ეს ყველა ქალბატონმა უნდა ჩაინიშნო! რა ინგრედიენტი რაში უნდა გამოვიყენოთ.
FPAPARAZZI-ს რედაქციამ გადაწვიტა წარმოგიდგინოთ იმ ინგრედიენტების სია რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენება ჩვენს რეცეპტებში. ჩაინიშნეთ და დაიმახსოვრეთ თუ რაშია მიზანშეწონილი ამა თუ იმ ინგრედიენტის გამოყენება.
- ოროვანდის და აბუსალათინის ზეთი - თმის ზრდისათვის
- ჭერამის ზეთი - სხეულის მასაჟისათვის და ფრჩხილების საკვებად
- მწარე წიწაკის ნაყენი - თმის გასაზრდელი ნიღაბისათვის
- მუმიე - ჩამოწელილი კანისათვის (გახსენით აბები ტანის კრემში ან წყალში და წაისვით ჩამოწელილ კანზე)
- ლავანდის ეთერზეთი - დაუმატეთ რამოდენიმე წვეთი კონდიციონერში და თმები უფრო დიდხანს შეინარჩუნებს სისუთავეს.
- ზღვის მარილი - ტანისა და ფრჩხილების აბაზანებისათვის.
- გაღვივებული ხორბლის ზეთი - მშრალი კანის საკვებად
- ჟოჟობას ზეთი - თვალების გარშემო მცირე ნაოჭებისათვის.
- სალიცილის-თუთიის პასტა - აკნესა და ფერიმჭამელების გამოსაშრობად
- Е, А ვიტამინი კაპსულებში - მშრალი ტუჩების მკვებავად
- ბლეფაროგელი 1 (ჰიალურონის მჟავა) - ტომარებისთვის თვალსქვემოთ.
- ვაშლის ძმარი - ვარიკოზული ვარსკვლავებისათვის და ფეხების ცელულიტისთვის: შეიზილეთ ფეხებზე მუხლიდან ბარძაყისკენ მიმართულებით საღამოს აბაზანის
- შემდეგ, ყოველდღიურად. 2 კვირაში საგრძნობ შედეგებს მიიღებთ.
- ჩაის ხის ზეთი - აკნეს სამკურნალოდ
- ბორის სპირტი - აკნეს სამკურნალოდ.
- ცისფერი თიხა - ტანისა და სახის ნიღაბისათვის.
- კალენდულას ჰომეოპათიური მალამო - ფეხებზე კანის დასარბილებლად.
- ღრუბელა (Spongilla) - ჩალურჯებების სამკურნალოდ.
- კაკლის კოსმეტიკური ზეთი - ნაოჭებისთვის და თვალის ქვემოთ ჩალურჯებებისთვის.
- გლიცერინი - ხელის კანის დასარბილებლად: 1 წილი გლიცერინი და 1 წილი 6% ძმარი - ფეხის გაუხეშებული კანისათვის.
- ნუშის ზეთი - კანის ჩამოწელვის შესახერხებლად წაისვით კანზე.
- რეპევიტი - თავის კანის ზედაპირის სტიმულირებისთვის, აუმჯობესებს თმის ზრდას.
- А+Е ზეთოვანი ვიტამინი, ლიმონის წვენი, დიმექსიდი - ყოველივე ეს 2 ჩაის კოვზის ოდენობით, გადაურიეთ, დაიტანეთ თავის კანზე პოლიეთინელის პაკეტის ქვეშ
- ერთი საათით - თმის სწრაფი ზრდისათვის.
- პიტნის ზეთი საფეთქლებზე ძილის წინ - უძილობის სამკურნალოდ.