როგორ მოვამზადოთ ვენების ვარიკოზული გაგანიერების სამკურნალო მალამო
ტრადიციულად ვარიკოზის პირველივე ნიშნების დროს გამოიყენებენ მალამოს, რომელიც გეპარინის ან ტროქკსერუტინის ბაზაზეა დამზადებული.მათ არაეფექტურს ვერ უწოდებ, რადგან მრავალმა ქალბატონმა შედეგი სწორედ ამ საშუალებების წყალობით მიიღო. მაგრამ თუკი თქვენ ამ ბედნიერი ადამიანების რიგში არ ხართ და პოპულარულმა საშუალებებმა სარგებელი ვერ მოგიტანათ, გამოსცადეთ მალამო რომელიც მცენარეულ ზეთებზე და ექსტრაქტებზეა დამზადებული.
მისი მომზადება მოთმინებას მოითხოვს, მაგრამ შედეგი აუცილებლად გაგახარებთ და ღირს ამად.
ინგრედიენტები:
მომზადების წესი:
მისი მომზადება მოთმინებას მოითხოვს, მაგრამ შედეგი აუცილებლად გაგახარებთ და ღირს ამად.
ინგრედიენტები:
- ცხენის წაბლის მშრალი ფოთლები - 30გ
- აკაციის მშრალი თეთრი ყვავილი - 30გ
- შის ზეთი - 50მლ
- ტყის კაკალის ზეთი - 100მლ
- ქაცვის (აპლიპიხის) ზეთი - 10მლ
- პიტნის ეთერზეთი - 7 წვეთი
- კვიპაროსის ეთერზეთი - 10 წვეთი
- ლიმონის ეთერზეთი - 10 წვეთი
- ლავანდის ეთერზეთი - 10 წვეთი
- უკვდავას ეთერზეთი - 8 წვეთი
მომზადების წესი:
- აკაციისა და წაბლის მშრალი ფოთლების ნახევარი მოვათავსოთ მინის ჭურჭელში და დავასხათ ტყის კაკალის (გარეული კაკალი) ზეთი. განათავსეთ თბილ, ბნელ ადგილას და ყოველდღიურად შეანჯჟრიეთ ნაზავი. 10 დღის შემდეგ ჩაანაცვლეთ ახალი ფოთლებით და კიდევ 10 დღე დააყენეთ, შემდეგ გაფილტრეთ ზეთოვანი ნაყენი კაპრონის წინდის დახმარებით.
- შეურიეთ მომზადებული ზეთი, შის ზეთს და გააცხელეთ ორთქლის აბაზანაზე, სანამ ეს უკანასკნელი არ გადნება. კარგად გადაურიეთ და როდესაც ნაზავი შედედებას დაიწყებს დაუმატეთ ქაცვის ზეთი, შემდეგ კი ყველა ეთერზეთი.
- გადაიტანეთ მიღებული მალამო ჰერმეტულად დახურულ მინის ან კერამიკულ ჭურჭელში. შეინახეთ მაღალი ტემპერატურისგან და მზის სხივებისგან შორს
- სახლის პირობებში მომზადებული ამ ვარიკოზის სამკურნაო მალამოს გამოყენება რეგულარულ რეჟიმშია აუცილებელი - 1-2 ჯერ დღეში. თუკი თქვენ გაწუხებთ არა გამოვარდნილი ვენები არამედ მხოლოდ ფეხების შეშუპება ან დაღლილობა, შეგიძლიათ ეს საშუალება მასაჟს შეუთავსოთ. თუმცა გახსოვდეთ, რაიმე ფორმით ზემოქმედების მოხდენა კვანძოვან სისხლძარღვებზე აკრძალულია.