ტოპ 10 მეთოდი ზედმეტი ცხიმებისა დასაწვავად სპორტ-დარბაზში სიარულისა შიმშილობის გარეშე.

ტოპ 10 მეთოდი ზედმეტი ცხიმებისა დასაწვავად სპორტ-დარბაზში სიარულისა შიმშილობის გარეშე.
უამრავი ადამიანი, რომლის მიზანსაც წონის დაკლება წარმოადგენს, სპროტ-დარბაზში რეგულარულად სიარულს ვერ ახერხებს. უმეტეს შემთხვევაში ეს განპირობებულია მათი ჯანმთელობის მდგომარეობით ან ფინანსური პრობლემებით. ზოგი ადამიანი კი სპორტ-დარბაზში სიარულს სიზარმაცის გამო არიდებს თავს.

"Fpaparazzi"-ის რედაქცია გთავაზობთ 10 უმარტივეს მეთოდს, რომელიც ფიზიკური დატვირთვისა და შიმშილის გარეშე დაგეხმარებათ წონის სწრაფად და მარტივად დაკლებაში.

როგორ დავწვათ კალორიები

1. ველოსიპედით სეირნობა



ველოსიპედით სეირნობა გვაშორებს ცხიმებს ისეთი პრობლემური ზონებიდან, როგორებიცაა: მუცელი და წელი. გარდა ამისა, ველოსიპედს ტონუსში მოჰყავს სხეულის ქვედა ნაწილის კუნთები და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს.

2. ცეკვა



გულის მუშაობის გაუმჯობესება, წნევის ნორმალიზირება, ქოლესტერინის დონის შემცირება, ცხიმის წვა - შედეგები, რომლებიც მოჰყვება რეგულარულად ცეკვით დაკავებას.

გარდა იმისა, რომ ცეკვა გვეხმარება ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში, ეს აქტივობა გვიმაღლებს განწყობას და გვიმაგრებს სხეულის თითოეულ კუნთს.

3. ფეხით სეირნობა



30 წუთიანი სწრაფი ტემპით სეირნობის დროს იწვება დაახლოებით 150 კალორია. დღესდღეობით სულ უფრო და უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს ეგრედწოდებული სკანდინავიური სიარული, რომელიც სასარგებლოა როგორც ასაკოვანი ადამიანებისთვის, ასევე ორსულთათვის.

4. მებაღეობა



თუ თქვენ გაქვთ ნაკვეთი, აუცილებლად დაკავდით მებაღეობით. მცენარეების დანერგვისა და მოვლის დროს სხეულის თითოეული კუნთი შეუსვენებლად მუშაობს, რაც განაპირობებს ზედმეტი კალორიებისა და ცხიმის წვას.

5. ცურვა



სულაც არ არის აუცილებელი რეკორდების დამყარება! 30 წუთიანი ცურვა ჰმატებს ორგანიზმს გამძლეობას, მოჰყავს სხეულის თითოეული კუნთი ტონუსში, სტიმულირებს გულისა და სისხლძარღვების მუშაობას. განსაკუთრებით სასარგებლოა რეგულარულად ცურვით დაკავება იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ.

6. იოგა



იოგა - ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი არა მხოლოდ სხეულის, არამედ გონების მწყობრში მოსაყვანად.

7. სეირნობა შინაურ ცხოველთან ერთად



ნახეთ სარგებელი ყველაფრიდან! ყოველდღიურად ისეირნეთ თქვენს ოთხფეხა მეგობართან ერთად მინიმუმ 1 საათის განმავლობაში და ხანმოკლე დროში საკუთარი სხეულის ლამაზი ფორმებით იამაყებთ.

8. ლახტით ხტუნაობა



გასაოცარი მეთოდი წონის დასაკლებად! დღეში 10-15 წუთით ლახტით ხტუნაობის შედეგად თქვენ ხანმოკლე დროში მოიპოვებთ ბრტყელ მუცელსა და მკვრივ ბარძაყებს.

9. სახლის დალაგება



ყოველდღიური რუტინების შესრულებისას (სახლის დალაგება, დაუთოება, ჭურჭლის რეცხვა და ა.შ.) მაქსიმალურად ეცადეთ დაჭიმოთ მუცლის კუნთბი. ამ პატარა ხრიკის დახმარებით თქვენ შეძლებთ მუცლის პრესის ტონუსში მოყვანას და ჩამოწელილი, მოდუნებული კანის გადაჭიმვას.

10. ბადმინტონი



ყოველდღიურად სპორტული თამაშებით დაკავება სასარგებლოდ აისახება არა მხოლოდ ჩვენს ფიზიკურობაზე, არამედ განწყობაზეც.

იყავით ფიზიკურად აქტიურები და თქვენ სამუდამოდ დაივიწყებთ ზედმეტი წონის, ცუდი განწყობისა და წელის ტკვილის შესახებ. იზრუნეთ საკუთარ მეგობრებზეც და არ დაგავიწყდეთ ამ სტატიის მათთვის გაზიარება.