფები იტანჯებიან, ასე რომ, ფრთხილად იყავით. რაღაც პერიოდის შემდეგ, ვერძი სწავლობს თავისი ენერგიის სწორი გზისკენ მიმართვას და შთააგონებს მასას წარმოუდგენელი საქციელის ჩადენისკენ.

კურო
კუროს ყმაწვილობა ხმაურიანად ჩაივლის უამრავი მეგობარითა და წვეულებებით. ასაკში, ეს ნიშანი მეტად მიზანდასახული ხდება, რაც საშუალებას აძლევს მას, დაიპყროს მწვერვალები. ამას ემატება ისიც, რომ კუროს საერთოდ არ აინტერესებს საზოგადოებრივი აზრი.

ტყუპები
ტყუპები -მოფარფატე ელფები და ფერიები არიან. მაგრამ თუკი ყმაწვილობაში უმწიკვლო არსებები არიან, შუა ასაკში ნამდვილი კარლსონები ხდებიან, რომლებსაც შეუძლიათ ნებისმიერი ფრეკენ ბოკის მწობრიდან გამოყვანა. რეზიუმეს სახით მოგახსენებთ, რომ ტყუპები პლანეტისთვის ნებისმიერ ასაკში საშიში არიან. სიყმაწვილეში - უმართავობის, შემდეგ კი - ეშმაკობის გამო.

კირჩხიბი

კირჩხიბს სიყრმეში უჭირს საკუთარი თავის პოვნა, რაც ეს შემდგომში თავდაუჯერებლობასა და დაბალ თვითშეფასებაში გამოიხატება. თანდათანობით, ნეგატიური შეგრძნებები ქრება, მაგრამ ამისთვის კირჩხიბს ახლობლების თანადგომა სჭირდება. რაც უფრო ადრე დატოვებს მშობლიურ სახლს, მით უფრო სწრაფად შეიძენს ის თავდაჯერებულობასა და დამოუკიდებლობას.

ლომი
ყველაზე პატარა ლომიც კი აღსავსეა ამბიციებით, რომელიც უამრავ ზრდასრულს ეყოფა, მაგრამ მას არ გააჩნია საკმარისი გამოცდილება გრანდიოზული გეგმების განსახორციელებლად. აი, ზრდასრულმა ლომმა კი მშვენივრად იცის, რა სურს და როგორ მიაღწიოს საწადელს. პატარა ლომის ყველა შეცდომა დაეხმარება მას მომავალში პუბლიკაზე და პუბლიკისთვის მუშაობაში, და მიიღოს მათგან სასურველი შედეგი.

ქალწული
ქალწული ბავშვობიდანვე მიდრეკილია სისუფთავისკენ ისე ძლიერ, რომ დაულაგებელი სახლისთვის შეიძლება მშობლებიც გაკიცხოს. დროის განმავლობაში, წესრიგის სიყვარული ფორმირდება ყველა ცოდნის გადანაწილებაში, რაც მის თავში დაგროვდა. და მაშინ დგება ”ყველა ამ ქაოტური ადამიანების” დაკვირვების მომენტი.

სასწორი
სიყმაწვილეში სასწორი დარწმუნებულია, რომ მან ყველაფერი სხვებზე უკეთ იცის, ეს კი უამრავ პრობლემას ქმნის. ასაკთან, ამ თავდაჯერებულობას მიზანდასახულობა ემატება, რაც თავისი ცოდნის მეტად ცივილური გამოვლენის საშუალებას აძლევს მას.

მორიელი
სიყმაწვილეში შხამის დიდი დოზა წამლავს არამხოლოდ გარშემომყოფებს, არამედ, თავად მორიელებს. არც კი ესმით, რა ხდება მათ თავს და გაუაზრებლად ხდებიან თავიანთი უკონტროლო ძალის მსხვერპლი. შესაძლოა სუიციდური მიდრეკილებებიც. მაგრამ თუკი ეს რთული პერიოდი გადალახეთ, მიმართეთ თქვენი ძალა კეთილ საქმეებზე.

მშვილდოსანი
მშვილდოსანი ყმაწვილობაში საკუთარი თავის ძიებით არის დაკავებული, რაც უცნაური იდეებით ვლინდება, მაგალითად, ჩინური დიალექტის შესწავლით, ან რაიმე სუბკულტურით დაინტერესებით. დროთა განმავლობაში სიტუაცია დიდად არ იცვლება, ინტერესები საყვარელი საქმიანობით შემოიფარგლება, უბრალოდ, უფრო ძვირად ღირებული ხდება.

თხის რქა
ბავშვობაში ეს გახლავთ ყველაზე ჯიუტი და მკაცრი ნიშანი როგორც გარშემომყოფების, ასევე საკუთარი თავის მიმართ. მათ ზედაპირულობა აღიზიანებთ, რადგან თავად მათი შინაგანი სამყარო ძალიან მდიდარია. თხის რქისთვის მთელი სამყარო ტრაგიზმით არის აღსავსე. დროთა განმავლობაში ტრაგიზმი ქრება და მის ადგილს რეალიზმი და ცივი გონება იკავებს.

მერწყული
მერწყული ბუნებით დაუდევარია, ერთი საქმიდან მეორეზე უაზროდ გადადის. რა თქმა უნდა, ეს გახლავთ ძალიან ნიჭიერი ნიშანი, მაგრამ ყმაწვილობაში მათ არ შეუძლიათ ერთ რამეზე კონცენტრირება და მათი სიტყვები ქმედებებს არ ემთხვევა. მაგრამ შემდეგ მოდის პასუხისმგებლობა, რომელიც ოჯახს უკავშირდება და მერწყული სანდო და სტაბილური ხდება.

თევზები
გამოუცდელი პატარა თევზები ხშირად იკარგებიან გარშემომყოფების გრძნობების უზარმაზარ ოკეანეში, ვერ პოულობენ თავს და ამიტომაც დინებას მიჰყვებიან. მაგრამ გადის დრო და პატარა თევზი ოკეანის ვეშაპად იქცევა, რომელმაც ზუსტად იცის, თუ რა სურს.