ბანანის ცხელი და არომატული დესერტი

ბანანის ცხელი და არომატული დესერტი
Fpaparazzi-ს რედაქცია გთავაზობთ ძალიან გემრიელი და უცხო სასმელის რეცეპტს. სცადეთ - არომატულია და თან სასარგებლო.
საჭირო მასალა:
  • რძე 500მგ
  • ბანანი 2ცალი
  • დარიჩინი 1 ჩხირი
  • მუსკატის კაკალი გემოვნებით
  • კაკაო 1ჩ/კ

მომზადება:
რძე აადუღეთ. დაუმატეთ დარიჩინის გახეხილი ჩხირი და მუსკატის კაკალი.
ბანანი დააბლენდერეთ ან ჩანგლით კარგად დაჭყლიტეთ. როდესაც რძე კარგად გაცივდება, დაასხით ბანანის პიურეს, დააბრუნეთ ცეცხლზე და გამუდმებით ურიეთ. მიიყვანეთ ადუღებამდე, ჩაასხით ჭიქებში და ზემოდან მოაყარეთ კაკაო ან გახეხილი შოკოლადი.
გემრიელად მიირთვით.