დაივიწყებთ ამ ერთი ინგრედიენტის შესახებ, თუ გსურთ მოიშოროთ ზედმეტი წონა და ცხიმები

დაივიწყებთ ამ ერთი ინგრედიენტის შესახებ, თუ გსურთ მოიშოროთ ზედმეტი წონა და ცხიმები
ჭარბი წონის პრობლემა - მტკივნეული საკითხი უამრავი ადამიანისთვის. ალბათ ხშირად მოგისმენიათ მეოგბრებისგან, რომ მათ ზედმეტი წონის წინააღმდეგ ბრძოლაში მკაცრი დიეტები და სპორტ-დარბაზში რეგულარულად სიარული ვერ ეხმარება.

გახდომა ორგანიზმისთვის ზიანის მიყენების გარეშე - ეს გაცილებით უფრო რთული პროცესია, ვიდრე ერთი შეხედვით გვეჩვენება. სხვადასხვა ადამიანები ერთნაირი კვებისა და ცხოვრების სტილის მიუხედავად შეიძლება რადიკალურად განსხვავებულად გამოიყებოდნენ. მაშინ რაშია ლამაზი ფიგურის საიდუმლო?

წონის დაკლება დიეტის გარეშე

ჯორჯიას შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებმა მეცნიერული კვლევების შედეგად დაადგინეს, რომ ჭარბი წონის გამომწვევი მთავარი მიზეზი ხელოვნური ემულგატორებია.

ეს ნივთიერება აუცილებელია ერთმანეთში უხსნადი კომპონენტების შესაერთებლად. ძველ დროში ამ მიზნით კვერცხის გულს გამოიყენებდნენ, თუმცა თანამედროვე მეცნიერება მას ისეთი სინთეტიკური ანალოგებით ცვლის, როგორებიცაა: ცხიმოვანი მჟავების მონო და დიგლიცერიდები, ეთერები, ლეციტინი და ა.შ.

მცირე რაოდენობით ეს ნივთიერებები აბსოლიტურად უსაფრთხოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, თუმცა თანამედროვე ბაზარზე არსებული საკვები პროდუქტების უდიდესი ნაწილი სწორედ ამ ნივთიერებებითაა გაჯერებული. მათი პოვნა შესაძლებელია თითქმის ყველა სახეობის პროდუქტში: იოგურტებში, ნაყინებში, მაიონეზებში, ხილის დესერტებში და ა.შ.

მეცნიერებმა გადაწყვიტეს ამ საკითხთან დაკავშირებით კვლევების ჩატარება. ისინი საცდელ თაგვებს ყოველდღიურად თანაზომიერი დოზით ხელოვნურ ემულგატორებს აძლევდნენ. ხანმოკლე დროში მათი მსხვილი ნაწლავის ბაქტერიული ბალანსი დაირღვა, რამაც თავის მხრივ უამრავი პრობლემა გამოიწვია.

თაგვებს დაერღვათ ნივთიერებათა ცვლის პროცესები, რის გამოც ცხოველებმა, რომლეთა კვების რაციონი უცვლელი დარჩა, წონაში საგრძნობლად მოიმატეს. ყოველივე ამის პარალელურად, მათ სერიოზული პრობლემები შეექმნათ მსხვილ ნაწლავთან დაკავშირებით. ცნობისთვის, წონის კლების ჯანსაღი პროცებისთვის საჭმლის მომნელებელი ორგანოების გამართული მუშაობაა აუცილებელი.

სასურსათო კოდექსის მიხედვით ემულგატორები E400-დან E499-მდე ინდექსებით ჩაიწერება. ყველაზე პოპულარული ემულგატორები კლასიფიცირებულია შემდეგი წესით:

Е322 - ლეტიცინი, რომელიც ერთდროულად ემულგატორიცაა და სტაბილიზატორიც.

Е471 - ცხიმოვანი მჟავების მონო და დიგლიცერიდები.

Е471 - ცხიმოვანი და ორგანული მჟავეების ეთერები, გლიცერინი.

Е473 - ცხიმოვანი მჟავების ეთერები, საქაროზა.

სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია სხვადასხვა პროდუქტების მიღებამდე მათი შემადგენლობის დადგენა. მაქსიმალურად მოერიდეთ სინთეტიკური ემულგატორებით გაჯერებულ პროდუქტებს, თუ გსურთ თავიდან აირიდოთ წონის მატება. გისურვებთ ჯანმრთელობას!