7 უბრალო პროდუქტი, რომელიც ახშობს ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებს.

7 უბრალო პროდუქტი, რომელიც ახშობს ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებს.
ანთება – ორგანიზმის რთული შეგუებითი სისხლძარღვოვან-ქსოვილოვანი რეაქცია დაავადების გამომწვევი აგენტის მიმართ. ეს პრობლემა თანამედროვე დროში საკმაოდ გავრცელებულია და ის შეიძლება იქცეს უამრავი დაავადების გამომწვევ მიზეზად: დაწყებული აკნედან, დამთავრებული ალცჰეიმერის დაავადებით და საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემებით.

ექსპერტების მოსაზრებით, ანთება რიგ შემთხვევებში შეიძლება სასარგებლოდ აისახოს ჩვენს ჯანმრთელობაზე. როგორ? როდესაც სხეული აღმოაჩენს ტრამვას ან რაიმე დაავადებას, ჩვენი იმუნური სისტება გზავნის T-უჯრედებს, სისხლის თეთრ უჯრედებსა და ლიმფურ სითხეს სხეულის დაზიანებულ ნაწილში.

ანთებითის ძირითადი ნიშნებია – ტემპერატურის მომატება და სისხლის შემადგენლობის ცვლილებები; ადგილობრივი ნიშნებია – სიწითლე, ტკივილი, ტემპარატურის მომატება, შეშუპება, ფუნქციის დარღვევა.

სხვადასხვა კვლევების მიხედვით დადგინდა, რომ არასწორი კვება ასევე იწვევს ანთებას, თუმცა ამ შემთხვევაში არა მწვავეს, არამედ ქრონიკულს, რომელიც ნებაყოფლობით არ ქრება.

დროთა განმავლობაში, ორგანოებისა და ქსოვილების ანთებითი პროცესების შედეგად ორგანიზმში გროვდება ჭარბი რაოდენობით ტოქსინები, რომლებიც ჩვენს შინაგან ორგანოებს ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო საკვები ნივთიერებების გარეშე ტოვებს. საბოლოო ჯამში საგრძნობლად ზიანდება ჩვენი მსხვილი ნაწლავი, გული, თირკმელები, კუჭქვეშა ჯირკვალი, სისხძლარღვები, კანი და ძვლები.

სწორედ ამიტომ, აუცილებელია კვების რაციონის გამდიდრება ისეთი პროდუქტებით, რომელთათვის ანთების საწინააღმდეგო თვისებებია დამახასიათებელი. ეს პროდუქტები ამცირებს ქრონიკულ ანთებას და ტვირთავს ორგანიზმს ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო საკვები ნივთიერებებით, მინრალებითა და ვიტამინებით.

ცხარე წიწაკა

კაპსაიცინი - ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ბუნებრივი ალტერნატივა, რომელიც ჭარბადაა კაიენის წიწაკაში. კაპსაიცინი ინჰიბირებს COX-2 ფერმენტს, რომელიც ართრიტისა და სხვა ანთებითი დაავადებების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზია.

ვაშლი და ხახვი

კვერცეტინი ჰისტამინის ბუნებრივი ინჰიბიტორია, რომელიც გვეხმარება ალერგიის დროს. ალერგია კი თავის მხრივ ანთებითი პროცესის გამომწვევ ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად ითვლება. დაიმახსოვრეთ, რომ კვერცეტინს ვაშლის კანი შეიცავს.

ანანასი

ეს ტროპიკული ხილი შეიცავს უამრავ ანთების საწინააღმდეგო ისეთ შენაერთს, როგორებიცა: ბრომელაინი და ფერმენტები, რომლებიც ახშობს ანთებას, ტკივილს და ამცირებს შეშუპებას.

მწვანე-ფოთლოვანი ბოსტნეული

ეს პროდუქტები მდიდარია ალფა-ლინოლისა და ომეგა-3-ის მჟავებით, რის გამოც აუცილებელია საკუთარი კვების რაციონის გამდიდრება მწვანე-ფოთლოვანი ბოსტნეულით.

სელის თესლი, კაკალი და გოგრის თესლი

ომეგა-3-ის ცხიმებით გამდიდრებული ეს პროდუქტები გვეხმარება ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი პროცესების ჩახშობაში.

თევზი

ორაგული, სკუმბრია და სარდინი მდიდარია ომეგა 3-ის ცხიმებით, რომელიც ამცირებს ორგანიზმში ანთების გამომწვევი ჰორმონის გამომუშავებას.

ზეთისხილი და ზეითუნის ზეთი

ზეთის ხილი ზეითუნის ზეთი გამდირებულია ოლეინის მჟავით, რომელიც თავის მხრივ შეიცავს ომეგა 9-ის ცხიმოვან მჟავებს. ეს ცხიმოვანი მჟვები ეხმარება ომეგა 3-ის ცხიმებს საკუთარი ფუნქციის გამართულად შესრულებაში.

თქვით უარი ან შამცირეთ ყოველდღიურად მიღბული შემდეგი პროდუქტების რაოდენობა:
  • ფუნთუშები;
  • თეთრი პური;
  • შემწვარი საჭმელი;
  • მარგანინი;
  • შაქარი;
  • მურაბები;
  • ხმელი ყველი;