ჰერპესის სამკურნალო ტიბეტური და ხალხური მეთოდი
ტუჩის ჰერპესი ჰერპესვირუსით გამოწვეული გამონაყარია. იგი იმ შემთხვევაში ვითარდება, როცა ორგანიზმის იმუნიტეტი სუსტდება. იმუნიტეტის დასუსტების მიზეზი კი შეიძლება იყოს გადატანილი ინფექციები, ქრონიკული დაავადებები, სტრესული სიტუაციები, დღის რეჟიმისა და კვების რაციონის ბალანსის დარღვევა; გამონაყარი ძირითადად გაცივებისას იმიტომ ვლინდება, რომ ე.წ. რესპირატორული ვირუსული ინფექცია კიდევ უფრო აძაბუნებს ორგანიზმის იმუნიტეტს. Fpaparazzi-ის რედაქცია გთავაზობთ გამონაყართან ბრძოლის 2 მეთოდს:
ექიმის კომენტარი: ყინულის გამოყენება სავარაუდოდ მართლაც დადებით შედეგს მოგცემთ, რადგან ადგილობრივი ანთებით-ალერგიული რეაქციების დროს ცივის გამოყენებისას ანთებითი და შეშუპებითი პროცესები უკუგანვითარდება, თუმცა ამ მეთოდის გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო, რომ არ განვითარდეს ნერვის ანთება. ნიორში შემავალ ეთერზეთებს მართლაც გააჩნია ანტივირუსული და ანტიანთებითი მოქმედება. ასევე მნიშვნელოვანია ცოცხალი ბოსტნეულის ახალგამოწურული წვენის მიღება, რადგან ეს წვენი უდავოდ გააძლიერებს თქვენს იმუნიტეტს და თავად ორგანიზმიც შეებრძლობა ჰერპესვირუსის გააქტიურებას.
- ტიბეტური მეთოდი: ჰერპესის დროს ყველაზე საიმედო და სწრაფი მეთოდია ყინული: როგორც კი იგრძნობთ ჰერპესის პირველ ნიშნებს - შეწითლებასა და ქავილს, მაშინვე დაიდეთ ამ ადგილზე ყინულის ნაჭერი და 2 საათის განმავლობაში ცვალეთ. შედეგი 100%-იანია. თუმცა ამ მეთოდს ნაკლიც აქვს: ჯერ ერთი, არ უნდა გამოგეპაროთ გამონაყარის საწყისი, როცა ყინულის გამოყენება ეფექტიანია და მეორეც - საჭიროა 2 საათის განმავლობაში მაცივართან ჯდომა და ყინულის ცვლა.
- ხალხური მეთოდი: ნივრის კბილი გაჭერით და გაჭრილი ზედაპირით დაიდეთ ჰერპესულ გამონაყარზე ნახევარი საათის განმავლობაში. გარდა ამისა, შეურიეთ ერთმანეთს: 250 გრამი ჭარხალის, 2 ცალი სტაფილოს, 1 ვაშლისა და 1 კონა ოხრახუშის წვენი და სვით დღის განმავლობაში. ამ ნარევში იმუნიტეტისთვის სასარგებლო ბევრი ვიტამინი და მინერალია - იმუნიტეტის ამაღლება კი ჰერპესის დროს ძალიან მნიშვნელოვანია.