როგორ გავიწმინდოთ ღვიძლი, დავიკლოთ წონა და აღვიდგინოთ უჯრედები 72 საათში?

როგორ გავიწმინდოთ ღვიძლი, დავიკლოთ წონა და აღვიდგინოთ უჯრედები 72 საათში?
ცხოვრების თანამედროვე სტილისა და არასწორი კვების შედეგად ჩვენი ღვიძლი ყოველდღიურად წარმოუდგენლად დიდ დატვირთვას განიცდის და საგრძნობლად ზიანდება. ამ უმნიშვნელოვანესი ორგანოს ფუნქციონირების დარღვევამ შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უამრავ სერიოზულ პრობლემამდე მიგვიყვანოს.

ჩვენ ვიცით, თუ როგორ უნდა გაიწმინდოთ ღვიძლი ხანმოკლე დროში და მოიყვანოთ მთელი ორგანიზმი მწყობრში. სულ რაღაც ორიოდე დღეში თქვენ დაივიწყებთ საჭმლის მონელებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, აიმაღლებთ ორგანიზმის საერთო ენერგიას, დააჩქარებთ ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და მოიშორებთ ზედმეტ კილოგრამებს. გარდა ყოველივე ამისა, საშუალება, რომელსაც დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ, წარმოუდგნელად ეფექტურია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პროფილაქტიკისთვის.

როგორ გავიწმინდოთ ღვიძლი სახლის პირობებში

გთავაზობთ ქიშმიშის ნახარშის მომზადებას, რომელიც ააქტიურებს ბიოქიმიურ პროცესებს ორგანიზმში და წმენდს სისხლსა და ღვიძლს ტოქსინებისგან. ყოველივე ეს სასარგებლოდ აისახება ჩვენს ზოგად ჯანმრთელობაზე.

მიაქციეთ ყურადღება ქიშმიშის ფერს შეძენის დროს. მუქი ფერი ნიშნავს, რომ პროდუქტი 100%-ით ნატურალურია. გარდა ამისა, გაითვალისწინეთ, რომ ნატურალური ქიშმიში არც ძალიან მაგარი და არც ძალიან რბილია. თუ ეს პროდუქტი ზედმეტად ღია ფერისაა, იცოდეთ, რომ ის სხვადასხვა ხსნარებითაა დამუშავებული.

ქიშმიშის ნახარში

ინგრედიენტები:
  • 2 ჭიქა წყალი;
  • 150 გრამი ქიშმიში.

მომზადება:

  1. კარგად გარეცხეთ ქიშმიში.
  2. მიიყვანეთ წყალი დუღილამდე და ჩაყარეთ მასში მოცემული რაოდენობით კარგად გარეცხილი ქიშმიში.
  3. ადუღეთ ის 20 წუთის განმავლობაში და შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან.
  4. დააყოვნეთ მთელი ღამით.
  5. დილით გაფილტრეთ ნარევი და ოდნავ შეათბეთ.

ნახარში მზად არის მისაღებად! მიირთვით ის დილით, მშიერ კუჭზე. ნახევარი საათის შემდეგ ისაუზმეთ ჩვეულებისამებრ. იმისათვის, რომ მიიღოთ 100%-იანი შედეგი, რეკომენდირებულია კვების რაციონში ღვიძლის გამწმენდი პროდუქტების ჩამატება. ესენია: ჭარხალი, სტაფილო, ვაშლი, კომბოსტო, ისპანახი, შავი ქლიავი, ტოპინამბური და ა.შ. გარდა ამისა, რეკომენდირებულია ხორცზე და რძის პროდუქტებზე უარის თქმა.

მიირთვით ეს ნახარში თვის განმავლობაში მინიმუმ 4-ჯერ. გისურვებთ ჯანმრთელობას!