ყავის 6 რეცეპტი, რომელთა დასაგემოვნებლადაც გაღვიძება არ დაგეზარებათ
არომატულ, ახალმოხარშულ ყავას შეუძლია სიმხნევე შეგმატოთ მთელი დღის მანძილზე, გაგათბოთ ცივ ამინდში და აგიმაღლოთ გუნება-განწყობილება. საუზმე და არა მარტო ის უფრო სასიამოვნო და გემრიელი ხდება, თუკი მათ ამ სასმელით შევავსებთ.
თუკი თქვენ უკვე მოგწყინდათ ესპრესო და კაპუჩინო ჩვენ გთავაზობთ 6 რეცეპტს, უგემრიელესი ყავის მოსამზადებლად.
1. ყავა "ოფლამერონი" 1901 წლის რეცეპტი
ინგრედიენტები 1 პორციისთვის:
მომზადების წესი:
გახსენით ვანილი წყლის მცირე რაოდენობაში. ჩაასხით მადუღარაში წყალი. ჩაის კოვზი ჩააწეთ ვანილის ნაზავში ამავე კოვზით აიღეთ ყავა.
ჩაყარეთ ყავა მადუღარში და ხარშეთ საშუალო ცეცხლზე. როგორც კი ქაფი წარმოიქმნება, ყავას დაუმატეთ შამპანიური. გააჩერეთ მადუღარა ცეცხლზე მანამ, სანამ მყარი ქაფი არ გაჩნდება, ამის შემდეგ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ყავა მზად არის. მიირთვით სასმელი პატარა ფინჯნებით.
2. «ჯადოსნური ყავა»
ინგრედიენტები 1 პორციაზე:
მომზადების წესი:
მოხარშეთ ყავა, ხარშვის პროცესში დაუმატეთ დარიჩინი და მუსკატის კაკალი. შედედებული რძე და კაკაო კარგად გადაურიეთ ერთმანეთში. ფინჯანში ჩაასხით ნახევარი პორცია მოხარშული ყავა, დაუმატეთ მას კაკოსგან მიღებული ნაზავი და მოურიეთ. დაუმატეთ დაამატეთ დაარჩენილი ყავაც. მოაყარეთ ზემოდან ნუში და მზად არის.
3. ყავა დასავლურად, შოკოლადით
ინგრედიენტები 1 პორციაზე:
მომზადების წესი:
მაქსიმალურად დააქუცმაცეთ შოკოლადი. დაჭერით ლიმონი წრეებად. მადუღარაში ჩაყარეთ ყავა და შაქარი, გადაურიეთ და დაასხით ადუღებული წყალი. დაუმატეთ მარილი და წამოადუღეთ. ჩაასხით ჩაის კოვზით წყალი და გადაანაწილეთ ყავა ფინჯნებში. დაუმატეთ რამოდენიმე ჩაის კოვზი ნაყინი. მოაყარეთ ზევიდან გახეხილი შოკოლადი და მიიტანეთ სუფრაზე ლიმონთან ერთად.
4. ყავა "დონ ჟუანი"
ინგრედიენტები 1 პორციაზე:
მომზადების წესი:
ჩაასხით ბოკალში რომი და დაიცადეთ. ატრიალეთ ბოკალი ცხელი სითხით რამოდენიმე წამის განმავლობაში. ჩაუმატეთ ლიქიორი, შემდეგ კი ცხელი ყავა. ფრთხილად ჩაის კოვზით დაუმატეთ ნაღები ისე, რომ ის ზედაპირზე დარჩეს. მოაყარეთ ზევიდან გახეხილი შოკოლადი და მაშინთვე მიითანეთ სუფრაზე.
5. ყავა შვეიცარიულად, ყინულით
ინგრედიენტები 1 პორციაზე:
მომზადების წესი:
წინასწარ მოხარშული ყავა გაფილტრეთ და დატოვეთ გასაცივებლად. საშუალო ზომის ქვაბი ნახევრამდე გაავსეთ წყლით და მოათავსეთ ცეცხლზე. დაამტვრიეთ შოკოლადი. როგორც კი ქვაბში წყალი წამოდუღდება, მოათავსეთ მასზე შოკოლადიანი თასი. წყლის აბაზანით გამდნარი შოკოლადი მოხსენით ცეცხლიდან. შეურიეთ დაფქული დარიჩინი, ცხელი შოკოლადი და ყავა, შემდეგ კი ადროვეთ ოდნავ გაცივება. ათქვიფეთ ნაღები. მსხვილკედლიან ბოკალში ჩაყარეთ რამოდენიმე ყინული, დაასხით შოკოლადიანი ყავა და მორთეთ ზევიდან ათქვეფილი ნაღებით, შემოდან მოაყარეთ დაფქული დარიჩინი და მიიტანეთ სუფრაზე.
6.შვედური ყავა
ინგრედიენტები 1 პორციაზე:
მომზადების წესი:
მოხარშეთ ყავა, ჩაასხით ფინჯნებში და დაელოდეთ ოდნავ შეცივებას. დაუმატეთ ერთად ათქვეფილი შაქარი, რომი და კვერცხის გული. ნაღები დაუმატეთ ცალკე გემოვნების მიხედვით.
შესაძლოა თქვენც იცით რაიმე განსაკუთრებულად გემრიელი ყავის რეცეპტი. გთხოვთ მოგვწერეთ ისინი კომენტარებში, ჩვენი მკითხველი ამას აუცილებლად დააფასებს.

- 1 ჩ/კ ყავა (მწარე სორტის, წვრილად დაფქული)
- 1 ს/კ ნახევრად მშრალი შამპანიური
- 100მლ (ნახევარი ჭიქა) წყალი
- ერთი მწიკვი ვანილი
მომზადების წესი:
გახსენით ვანილი წყლის მცირე რაოდენობაში. ჩაასხით მადუღარაში წყალი. ჩაის კოვზი ჩააწეთ ვანილის ნაზავში ამავე კოვზით აიღეთ ყავა.
ჩაყარეთ ყავა მადუღარში და ხარშეთ საშუალო ცეცხლზე. როგორც კი ქაფი წარმოიქმნება, ყავას დაუმატეთ შამპანიური. გააჩერეთ მადუღარა ცეცხლზე მანამ, სანამ მყარი ქაფი არ გაჩნდება, ამის შემდეგ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ყავა მზად არის. მიირთვით სასმელი პატარა ფინჯნებით.
2. «ჯადოსნური ყავა»
ინგრედიენტები 1 პორციაზე:
- 1 ფინჯარნი მოხარშული ყავა
- 1 ჩ/კ დარიჩინი
- ½ ჩ/კ მუსკატის კაკალი
- 2 ჩ/კ შედედებული რძე (ზგუშონი)
- 1 ჩ/კ კაკაო
- 1 ჩ/კ დაფქული ნუში
მომზადების წესი:
მოხარშეთ ყავა, ხარშვის პროცესში დაუმატეთ დარიჩინი და მუსკატის კაკალი. შედედებული რძე და კაკაო კარგად გადაურიეთ ერთმანეთში. ფინჯანში ჩაასხით ნახევარი პორცია მოხარშული ყავა, დაუმატეთ მას კაკოსგან მიღებული ნაზავი და მოურიეთ. დაუმატეთ დაამატეთ დაარჩენილი ყავაც. მოაყარეთ ზემოდან ნუში და მზად არის.
3. ყავა დასავლურად, შოკოლადით
ინგრედიენტები 1 პორციაზე:
- 20–25 გ ყავის მარცვალი
- 100გ ნაყინი
- 50გ შოკოლადი
- ½ ლიმონი
- ¼ ჩ/კ მარილი
- შაქარი
მომზადების წესი:
მაქსიმალურად დააქუცმაცეთ შოკოლადი. დაჭერით ლიმონი წრეებად. მადუღარაში ჩაყარეთ ყავა და შაქარი, გადაურიეთ და დაასხით ადუღებული წყალი. დაუმატეთ მარილი და წამოადუღეთ. ჩაასხით ჩაის კოვზით წყალი და გადაანაწილეთ ყავა ფინჯნებში. დაუმატეთ რამოდენიმე ჩაის კოვზი ნაყინი. მოაყარეთ ზევიდან გახეხილი შოკოლადი და მიიტანეთ სუფრაზე ლიმონთან ერთად.
4. ყავა "დონ ჟუანი"
ინგრედიენტები 1 პორციაზე:
- 1 ფინჯარნი მოხარშული ყავა
- 1 ს/კ მუქი რომი
- 1 ს/კ ყავის ლიქიორი
- 2 ს/კ ნაღები
- 2 ჩ/კ გახეხილი შოკოლადი
მომზადების წესი:
ჩაასხით ბოკალში რომი და დაიცადეთ. ატრიალეთ ბოკალი ცხელი სითხით რამოდენიმე წამის განმავლობაში. ჩაუმატეთ ლიქიორი, შემდეგ კი ცხელი ყავა. ფრთხილად ჩაის კოვზით დაუმატეთ ნაღები ისე, რომ ის ზედაპირზე დარჩეს. მოაყარეთ ზევიდან გახეხილი შოკოლადი და მაშინთვე მიითანეთ სუფრაზე.
5. ყავა შვეიცარიულად, ყინულით
ინგრედიენტები 1 პორციაზე:
- 1 ფინჯარნი მოხარშული ყავა
- 1/3 პლიტკა შავი შოკოლადი
- 1 ს/კ ნაღები (ცხიმიანობა 30% ან მეტი)
- ¼ ჩ/კ დაფქული დარიჩინი
- ყინული
მომზადების წესი:
წინასწარ მოხარშული ყავა გაფილტრეთ და დატოვეთ გასაცივებლად. საშუალო ზომის ქვაბი ნახევრამდე გაავსეთ წყლით და მოათავსეთ ცეცხლზე. დაამტვრიეთ შოკოლადი. როგორც კი ქვაბში წყალი წამოდუღდება, მოათავსეთ მასზე შოკოლადიანი თასი. წყლის აბაზანით გამდნარი შოკოლადი მოხსენით ცეცხლიდან. შეურიეთ დაფქული დარიჩინი, ცხელი შოკოლადი და ყავა, შემდეგ კი ადროვეთ ოდნავ გაცივება. ათქვიფეთ ნაღები. მსხვილკედლიან ბოკალში ჩაყარეთ რამოდენიმე ყინული, დაასხით შოკოლადიანი ყავა და მორთეთ ზევიდან ათქვეფილი ნაღებით, შემოდან მოაყარეთ დაფქული დარიჩინი და მიიტანეთ სუფრაზე.
6.შვედური ყავა
ინგრედიენტები 1 პორციაზე:
- 600გ დაფქული ყავა
- 400გ წყალი
- 1 კვერცხის გული
- რომი
- 4 ჩ/კ შაქარი
- ნაღები