ცხიმების მწველი მწვანე კოქტეილი კივით

ცხიმების მწველი მწვანე კოქტეილი კივით
მანამ სანამ კოქტეულის მომზადებას შეუდგებოდეთ, გაითვალისწინეთ fpaparazzi-ს რედაქციის მიერ შემოთავაზებული რჩევები:
  • თუკი რეცეპტის მიხედვით კოქტეილს წყალი ემატება, უმჯობესია დაამატოთ გაყინულ მდგომარეობაში.. სწორედ ამ სახითაა ის მეტად ეფექტური ორგანიზმისთვის და გვეხამრება ზედმეტი კალორიების მოშორებაში.

  • კოქტეილის დალევა აუცილებელია მისი დამზადებისთანავე. ამიტომ ის თქვენ დიდი დოზებით არ უნდა დაამზადოთ, მხოლოდ ერთი პორცია მოამზადეთ.

  • გასახდომი კოქტეილის დალევა საჭიროა წახემსებების მაგიერ, ნუ შეათავსებთ მას საკვების მიღებასთან.

  • თუკი კოქტეილი შეიცავს უარყოფითი კალორიულობის პროდუქტებს, მაშინ შესაძლებელია მიირთვათ მაღალკალორიული საკვები კოქტეილის დალევამდე ან მის შემდეგ?! - არა სწორი კვების პრინციპი ყველა შემთხვევაში უნდა დაიცვათ!

  • ცხიმების მწველი კოქტეილი არ წარმოადგენს წონაში კლების ერთადერთ საშუალებას.


თქვენ ალბად გაგიგიათ, რომ კივი ეფექტურად წვავს და ადნობს ცხიმგროვებს. ეს კოქტეილი კი დაგეხმარებათ ზამთრის მერე ორგანიზმი წესრიგში მოიყვანოთ, არა მხოლოდ გარეგნულად არამედ შინაგანადაც.

ინგრედიენტები ერთი პორციისთვის:
  • 1 კივი
  • რგოლებად დაჭრილი ლიმონის 2 ნაჭერი კანით.
  • 8-10 ოხრახუშის ფოთოლი ტოტების გარეშე
  • 6-8 პიტნის ფოთოლი
  • 100 მლ სუფთა, არა გაზირებული წყალი.
  • სურვილის შემთხვევაში 1-2 ჩ.კ თაფლი


მომზადების წესი:
  1. გასუფთავებული და ნაჭრებად დაჭრილი კივი მოათავსეთ ბლენდერში, თქვენ ასევე შეგიძლიათ დაიტოვოთ კივი გაფორმებისათვისაც.
  2. ვამატებთ ბლენდერშივე ლიმონის 2 წვრილ ნაჭერს და ოხრახუშს, პიტნის ფოთლებს.
  3. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუმატოთ თაფლიც.
  4. ვასხავთ წყალს და ვაბლენდერებთ პიურეს კონსისტენციის მიღებამდე.

გადავასხათ ბოკალში, გავაფოროთ კივის ნაჭრით და პიტნის ფოთოლით და დავტკბეთ! გაუზიარეთ ეს ცხიმების მწველი უგემრიელესი კოქტეილი თქვენს მეგობრებსაც, ასევე დატოვეთ კომენტარებში თქვენი მოსაზრებები და მოგვიყევით თქვენ რა საშუალებებს იყენებთ ცხიმების დასაწვავად.