სასმელი, რომელიც ხანმოკლე დროში გაგიუმჯობესებთ ღვიძლისა და თირკმელების მუშაობას!

სასმელი, რომელიც ხანმოკლე დროში გაგიუმჯობესებთ ღვიძლისა და თირკმელების მუშაობას!
უკვე მრავალი წელია, რაც მეცნიერულადაა დამტკიცებული, რომ რძის შრატს წარმოუდგენლად სასარგებლ ოგავლენა აქვს ჩვენს ჯანმრთელობაზე და მას გამოიყენებენ როგორც მედიცინაში, ასევე კოსმეტოლოგიაში და კულინარიაში.

რძის შრატი არაჩვეულებრივი საშუალებაა გასახდომად, რადგან ის საერთოდ არ შეიცავს ცხიმებს და გამდიდრებულია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვიტამინებითა და მიკროელემენტებით: მაგნიუმი, კალციუმი, ფოსფორი და კალიუმი. ამ სასარგებლო სასმელში შედის მინიმალური რაოდენობით რძის შაქარი, ლაქტოზა.

თუ თქვენ ხშირად იცავთ სხვადასხვა დიეტებს, არავითარ შემთხვევაში გამორიცხოთ კვების რაციონიდან რძის შრატი, რადგან შაქრის ამ სახეობას შესანიშნავად ითვისებს ჩვენი ორგანიზმი. თავად შრატი დაბალკალორიული პროდუქტია, რის გამოც მას წარმატებით გამოიყენებენ გასახდომად. ეს პროდუქტი ჩვენი ორგანიზმიდან გამოდევნის წიდებს და ზედმეტ სითხე. რაც მთავარია, რძის შრატი 100%_ით ნატურალური პროდუქტია, რაც თანამედროვე მსოფლიოში იშვიათობას წარმოადგენს.

რძის შრატზე დამზადებული სასმელები ძალზედ ეფექტურია შიმშილის გრძნობის ჩასახშობად.

შრატი მედიცინაში
ამ პროდუქტს, მისი სასარგებლო თვისებებიდან გამომდინარე, ხშირად გამოიყენებენ მედიცინაში.
  • სტიმულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებას.
  • აუმჯობესებს ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციონირებას.
  • გამოდევნის ორგანიზმიდან ზედმეტ სითხესა და წიდებს.
  • გვარიდებს ათეროსკლეროზის, რევმატიზმის და ჰიპერტონიის განვითარებას.
  • ახშობს კუჭის, კანისა და ნაწლავების ანთებით პროცესებს.
  • ფლობს დამამშვიდებელ ეფექტს.
  • წმენდს სახის კანს.

შრატის ერთადერთი უკუჩვენება: ამ პროდუქტის ინდივიდუალური აუტანლობა. დანარჩენ შემთხვევაში, რძის შრატის გამოყენებას მხოლოდ სარგებელი მოაქვს.

რძის შრატი და დიეტა
საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ დიეტოლოგები ხშირად იძლევიან რეკომენდაციას შრატზე დაფუძნებული განტვირთვის დღის მოწყობის შესახებ. ორგანიზმი ამ დროს იწმინდება და თქვენ გეძლევათ თავის ფორმაში მოყვანის საშუალება.

რეკომენდირებულია დღეში 1,5 ლიტრი ასეთი სასმელის მიღება. ამასთანავე, შრატი შეიძლება გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ სუფთა სახით - ჯერ კიდევ ჩვენი ბებიები ამზადებდენ მისგან უგემრიელეს ბურახის შეჭამანდს (ოკროშკა). ასევე რძის შრატისგან შესაძლებელია მომზადდეს სასმელებიც, რომლებიც არა მხოლოდ ზაფხულში თქვენს გაგრილებას შეძლებს, არამედ წონის დაკლებაშიც დაგეხამრებათ. FPAPARAZZI-ს რედაქცია წარმოგიდგენთ ასეთი სასარგებლო და გემრიელი კოქტეილების რეცეპტს.

რძის შრატის, წიწმატის და კიტრის სასმელი:

  • 250 მილილიტრი შრატი;
  • ½ კონა წიწმატი;
  • 250 გრამი კიტრი;
  • 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი;
  • 1 მწიკვი დარიჩინი;
  • მარილი გემოვნებით;

კიტრს კანი უნდა მოაშოროთ და დაჭრათ წვრილად, ჩავალაგოთ ნაჭრები მიქსერში და დავუმატოთ გარეცხილი წიწმატი. ვასხამთ ზევიდან შრატს და ვაბლენდერებთ პიურეს მიღებამდე. ვამატებთ მასში ლიმონის წვენს, დარიჩინს და მარილს.

სასმელი რძის შრატით და მარწყვით

  • 100 გრამი მარწყვი;
  • 250 გრამი შრატი;
  • 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი;
  • 1 სუფრის კოვზი თაფლი;
  • ერთი მწიკვი დარიჩინი;

ვამზადებთ მარწყვის პიურეს და ვურევთ მას გაცივებულ რძის შრატში. დავუმატებთ დარიჩინს, თაფლს და ლიმონის წვენს.

შრატი სილამაზისთვის
იცოდით, რომ შრატი სასარგებლოა თმებისთის? თქვენი თმები მისი გამოყენები ბზინვარებასა და სიჯანსაღეს შეიძენს. დაამზადეთ შამპუნი შრატზე - ეს საკმაოდ მარტივი პროცედურაა.

გთავაზობთ რამოდენიემ რეცეპტს სამკურნალო შაპუნის მოსამზადებლად:

  • მოამზადეთ ოროვანდის ფესვის ნახარში და შეურიეთ ის შრატს თანაბარი პროპორციებით. შამპუნი მზად არის!
  • თუკი თქვენ ნორმალური ან მშრალი თმა გაქვთ, თქვენ შეგიძლიათ მოამზადოთ შემდეგი თავის დასაბანი საშუალება: დატეხეთ ერთი ნაჭერი ჭვავის პური, დაუმატეთ ერთი კვერცხის გული და 0,5 ჭიქა შრატი. გადაურიეთ და მიღებული საშუალებით დაიმუშავეთ თავის კანი. გაიჩერეთ თმის ეს ნიღაბი 10 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
  • თუკი ასეთი შამპუნის მოსამზადებლად დრო არ გაქვთ, შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტაოდენი შრატი თქვენს შამპუნში და დაიბანოთ თავი ამ სამკურნალო საშუალებით.

ცხიმიანი თავის კანისათვის უმჯობესია შავი პური გამოყენება, ხოლო მშრალი კანისთვის - კვერცხის გულის.

შრატი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სავლების სახითაც. ამისათვის საჭიროა გაათბოთ ის 35-37 გრადუსამდე და წაისვათ ის დაბანილ თმაზე. შემდეგ დაიფარეთ თავზე გამათბობელი თავსაბურავი და პირსახოცი. 10-15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

როგორც ხედავთ, რძის შრატის სასარგებლო თვისებები მართლაც შეუფასებელია. ეს სასმელი საშუალებას გვაძლევს დავიკლოთ წონა, გავიუმჯობესოთ სახის და თავის კანის მდგომარეობა და თავიდან ავირიდოთ მრავალი დაავადება.