რეცეპტი, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო: ეს საშუალება ცხიმებს მომენტალურად წვავს!

რეცეპტი, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო: ეს საშუალება ცხიმებს მომენტალურად წვავს!
არაჯანსაღი საკვები, დღის არასწორი რეჯიმი და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა - ძირითადი ფაქტორები, რომლებიც ცხიმოვანი ფენების ფორმირებას განაპირობებს. ჭარბცხიმიანობა მხოლოდ არაესთეტიკური პრობლემა არ არის, რადგან ის უდიდეს ზიანს აყენებს ჩვენი ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობას!



ეჭვგარეშეა, რომ ჯანსაღი გახდომა ხანგრძლივი პროცესია, რომელიც სწორად ბალანსირებულ კვების რაციონსა და რეგულარულად ფიზიკური ვარჯიშების შესრულებას ითხოვს... დღეს ''Fpaparazzi''_ის რედაქცია გთავაზობთ საშუალებას, რომელიც ორგანიზმს წონის დაკლებაში და ცხიმების დაწვაში ეხმარება. ამ მარტივი, ცხიმმწველი რეცეპტის წყალობით გახდომის პროცესი 3-ჯერ უფრო სწრაფად მიმდინარეობს!

როგორ დავიკლოთ წონა 2 კვირაში



ინგრედიენტები:
  • 200 მლ ვაშლის ძმარი;
  • 3 გამომშრალი ლეღვი;

მომზადების წესი:

1. გახვრიტეთ ლეღვის გამომშრალი ნაყოფი კბილის ჩხირით დახმარებით და მოათავსეთ ის ჭურჭელში, რომელსაც მჭიდროდ ეფარება თავსახური.

2. დაასხით მას ზემოდან მოცემული რაოდენობით ვაშლის ძმარი და დააყოვნეთ ის მთელი ღამით.

3. მომდევნო დილას ამოიღეთ ქილიდან ლეღვის სამივე ნაყოფი და შეჭამეთ ის, ხოლო საღამოს კვლავ ჩაამატეთ ქილაში დარჩენილ ვაშლის ძმარში ლეღვის სამი ნაყოფი.

ვაშლის ძმრის ეს რაოდენობა უნდა გეყოთ 1 კვირით. მე-8 დღეს მოამზადეთ ამ საშუალების სრულიად ახალი პორცია. საერთო ჯამში გახდომის ეს კურსი უნდა განაგრძოთ 14 დღის განმავლობაში, ანუ თქვენ მოგიწევთ 2 ახალი პორციის მომზადება.

ამ მარტივი საშუალების წყალობით თქვენ არა მხოლოდ დააჩქარებთ მეტაბოლიზმს, არამედ გაწმენდთ ორგანიზმს და დატვირთავთ მას ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ვიტამინებით.

გისურვებთ ჯანმრთელობას! არ დაგავიწყდეთ ამ რეცეპტის მეგობრებისთვის გაზიარება!