წვეტიანი ფეხსაცმელი და შუასაუკუნეების სიმდიდრის სხვა უცნაური სიმბოლოები

წვეტიანი ფეხსაცმელი და შუასაუკუნეების სიმდიდრის სხვა უცნაური სიმბოლოები
ადამიანს ყველა დროს სურდა თავისი სოციალური უპირატესობის წარმოჩენა. და თუ ეს დღეს ბრენდული ტანსაცმელი, ძვირად ღირებული აქსესუარები, მანქანები და იახტებია, შუასაუკუნეებში მიზანი იგივე იყო, უბრალოდ ატრიბუტიკა იცვლებოდა. დღეს FPAPARAZZI წარმოგიდგენთ ნივთებს, რომლებიც თანამდეროვე ადამიანს სასაცილოდ მოეჩვენება, ადრე კი ისინი მისი მფლობელის სტატუსზე მეტყველებდნენ.

ანანასი

17-18 საუკუნეებში ექზოტიკური ხილი იშვიათობას წარმოადგენდა, ამიტომაც ძალზედ ძვირი ღირდა. ყველაზე უჩვეულოდ ანანასი მიიჩნეოდა. მას არც კი მიირთმევდნენ, უბრალოდ სხვების დასანახად ჰქონდათ. სუფრებისთვის მას ქირაობდნენ კიდევაც.

ჭადრაკი


მაღალი სტატუსის კიდევ ერთი მაჩვენებელი - ჭადრაკი გახლდათ. ეს თამაში დიდ დროს მოითხოვდა. ვინაიდან, მოსახლეობის უმეტესობა დღე და ღამე მუშაობდა, ჭადრაკის პარტიის თამაში მხოლოდ მათ შეეძლოთ, ვისაც სიმდიდრე უკვე მოხვეჭილი ჰქონდა და არსად ეჩქარებოდა.

ქოხი ბრძენი განდეგილისთვის



მაღალი სტატუსის და ინტელექტის მაჩვენებელი იყო განდეგილის ქოხიც, რომელსაც სასახლის მახლობლად აშენებდნენ. ამგვარად, მეპატრონე თავისი ინტელექტის დემონსტრირებას ახდენდა, თითქოსდა ის ბრძენ კაცთან დიდი დროს ატარებდა ზოგადსაკაცობრიო თემებზე სასაუბროდ.

წვეტიანი ფეხსაცმელი


ფრანგი მეფის, ფილიპ IV მმართველობის პერიოდში არისტოკრატებში მოდაში პულენის - წვეტიანი ფეხსაცმლის ტარება იყო. ამგვარად, დიდგვაროვნები ახდენდნენ იმის დემონსტრირებას, რომ ფიზიკური შრომა არ უწევთ. არსებობს ვერსია, თითქოს მამაკაცები ამ ფეხსაცმელს ინტიმური თამაშებისთვის იყენებდნენ. სუფრასთან, მაგიდის ქვეშ ფეხსაცმლით ქალს სწვდებოდნენ და ექსტაზამდე მიჰყავდათ.

შაქარი


შაქარი ერთ დროს სიმდიდრის სიმბოლოდ ითვლებოდა. დიდგვაროვნები ხშირად უკვეთავდნენ ტკბილ ქანდაკებებს, რითაც სიმდიდრის დემონსტრირებას ახდენდნენ.