დაივიწყეთ სამუდამოდ ცელულიტის არსებობა! ამ სახლის კრემით კანი ნაზზე უფრო ნაზი იქნება

დაივიწყეთ სამუდამოდ ცელულიტის არსებობა! ამ სახლის კრემით კანი ნაზზე უფრო ნაზი იქნება
ცელულიტი - საიდუმლო სიტყვაა და კარგია თუკი მისი მნიშვნელობა თქვენთვის გაუგებარია. ცუდია თუკი ეს პრობლემა თქვენთვის ისევე, როგორც ქალების უმრავლესობისთვის აქტუალურია.

მიუხედავად იმისა, რომ ვრცელდება ხმები თითქოს ცელულიტი მხოლოდ ჭარბწონიანი ქალბატონების პრობლემაა, მაგრამ ეს ასე არ არის. ცელულიტი მხოლოდ სიმსუქნით არ არის გამოწვეული, ის შეიძლება კანის შეჩერებული პროცესების გამოც გაჩნდეს. ცელულიტი ასევე შეიძლება კოლაგენის უკმარისობითაც წამოიშვას.

ვარჯიშები და დიეტები კარგ გავლენას ახდენს კანის მდგომარეობაზე, მაგრამ იმისათვის, რომ ეფექტი გავაუმჯობესოთ საჭიროა გამოვიყენოთ ნატურალური საშუალებებიც. პირველ რიგში ეს არის სკრაბი, შემდეგ კი კრემი. გამწმენდ სკრაბად შეგიძლიათ წარმატებით გამოიყენოთ დაფქული ყავა, ხოლო კრემთან დაკავშირებით ცოტა რთულადაა საქმე, რადგან დარეკლამირებული საშუალებები ხშირად არ იძლევიან იმ ეფექტს რასაც რეკლამებში ვხედავთ.

fpaparazzi-ს მიერ შემოთავაზებული კრემის რეცეპტი არა მხოლოდ ბიუჯეტურია არამედ ნატურალურიც არის. ეთერზეთების გავლენა კანზე უბრალოდ ჯადოსნურია. გამოიყენეთ და თავად დარწმუნდით პრობლემური ზონების გაუმჯობესებულ მდგომარეობაში!

ამ ჯადოსნური კრემის სახლის პირობებში დასამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:
  • ნებისმიერი კრემი ბავშვებისთვის
  • მუმიოს ტაბლეტები
  • ფორთოხლის ეთერზეთი
  • დარიჩინის ზეთი
  • ღვიას ზეთი


მომზადების წესი:
აიღეთ ქილა მოცულობით 200მლ და ჩაასხით მასში ბავშვის კრემი, დაუმატეთ მუმიოს 2 აბი. მას შემდეგ რაც აბები გადნება დაუმატეთ 10 წვეთი ფორთოხლის ზეთი, 10 წვეთი ღვიას ზეთი და 2-5 წვეთი დარიჩინის ზეთი. როდესაც თქვენ ამ ინგრედიენტებს ერთგვაროვანი მასის მიღებამდე გადაურევთ თქვენ მიიღებთ ძალიან არომატულ და ეფექტურ კრემს!

გამოიყენეთ ეს კრემი ცელულიტის მოსაშორებლად და თქვენ ასევე შეამჩნევთ რომ გაწელილი კანი ქრება. ის გახდება ნაზი და მკვრივი - ეთერზეთები აჯანსაღებენ და აძლიერებენ კანს, ახდენენ პილინგს და აუმჯობესებენ ნივთიერებათა ცვლას მასში. თქვენი კანის შეხება ამ კრემის გამოყენების შემდეგ ძალიან სასიამოვნო იქნება.