ვაშლის სიდრი - მსუბუქი ღვინო

ვაშლის სიდრი - მსუბუქი ღვინო
fpaparazzi ესპანური მცირეალკოჰოლიანი სასმლის რეცეპტს გთავაზობთ... ძალიან უხდება შემოდგომას!

საჭირო მასალა:
  • ვაშლი 8 კგ
  • შაქარი 2 კგ
  • წყალი, მდუღარე 10 ლ
  • ლიმონი


მომზადების წესი:
  1. ვაშლი გაფცქვენით, დაჭერით, მოაყარეთ შაქარი და დაასხით წყალი.
  2. დაუმატეთ ლიმონის ცედრა, გადააფარეთ მარლა და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 1 კვირა.
  3. რაც უფრო გრილ ადგილას იქნება სასმელი, მით მეტხანს გაგრძელდება დუღილის პროცესი.
  4. დადუღების შემდეგ სასმელი გაწურეთ, ჩამოასხით ბოთლში და მაცივარში შეინახეთ.


გემრიელად მიირთვით!