მამაკაცმა მთელი ოჯახის პრობლემა დისკზე თაფლის წასმით გადაჭრა. აი ეს მესმის ხრიკი...
მართალია, ზაფხული წელიწადის უმშვენიერესი სეზონია, თუმცა მას თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს: წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით მწერები მოსვენების საშუალებას არ გვაძლევენ.
დღევანდელ სტატიაში FPAPARAZZI-ს რედაქცია გთავაზობთ 6 მოქმედ, საოცრად ეფექტურ საშუალებას, რომლის დახმარებითაც თქვენს სახლში კოღოები, ბუზები და სხვა მწერები ვერ გაიხარებენ.
ხაფანგი მწერებისთვის
6 უმარტივესი საშუალება მოცემული პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლველად
ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!
დღევანდელ სტატიაში FPAPARAZZI-ს რედაქცია გთავაზობთ 6 მოქმედ, საოცრად ეფექტურ საშუალებას, რომლის დახმარებითაც თქვენს სახლში კოღოები, ბუზები და სხვა მწერები ვერ გაიხარებენ.
ხაფანგი მწერებისთვის
6 უმარტივესი საშუალება მოცემული პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლველად
- მიხაკი და ლიმონი
გაჭერით რამდენიმე ლიმონი შუაზე და ჩაარჭეთ მასში მიხაკის ჩხირები. განათავსეთ შუაზე გაჭრილი ლიმონები სახლის კუთხეებში. ხანმოკლე დროში თქვენ მწერების პრობლემა საერთოდ აღარ შეგაწუხებთ. - ქოქოსის ზეთი
მწერების თავიდან მოშორებაში ქოქოსის ზეთი დაგეხმარებათ. საშუალო ზომის ჭურჭელში მოათავსეთი 1,5 ჭიქა ქოქოსის ზეთი და ჩაამატეთ 30 წვეთი ლავანდის ეთერზეთი. კარგად გადაურიეთ. მოათავსეთ ქილა ოთახში და ხანმოკლე დროში მწერები აღარ შეგაწუხებენ. - პიტნა და ვანილი
არც თუ ისე ღრმა ქილაში მოათავსეთ ბამბის 2 დისკი, დაასხით 4 სუფრის კოვზი ვანილის ექსტრაქტი და დააფინეთ ზემოდან პიტნის რამდენიმე ახალი ფოთოლი. ქილას თავზე შემოახვიეთ მარლა და მოათავსეთ ის ოთახის ცენტრში. მწერები რამდენიმე მეტრის რადიუსზე ვერ მოგეკარებიან. - არაყი და ლავანდის ეთერზეთი
მწერებს ქიმიური ნივთიერებებით გაჯერებული აეროზოლებით ებრძვით? ასე თქვენ უდიდეს ზიანს აყენებთ საკუთარ და თქვენი შვილების ჯანმრთელობას. თუ გსურთ, გაანადგუროთ თქვენს სახლში ბინადარი მწერები, თანაც არ დაიზიანოთ საკუთარი ჯანმრთელობა, მოამზადეთ შემდეგი საშუალება: თანაბარი რაოდენობით ვაშლის ძმრისა და არყის ნარევში ჩაამატეთ 45 წვეთი ლავანდის ეთერზეთი. მიღებული ნარევი გადაიტანეთ სპრეი-ბოთლში და კარგად შეანჯღრიეთ. ყოველთვის, როდესაც მწერების მოჭარბება შეგაწუხებთ, გააპკურეთ ეს საშუალება ჰაერში. - ბალახები
მარლისგან შეკერეთ პატარა ზომის ტომრები. აავსეთ ისინი გამომშრალი პიტნით, მიხაკითა და ევკალიპტით. განათავსეთ ისინი სახლის კუთხეებში. მწერები რამდენიმე მეტრის რადიუსზე ვერ მოგეკარებიან. - ძველი დისკი
ეს საოცრად მარტივი და ეფექტური მეთოდია, რომლის დახმარებითაც თქვენს სახლს მწერები ახლოსაც ვერ მიეკარებიან. ძველი კომპაქტ-დისკები ჩამოკიდეთ თქვენს სახლთან ახლოს მდებარე ხეებზე და დაივიწყეთ მწერების არსებობის შესახებ.
გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ მარტივი ხაფანგის დამზადებაც: ძველ კომპაქტ-დისკს წაუსვით თაფლი სქელ ფენად და ჩამოკიდეთ ხეზე. ასე თქვენ ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრით მწერების პრობლემას.
ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!