ვარდისფერი როდიოლას ნაყენი დაგიბრუნებთ სიცოცხლის ხალისს, მოგიწესრიგებთ სექსუალურ ცხოვრებას

ვარდისფერი  როდიოლას ნაყენი დაგიბრუნებთ  სიცოცხლის  ხალისს, მოგიწესრიგებთ  სექსუალურ  ცხოვრებას
პოტენციის დაქვეითება დღესაც საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა მამაკაცებში. საქმეს ართულებს ისიც, რომ ბევრი აგვიანებს ექიმთან მისვლას სირცხვილისა თუ რიდის გამო. საქართველოში კი ეს პრობლემა ბევრად უფრო აქტუალურია სხვა ქვეყნებთან შედარებით, რადგან ჩვენში მიღებული არ არის სქესობრივი ცხოვრების მოსაწესრიგებლად ექიმთან მისვლა, თუმცა თანამედროვე მედიცინას მრავალი საშუალება აქვს ერექციული დისფუნქციის აღმოსაფხვრელად. მამაკაცის სქესობრივი პოტენციის დაქვეითებას უამრავი ფაქტორი იწვევს: არარეგულარული სქესობრივი ცხოვრება, წარუმატებლობის მოლოდინი, კონფლიქტური სიტუაცია ოჯახში და ოჯახის გარეთ, მორიდება, სტრესი, გადაღლა. Fpaparazzi-ის რედაქცია გთავაზობთ ხალხურ რეცეპტს ვარდისფერი როდიოლას გამოყენებით, რომელიც დაგუბრუნებთ სიცოცხლის ხალისს, შეგმატებთ ძალას, მოგიხსნით დეპრესიას, მოგიწესრიგებთ სექსუალურ ცხოვრებას.


მომზადება და გამოყენების წესი:
  1. 300 გრამ როდიოლას დავასხათ 300 გრამი 40% სპირტი და 2 კვირის განმავლობაში დავდგათ ბნელ ადგილზე.
  2. მერე ნაყენი გადავწუროთ და მცირე რაოდენობით წყალში გახსნილი 10-10 წვეთი 3 ჯერ დღეში ჭამამდე 15 დღის განმავლობაში ვსვათ.
  3. შემდეგ დოზა შეგიძლიათ გაზარდოთ 25-30 წვეთამდე და სვათ თვენახევარი მაინც. ასე რომ მკურნალობის კურსი 2 თვე გამოვა.


ექიმის კომენტარი: როდიოლა ალთაიში ცნობილია როგორც ადამიანის გამძლეობისა და შრომისუნარიანობის ასამაღლებელი საშუალება. ამ მცენარეს იყენებენ მრავალი დაავადების დროს. როდიოლას პრეპარატებს მასტიმულირებელი და მატონიზებელი თვისებები დამტკიცებულია ცხოველების ექსპერიმენტებით და კლინიკაში დაკვირვებით. მცენარე ეფექტიანია გადაღლილობის, ამენორეის, იმპოტენციის, ნევროზების, ვეგეტო-სისხლძარღოვანი დისტონიის, ჰიპოტონიის, აგრეთვე მძიმე ინფექციური დაავადების გადატანის შემდგომ პერიოდში. როდიოლას ექსტრაქტის უკუჩვენებაა ნერვიული აგზნებადობის მკვეთრად გამოხატული სიმპტომები და თავის ტვინის ქერქის უჯრედების გამოფიტვა, ცხელება, ჰიპერტონიული კრიზები.
სტატიის ავტორი: თეა მესხი
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი "კარაბადინი"