თეთრი სანგრია კენკრით
fpaparazzi გთავაზობთ ესპანეთში წაუსვლელად მოხვდეთ ამ ულამაზეს მხარეში მათი ტრადიციული სასმლის დაგემოვნებით.
ინგრედიენტები:
მომზადება:
ამოაჭერით ვაშლს გული, გამოაცალეთ ატამს კურკა. კარგად გარეცხეთ ჯაგრისით ლაიმი და ლიმონი. დაჭერით ხილი თხელ ნაჭრებად, მოაყარეთ შაქარი და გააჩერეთ 20 წუთი.
გადაიტანეთ ხილი თავისივე წვნიანად დიდ გრაფინში. დაასხით კალვადოსი და ღვინო. გააჩერეთ სანგრია ოთახის ტემპერატურაზე არანაკლებ 2 საათისა.
ჩაყარეთ კენკრა და ყინული. გაანაწილეთ სანგრიადან ხილი ბოკლებში და თითოეული შეავსეთ გაზიანი წყლით.
ინგრედიენტები:
- გაზიანი მინერალური წყალი
- 1 ბოთლი (750 მლ) მშრალი თეთრი ღვინო
- 150 მლ კალვადოსი ან კონიაკი
- 400-500 გ მარწყვისა და ჟოლოს მიქსი
- 3 მწვანე ვაშლი
- 2 ატამი
- 1 ლაიმი
- 1 ლიმონი
- 3 ს/კ ყავისფერი წმინდა შაქარი
- ყინული