ცხელი შოკოლადი ყავით - ასეთი რამ ჯერ არ გაგისინჯავთ

ცხელი შოკოლადი ყავით - ასეთი რამ ჯერ არ გაგისინჯავთ
ცხელი შოკოლადის მომზადების უამრავი რეცეპტი არსებობს. ეს ვარიანტი იმითაა გამორჩეული, რომ ყავით მზადდება. სწორედ ამიტომ შეგირჩიათ იგი FPAPARAZZI-მა.
საჭირო მასალა:
  • შავი შოკოლადი- 200 გ
  • რძე- 1/2 ლ
  • შაქარი- 100 გ
  • მაგარი ნალექიანი ყავა- 60 მლ

მომზადება:
  1. შოკოლადი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე.
  2. ნელ-ნელა შევურიოთ ახალმოდუღებული, გაწურული ყავა.
  3. რძე ავადუღოთ შაქართან ერთად, დავამატოთ შოკოლადი და თან გამუდმებით ვურიოთ.
  4. როცა ადუღდება, ჩავასხათ სასურველი ზომის ჭიქებში.

რჩევა
ცხელ შოკოლადს შეგვიძლია დაუმატოთ ცოტა წითელი წიწაკის ფხვნილიც, რათა სასმელს უფრო პიკანტური გემო მივანიჭოთ. გასაფორმებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ზეფირი ან ათქვეფილი ნაღები.