ესპანური სანგრია - სასმელი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯოთ
FPAPARAZZI-ი გირჩევთ ზაფხულის ცხელ ამინდს ესპანური გამაგრილებელი სასმელით ებრძოლოთ. ძალიან გემრიელია და თან მარტივად მზადდება.
სანგრია ძალიან პოპულარული ესპანური ღვინოა.
საჭირო მასალა:
მომზადება:
ფორთხოალი და ლიმონი კანიანად დაჭერით, ჩაყარეთ ქვაბში და კოვზით დაჭყლით, რომ წვენი გამოუშვას, დაუმატეთ შაქარი, დაჭრილი ხილი და კენკრა (მარწყვი, ჟოლო და მაყვალი შეგიძლიათ მთლიანად ჩაამატოთ), დაუმატეთ დარიჩინი, ღვინო და სურვილის შემთხვევაში უფრო ძლიერი ალკოჰოლური სასმელი. კარგად მოურიეთ, სანამ შაქარი ბოლომდე არ გადნება. შემდეგ შედგით მაცივარში 1-2 საათით. დალევამდე დაუმატეთ რამდენიმე კუბი ყინული და მორთეთ ხილით.
გემრიელად მიირთვით.

- 1 ბოთლი წითელი ღვინო
- 1-2 ფორთოხალი, ლიმონი და ნებისმიერი ხილი ან კენკრა
- შაქარი გემოვნებით
- 1-2 ჩხირი დარიჩინი
- 30-50 გ ბრენდი ან კონიაკი თუკი გსურთ, რომ სასმელი ძლიერი გამოვიდეს.