გაიქრეთ ნაიარები და სტრიები სულ რაღაც 2 თვეში ამ უმარტივესი საშუალების დახმარებით!

გაიქრეთ ნაიარები და სტრიები სულ რაღაც 2 თვეში ამ უმარტივესი საშუალების დახმარებით!
ხშირად მოგისმენიათ, რომ ნაიარები მამაკაცს ამშვენებს? გარკვეულწილად, ეს მართლაც ასეა, თუმცა, სამწუხაროდ, ეს პრობლემა მხოლოდ ძლიერი სქესის წარმომადგენლებს არ აწუხებთ... კანის სხვადასხვა დაავადებების შედეგად ქალბატონების საკმაოდ დიდ ნაწილს სახეზე ნაწიბურები და ნაიარები უჩნდება, რაც მათ თვითშეფასებას საგრძნობლად ადაბლებს.

სწორედ ამიტომ, ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ ნატურალური საშუალების მომზადების რეცეპტს, რომელიც გაგიქრობთ ძველ ნაიარებსაც კი და დაგეხმარებათ სტრიების მოშორებაში.


მალამო ნაიარებისა და ნაწიბურების წინააღმდეგ

ინგრედიენტები:
  • ნესვის თესლი;
  • კვერცხის ნაჭუჭი;
  • ზეითუნის ან ნუშის ზეთი;

მომზადება:

1. მოათავსეთ ბლენდერში თანაბარი რაოდენობით გამომშრალი, გასუფთავებული ნესვის თესლი და კვერცხის ნაჭუჭი. ურიეთ 2-3 წუთის განმავლობაში. მიღებული მასა კიდევ ერთხელ გაატარეთ ყავის საფქვავში, რათა მიიღოთ ფხვნილი.

2. მიღებულ ფხვნილისებრ ნარევში ჩაამატეთ იმ რაოდენობით მცენარეული ზეთი, რომ მიიღოთ სქელი ფაფის კონსისტენცია.

მიღებული მალამო წაისვით ნაიარებზე და ნაწიბურებზე დღეში 2-ჯერ. აუცილებელია ზემოდან პლასტირის ან დოლბანდის დაფენა. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველდღიურად 1 თვის განმავლობაში და მიღებული შედეგით სასიამოვნოდ გაოცებული იქნებით!

არ დაგავიწყდეთ ამ ინფორმაციის მეგობრებისთვის გაზიარება, ისინი მადლიერები დარჩებიან!