მთელი ცხოვრება თქვენ დეოდორანტს არასწორად გამოიყენებდით! აი რაში ყოფილა საქმე...

მთელი ცხოვრება თქვენ დეოდორანტს არასწორად გამოიყენებდით! აი რაში ყოფილა საქმე...
ისეთი მარტივი ქმედების დროსაც კი, როგორიც დეოდორანტის გამოყენებაა, ჩვენ უამრავ შეცდომას ვუშვებთ, რასაც სხვადასხვა უსიამოვნო პრობლემებამდე მივყავართ... სწორედ ამიტომ, ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე რჩევას დეოდორანტის გამოყენებასთან დაკავშირებით, რომელიც თავიდან აგარიდებთ ისეთ უსიამოვნო შემთხვევებს, როგორიც ტანსაცმელზე თეთრი ლაქების გაჩენაა.

1. დეოდორანტ-ანტიპერსპირანტი უნდა წაისვათ საღამოს მშრალ, სუფთა კანზე. საქმე იმაშია, რომ დეოდორანტის აქტიურ ნივთიერებებს სჭირდებათ გარკვეული დრო კანში შესაღწევად.

2. არ შეიძლება დეოდორანტის გამოყენება დაუყონებლივ შხაპის მიღების შემდეგ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კანი ბოლომდე გამშრალებული გაქვთ.

მოითმინეთ დაახლოებით 10 წუთი და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენეთ ეს საშუალება, რათა თავიდან აირიდოთ ტანსაცმელზე თეთრი ლაქების გაჩენა.

3. არ შეიძლება დეოდორანტის გადაჭარბებული დოზით გამოყენება! ის შეიძლება იქცეს სერიოზული დაავადებების გამოწვევ მიზეზად.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დეოდორანტები, რომლებიც ჭარბი რაოდენობით ალუმინს შეიცავს, შეიძლება იქცეს მკერდის სიმსივნის გამომწვევ მიზეზად. ყოველთვის შეიძინეთ ისეთი ანტიპერსპირანტი, რომელიც მძიმე მეტალებს არ შეიცავს.

4. არ არის რეკომენდირებული დეოდორანტის გამოყენება სპორტ-დარბაზში ან საუნაში წასვლამდე. აქტიური ოფლდენის შედეგად ორგანიზმში შეიწოვება ტოქსინები, რომლებიც უდიდეს ზიანს აყენებს ჩვენს ჯანმრთელობას.

აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს რეკომენდაციები, რათა თავიდან აირიდოთ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები. გისურვებთ ჯანმრთელობას!