ანტიცელულიტური კრემი სახლის პირობებში ლამაზი და მკვრივი კანისთვის!
ცელულიტი ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ესთეტიურ პრობლემას წარმოადგენს, რომელსაც უპირატესად ქალბატონები აწყდებიან, თანაც ნებისმიერ ასაკში და მიუხედავად იმისა აქვთ თუ არა ზედმეტი წონის პრობლემა.
დღესდღეობით უკვე შემუშავებულია მრავალი პროცედურა, მეთოდები და კომპლექსური საშუალებები, რომლებიც საშუალებას იძლევიან ეფექტურად ებრძოლოთ ცელულიტს და ამ გზით მოადინოთ თქვენი კანის ჯანმრთელობის გაუმჯობესება. თუმცა ზოგიერთი მათგანი საკმაოდ ძვირი ღირს, რის გამოც მას ყველა ჩვენთაგანის ჯიბე ვერ გაწვდება. საბედნიეროდ მათვის, ვისაც სურს იზრუნოს საკუთარ კანზე არსებობს ალტერნატივებიც რომელთა დამზადებაც სახლის პირობებშია შესაძლებელი. ამ სტატიაში FPAPARAZZI-ს რედაქცია შემოგთავაზებთ რამოდენიმე ნატურალურ პროდუქტზე დაფუძნებულ რეცეპტს, რომელთა მოსამზადებლადაც თქვენ დიდი ფინანსური სახსრები არ დაგჭირდებათ და სამაგიეროდ იგივე შედეგს მიიღებთ, რასაც ძვირადღირებული პროცედურები გვპირდებიან.
დღესდღეობით უკვე შემუშავებულია მრავალი პროცედურა, მეთოდები და კომპლექსური საშუალებები, რომლებიც საშუალებას იძლევიან ეფექტურად ებრძოლოთ ცელულიტს და ამ გზით მოადინოთ თქვენი კანის ჯანმრთელობის გაუმჯობესება. თუმცა ზოგიერთი მათგანი საკმაოდ ძვირი ღირს, რის გამოც მას ყველა ჩვენთაგანის ჯიბე ვერ გაწვდება. საბედნიეროდ მათვის, ვისაც სურს იზრუნოს საკუთარ კანზე არსებობს ალტერნატივებიც რომელთა დამზადებაც სახლის პირობებშია შესაძლებელი. ამ სტატიაში FPAPARAZZI-ს რედაქცია შემოგთავაზებთ რამოდენიმე ნატურალურ პროდუქტზე დაფუძნებულ რეცეპტს, რომელთა მოსამზადებლადაც თქვენ დიდი ფინანსური სახსრები არ დაგჭირდებათ და სამაგიეროდ იგივე შედეგს მიიღებთ, რასაც ძვირადღირებული პროცედურები გვპირდებიან.
- ყავაზე დამზადებული კრემი დაამარცხებს ცელულიტს
ყავა უკვე დიდი ხანია ჩვეულ ინგრედიენტად იქცა სილამაზის ინდუსტრიის მრავალ საშუალებაში, რადგან დამტკიცებულია მისი მრავალი დადებითი თვისება კანის იერისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების საკითხში. დღეს ჩვენ გთავაზობთ ყავის ბუნებრივი სახით გამოყენების ხერხს ცელულიტთან საბრძოლველად. ეს კოფეინის შემცველი სიკეთე აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამსუბუქებს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას.
ინგრედიენტები:- 1/4 ჭიქა ყავა
- 3/4 ჭიქა სეითუნის ზეთი (170 გრამი)
- 1,5 ჭიქა შაქარი (300 გრამი)
მომზადების და გამოყენების წესი :- აიღეთ სუფთა ჭურჭელი და შეურიეთ მასში ყველა ინგრედიენტი, თქვენ უნდა მიიღოთ საკმაოდ სქელი და წებოვანი მასა.
- შემდეგ კი დაიტანეთ მიღებული პასთან სხეულის პრობლემურ ზონებზე, დაიმასაჟეთ და გაიჩერეთ 10 წუთის განმავლობაში.
- საუკეთესო შედეგების მისაღწევად, მოცემული პროცედურა უნდა გაიმეოროთ ჯვირაში მინიმუმ 3 ჯერ.
- 1/4 ჭიქა ყავა
- ქოქოსის ზეთზე დამზადებული ანტიცელულიტური კრემი
ქოქოსის ზეთმა პოპულარობა მოიპოვა როგორც ნატურალურმა დამატენიანებელმა საშუალებამ, რაც კანის სტრუქტურის აღდგენის და მისი საჭირო ნესტით უზრუნველყოფით შეძლო.
ანტიცელულიტური საშუალება, რომელიც ჩვენ გვსურს წარმოგიდგინოთ საკუთარ თავში შეიცავს ასევე ორი ციტრუსის თვისებებსაც, რომლებიც მდიდარი არიან ანიოქსიდანტებით და ლიმფური სისტემის მასტიმულირებელი თვისებებით. ის დაგეხამრებათ მოიშოროთ ტოქსინები და გააუმჯობესოთ კანის მდგომარეობა.
ინგრედიენტები:- 7 წვეთი ლიმონის ექსტრაქტი
- 1 სუფრის კოვზი გრეიფრუტის წვენი (15 მლ)
- 6 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი (90გ)
მომზადების და გამოყენების წესი:- შეურიეთ ყველა ინგრედიენტი სუფთა ჭურჭელში ერთგვაროვან მასის მიღებამდე.
- მისი სხეულზე წასმის წინ კარგად დაიბანეთ პრობლემური ზონა, რომ კრემმა კანის სტრუქტურაში ღრმად შეღწევა მოახერხოს.
- შემდეგ აიღეთ კრემის საჭირო რაოდენობა და წაივით ის მსუბუქი წრიული მოძრაობებით.
- შეეცადეთ ეს პროცედურა კვირაში 3-4 ჯერ ჩაიტაროთ.
- 7 წვეთი ლიმონის ექსტრაქტი
- როზმარინზე და ავოკადოს კურკაზე დამზადებული ანტიცელულიტური კრემი
როზმარინის ზეთი ასევე მიეკუთვნება ინგრედიენტებს რომლებიც სისხლის მიმოქცევის სტიმულირებას ახდენენ, ის კი თავისმხრივ ამცირებს ცელულიტს.
მოცემული რეცეპტი გულისხმობს როზმარინის ზეთისა და ავოკადოს კურკის შერწყმას, რადგან მწვანე ხილის სწორედ ამ ნაწილშია თავმოყრილი დიდი ოდენობით ანტიოქსიდანტები და სხვა მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებები. შედეგად თქვენ მიიღებთ ნატურალურ ანტიცელულიტურ საშუალებას, რომელიც გააძლიერებს კანს და მას უფრო თანაბარს გახდის.
ინგრედიენტები:- როზმარინის ზეთი
- 1 ავოკადოს კურკა
- 2 სუფრის კოვზი წყალი (30მლ)
მომზადების და გამოყენების წესი:- ჩაქუჩის ან ქვასანაყის დახმარებით დაფხვენით ავოკადოს კურკა ისე რომ გრანულების ზომის ნატეხები მიიღოთ(შემდეგ კი დაფქვით ყავის საფქვავში)
- შემდეგ შეურიეთ წყალი და როზმარინის ზეთი სქელი მასის მიღებამდე.
- ამის შემდეგ შეგიძლიათ ის წაისვათ დუნდულებზე და ბარძაყებზე მსუბუქი მასირებადი მოძრაობებით, ზეთი კარგად უნდა შეიწოვოს კანმა.
- როზმარინის ზეთი
- ალოე ვერაზე დამზადებული ანტიცელულიტური კრემი
ალოე ვერა წარმოადგენს ნატურალურ ინგრედიენტს, რომელიც კვებავს, ატონიზირებს და აღადგენს კანს, სწრაფად აუმჯოესებს მის მდგომარეობას და იერს.
ეს ანტიცელულიტური კრემი ეფექტურად ებრძვის "ფორთოხლის ქერქის"-ს მზგავს კანს და კანს მეტ ელასტიურობას სძენს.
ინგრედიენტები:- 1 ჭიქა ალოე ვერას გელი
- 1 სუფრის კოვზი შაქარი (15 გრამი)
- 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი ( 75 გრამი)
მომზადების და გამოყენების წესი:- გამოწურეთ საკმარისი რაოდენობის წვენი ალოე ვერას ფოთლებიდან და შეურიეთ ის შაქარსა და ზეითუნის ზეთს.
- თქვენ მიიღებთ კრემს, რომელიც მსუბუქი მასირებადი მოძრაობებით უნდა შეიზილოთ სუფთა კანში.
- მაქსიმალური ეფექტის მისაღებად გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში მინიმუმ 3 ჯერ.
- 1 ჭიქა ალოე ვერას გელი