10 უმარტივესი, თუმცა ძალიან ეფექტური ვარჯიში ხელებზე მოდუნებული კანის გადასაჭიმად.

10 უმარტივესი, თუმცა ძალიან ეფექტური ვარჯიში ხელებზე მოდუნებული კანის გადასაჭიმად.
ხელებზე მოდუნებული კუნთების, დაგროვებული ცხიმოვანი ფენებისა და ჩამოწელილი კანის გამო ქალბატონების საკმაოდ დიდი ნაწილი გრძელსახელოებიან ტანსაცმელს ანიჭებს უპირატესობას. იცოდით, რომ არსებობს უმრატივესი მეთოდი, რომელიც მოგიყვანთ ხელის კუნთებს ტონუსში, დაგეხმარებათ ცხიმოვანი ფენების მოშორებაში და კანის გადაჭიმვაში? მიირთვით ყოველდღიურად საკმარისი რაოდენობით სუფთა წყალი და დაუთმეთ დღეში რამდენიმე წუთი ამ ვარჯიშებს, რომელთაც დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია შემოგთავაზებთ, რათა ხანმოკლე დროში შეძლოთ სასურველი შედეგის მოპოვება და სხეულის პრობლემური ზონის ღირსშესანიშნაობად გადაქცევა!

ვარჯიშები ხელების მოდუნებული კანისთვის

პირველი ვარჯიში
  • დაეყრდენით სკამს ხელებით ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.
  • ნელ-ნელა მოხარეთ ხელები და საჯდომით შეეხეთ იატაკს. თქვენ ხელებით უნდა შექმნათ 90 გრადუსიანი კუთხე.
  • დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას.
  • გაიმეორეთ ეს ვარჯიში 10-15 ჯერ შესვენების გარეშე.
  • თუ თქვენ დასაწყისისთვის ძალა არ გყოფნით, დაიწყეთ მინიმალურით და ნელ-ნელა, ეტაპობრივად გაზარდეთ ვარჯიშის ინტენსიურობა.



მეორე ვარჯიში

  • დადგით ფეხები მხრების სიგანეზე.
  • დაიკავეთ ჰანტელი ცალ ხელში და ამოწიეთ ის მხრის სიმაღლემდე.
  • შეიკავეთ თავი ამ მდგომარეობაში 5 წამით და დაუშვით ხელი.
  • შეასრულეთ 3 მისვლა 5 წუთიანი შესვენებებით. თითო მისვლაზე გაიმეორეთ ეს ვარჯიში 10-15 ჯერ თითოეული ხელისთვის.



მესამე ვარჯიში

  • დაწექით იატაკზე.
  • მოათავსეთ ხელები მხრების სიგანეზე.
  • დაეყრდენით იატაკს ფეხის თითებით.
  • წელი დაიჭირეთ აუცილებლად სწორად.
  • მოხარეთ ხელები ნელ-ნელა და მაშინ, როდესაც იატაკიდან სახემდე დაშორება 5 სანტიმეტრი იქნება, ნელ-ნელა დაუბრუნდით საწყის პოზიციას.
  • გაიმეორეთ ეს ვარჯიში 10-15 ჯერ.
  • თუ დასაწყისისთვის ამ ვარჯიშის შესრულება თქვენთვის დიდ სირთულესთანაა დაკავშირებული, ფეხის თითების ნაცვლად დაეყრდენით იატაკს მუხლებით.



მეოთხე ვარჯიში

  • დაიჭირეთ ჰანტელები ორივე ხელში.
  • ფეხები დადქით მხრების სიგანეზე.
  • მოიხარეთ წელში ისე, რომ შექმნათ 90 გრადუსიანი კუთხე (მეტი თვალსაჩინოებისთვის იხილეთ ფოტო).
  • გამოშლეთ ხელები უკან ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები და დაუბრუნდით საწყის მდომარეობას.
  • შეასრულეთ 3 მისვლა. თითო მისვლაზე გაიმეორეთ ეს ვარჯიში 8-10 ჯერ.



მეხუთე ვარჯიში

  • დაეყრდნეთ იატაკს იდაყვებითა და ფეხის თითებით.
  • საჯდომი და წელი აუცილებლად დაიჭირეთ სწორად, ერთ დონეზე.
  • შეწიეთ მუცელი მაქსიმალურად და შეიკავეთ თავი ამ მდგომარეობაში მინიმუმ 20 წამით.
  • შეასრულეთ 2 მისვლა.



მეექვსე ვარჯიში

  • დადგით ფეხები მხრების სიგანეზე.
  • დაიჭირეთ ერთი ჰანტელი ორივე ხელით თავს უკან (მეტი თვალსაჩინოებისთვის დააკვირდით ფოტოს).
  • მოხარეთ ხელები ნელ-ნელა და დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას.
  • შეასრულეთ 2-3 მისვლა. თითო მისვლაზე გაიმეორეთ ეს ვარჯიში 10-15 ჯერ.



მეშვიდე ვარჯიში

  • დადგით ფეხები მხრების სიგანეზე.
  • დაიჭირეთ ჰანტელი ცალ ხელში.
  • შეისუნთქეთ და უცბად ამოწიეთ ხელი იატაკის პარალელურად.
  • შეიკავეთ თავი რამდენიმე წამით და დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას.
  • შეასრულეთ 2 მისვლა. თითო მისვლაზე გაიმეორეთ ეს ვარჯიში 10-15 ჯერ თითოეული ხელისთვის.



მერვე ვარჯიში

  • დადგით ფეხები მხრების სიგანეზე.
  • წელი დაიჭირეთ სწორად.
  • მოიმაჯვეთ ჰანტელები ორივე ხელში.
  • ხელები დაიჭირეთ მხრების სიგანეზე.
  • აწიეთ ორივე ჰანტელი თავს ზემოთ, გაჩერდით რამდენიმე წამით და ჩამოუშვით ხელები მხრების სიმაღლემდე.
  • შეასრულეთ 3 მისვლა. თითო მისვლაზე გაიმეორეთ ეს ვარჯიში 10-15 ჯერ.



მეცხრე ვარჯიში

  • დადექით სწორად.
  • მოხარეთ ცალი ფეხი მუხლში და მოათავსეთ ის სკამზე.
  • მოიხარეთ წელში ისე, რომ შექმნათ 90 გრადუსიანი კუთხე (მეტი თვალსაჩინოებისთვის იხილეთ ფოტო).
  • დაიჭირეთ ჰანტელი ცალ ხელში და ამოწიეთ ის მკერდამდე ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.
  • გაიმეორეთ ეს ვარჯიში 10-15 ჯერ თითოეული ხელისთვის.



მეათე ვარჯიში

  • მოიმარჯვეთ ჰანტელები, დაწექით ზურგზე და მოხარეთ ფეხები მუხლებში.
  • აწიეთ ჰანტელები ზემოთ მკერდის პარალელურად (მეტი თვალსაჩინოებისთვის დააკვირდით ფოტოს).
  • მოხარეთ ხელები იდაყვებში და ნელ-ნელა დაუშვით ჰანტელები თავის მიმართულებით.
  • მას შემდეგ, რაც თავსა და ჰანტელებს შორის მანძილი 5 სანტიმეტრამდე შემცირდება, კვლავ გაშალეთ ხელები.
  • შეასრულეთ 2-3 მისვლა. თითოეულ მისვლაზე გაიმეორეთ ეს ვარჯიში 10-15 ჯერ.



შეასრულეთ ეს ვარჯიშები რეგულარულად და ხანმოკლე დროში თქვენი ხელები საოცრად ლამაზი გახდება. თქვენ სამუდამოდ დაივიწყებთ ხელებზე მოდუნებული, ჩამოწელილი კანის შესახებ, რომელიც თითოეულ ქალბატონს უდიდეს დისკომფორტს უქმნის და მათ თვითსებასებას საგრძნობლად ადაბელბს.

არ დაგავიწყდეთ ამ ვარჯიშების დაქალებისთვის გაზიარება!