4 მეთოდი, რომელიც თავიდან აგარიდებთ ბარძაყების გამოწვას ზაფხულში
ზაფხული - შვებულებების უმშვენიერესი სეზონი, რომელიც ზღვასთან, მზესთან, პლიაჟთან და გართობასთან ასოცირდება, თუმცა მთელი მხიარულება შეიძლება გააფუჭოს ერთმა უსიამოვნო მოვლენამ: აუტანელი წვის განცდა შიდა ბარძაყების კანზე.
ზაფხულში ჩვენ ხშირად ვოფლიანობთ, სიარულის დროს ფეხების კანი ერთმანეთს ეხახუნება, რის შედეგადაც თავს იჩენს შეწითლება, რიგ შემთხვევებში ჭრილობაც კი. ამ პრობლემისგან განსაკუთრებით ''მსუყე'' ფიგურის მქონე ქალბატონები და მამაკაცები იტანჯებიან. თუ თქვენ ამ პრობლემას ერთხელ მაინც შეუწუხებიხართ, მაშინ გეცოდინებათ, თუ რამდენად დიდ დისკომფორტთანაა დაკავშირებული ის.
იმისთვის, რომ თავიდან აირიდოთ ეს უსიამოვნო მოვლენა, საკმარისია მიმართოთ ამ 4 მეთოდიდან ერთ-ერთს, რომელსაც დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია შემოგთავაზებთ.
1. მყარი დეოდორანტი შეგიძლიათ გამოიყენოთ არა მხოლოდ იღლიებისთვის. წაისვით მცირეოდენი ეს საშუალება ფეხებს შორის არსებულ პრობლემურ კანზე და თქვენ დამწვრობა, რომელიც ხახუნითაა გამოწვეული, აღარასდროს შეგაწუხებთ.
2. საბავშვო პუდრი არაჩვეულებრივი საშუალებაა ამ პრობლემის თავიდან ასარიდებლად. გამოიყენეთ ის მხოლოდ სუფთა და მშრალ კანზე.
3. ქოქსის ზეთი არაჩვეულებრივად შეიწოვება კანში და არ ტოვებს ცხიმის კვლას. ის ძალზედ ეფექტური საშუალებაა გაღიზიანების მოსახსნელად და ჭრილობების მოსაშუშებლად.
4. ხშირად ბარძაყების გამოწვას ადგილი აქვს ვარჯიშის დროს. იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ ეს მოვლენა, საჭიროა სპროტული ტანსაცმლის სწორად შერჩევა. შორტი, რომლითაც ვარჯიშობთ, არ უნდა იყოს ზედმეტად მოკლე და უნდა ფლობდეს შეკუმშვის ეფექტს, რათა თავიდან აგარიდოთ ბარძაყების ერთმანეთზე ხახუნი.
ჭარბოფლიანობას დიდი სიფრთხილით უნდა მოერიდოთ, რადგან კანის გაღიზიანებასთან ერთად ამ მოვლენამ შეიძლება სოკოვან ინფექციებამდე მიგვიყვანოს, რასაც არავის გისურვებთ...
იზრუნეთ საკუთარ მეგობრებზე და გაუზიარეთ მათ ეს სტატია!