თქვენ ტყუილად განიცდით ცელულიტს! აი როგორ უნდა მოიშოროთ ის

თქვენ ტყუილად განიცდით ცელულიტს! აი როგორ უნდა მოიშოროთ ის
მათ ვისაც ეს პრობლემა აწუხებთ, უმრავლესობას სურვილი აქვს ჯადოსნური გზით მოიშოროს ცელულიტი. მიუხედავად ამისა, ეს არც ისე ადვილია. როდესაც საქმე ცხიმებთან ბრძოლას ეხება, არ არსებობს სწრაფი გამოსავალი.
თუმცა არსებობს ცელულიტის არსებობის მინიმალიზირებისა და თქვენი ორგანიზმის ცხიმების დაგროვებისადმი მიდრეკილების შემცირების შესაძლებლობა.
ცელულიტი - ეს არის კანქვეშ მდებარე ცხიმები. მრავალ ქალბატონს ეს პრობლემა საკუთარ თავში რწმენას უქვეითებს და ხელს უშლის სასურველი სამოსის მორგებაში და მოხმარებაში. თუმცა ცელულიტი არ არის სამუდამო განაჩენი. თქვენ შეგიძლიათ გამოსცადოთ FPAPARAZZI-ს მიერ შემოთავაზებული ეს მარტივი მეთოდები, იმისათვის რომ ცელულიტის გამოვლინებები შეამციროთ.


  1. დიეტა
    თუკი თქვენ ცელულიტს ებრძვით, მაშინ უნდა დაიცვათ უცხიმო, დაბალკალორიული დიეტა. ლოგიკურად ცხიმების დასაწვავად, თქვენ ყურადღება უნდა მიაქციოთ თუ რას უშვებთ ორგანიზმში. მოახდინეთ ფოკუსირება ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც ორგანიზმის ამტანობას უწყობს ხელს. არ გამოიყენოთ ის რაც გემრიელია, მაგრამ არ გააჩნია არავითარი საკვები ფასეულობა.
    წარმოგიდგენთ რამოდენიმე პროდუქტს დაბალკალორიული დიეტისთვის:
    • იოგურტი, რძე, ყველი
    • ნედლი ბოსტნეული (ისპანახი, სტაფილო, კიტრი და ა.შ.)
    • ცხიმგამოცლილი სოუსი
    • ღორის ხორცი, ქათამი, ძროხის ხორცი, თევზი
    • ხორბლის პური
    • ლობიო და ბრინჯი
    • ახალი ხილი (გრეიფრუტი, ყურძენი, ვაშლი და ა.შ.)

    აუცილებლად ჩართეთ ეს პროდუქტები თქვენს რაციონში.


  2. სისხლის მიმოქცევა
    სისხლის ცუდი მიმოქცევა წარმოადგენს ცელულიტის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს. როდესაც სისხლი ნელდება, თქვენი კანი წყვეტს საჭირო საკვები ნივთიერებების მიღებას.
    დროთა განმავლობაში ქსოვილი ნადგურდება და ცელულიტს საშუალება ეძლევა დამკვირდრეს თქვენს ბარძაყებზე, დუნდულებზე და სხვა პრობლემურ ზონებში. აი რისი გაკეთებაა შესაძლებელი, სისხლის ცირკულაციის გასაუმჯობესებლად:
    • სხეულის ჯაგრისით მასაჟი
      ეს მეთოდი აღწერილია ჩვენს სტატიაში ამ პროცედურის ჩატარებისათვის თქვენ ორგანიზმი მადლობას გეტყვით! ის სტატიაში. სხეულის ასეთი წმენდა ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და უზრუნველყოფს საკვები ნივთიერებების მიწოდებას თქვენ კანისთვის.
      უბრალოდ დაიმასაჟეთ მშრალი ან დატენიანებული კანი მყარი ჯაგრისით. შეასრულეთ თანმიმდევრული მოძრაობები გულის მიმართულებით. არ გამოიყენოთ ეს მეთოდი დაზიანებულ ან მგრძნობიარე კანზე.
    • მასაჟი
      დამტკიცებულია, რომ რეგულარული მასაჟი ხელს უწყობს ჯანმრთელ სისხლის მიმოქცევას. უფრო მეტიც ეს პროცედურა მოადუნებს გონებასა და სხეულს - მასაჟი ასევე უზრუნველყოფს სისხლის საჭირო ნაკადის მოდინებას ქსოვილებთან და აახალგაზრდავებს მათ.
    • კონტრასტული დუში
      კონტრასტული დუში აძლიერებს სისხლის ცირკულაციას, ცხელი წყლიდან ცივ წყალზე სწრაფი გადასვლით გამოწვეული შოკოს წყალობით.
      მიეცით თქვენს სხეულს ცხელი წყლის ქვეშ მოდუნების საშუალება შემდეგ კი მკვეთრად მოუშვით ცივი წყალი. თქვენ თავს თავიდან ფეხებამდე განახლებულად იგრძნობთ.


  3. ვარჯიში
    ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ სწორი ვარჯიშები სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის. ეს თეორია მართებულია მაშინაც როდესაც საქმე ცელულიტს ეხება. კუნთების გაძლიერება და დაჭიმვა ცელულიტის შემცირებაში გვეხმარება.
    წარმოგიდგენთ საკვანძო ვარჯიშებს, რომლებიც საკმაოდ ეფექტურები არიან ცელულიის პრობლემის დროს:
    • მწოლიარე მდგომარეობაში ბარძაყის შიდა მხარის აწევა. ეს ვარჯიში ორიენტირებულია ბარძაყის შიდა ზედაპირზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში პრობლემურ ზონას წარმოადგენს.
    • ბუქნები და გვერდული ადგომები. ეს ვარჯიში ანვითარებს მუხლქვეშა მყესებს, დუნდულების კუნტებს და კვადრიცეფსი
    • წინ ფეხზე ბუქნები. ამ არჯიშის შესრულებისას ძლიერდება და იჭიმება დუნდულები და ფეხები.


ნუ მიცემთ ცელულიტს საშუალებას სიცოცხლე გაგიმწარონ. აიღეთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და შეასრულეთ ყველა ზემოთ მოყვანილი რჩევა, ამ რობლემასთან დასამშვიდობებლად.