უთხარით ნაადრევ ჭაღარებს არა! 100%-ით ეფექტური საშუალება!

უთხარით ნაადრევ ჭაღარებს არა! 100%-ით ეფექტური საშუალება!
როდის არის ჭაღარები ნორმალური მოვლენა, ხოლო როდის მათი ნაადრევი გამოვლინება?! ნაადრევი გაჭაღარავება ეს 25 წლამდე ასაკში ჭაღარა თმის გამოჩენაა. რას უკავშირდება ის? - როგორც წესი ის ნეგაბტიურ შინაგან ფაქტორებს უკავშირდება ხოლმე, რომელიც მელანოციტების ნორმალურ ფუნქციონირების პროცეს ანადგურებს. როგორ უნდა მოვიქცეთ ამ შემთხვევაში? შეგიძლიათ თმა შეიღებოთ, ან გამოიყენოთ სხვადასხვა ხალხური საშუალებები. მათგან რამოდენიმეს დღეს fpaparazzi-ს რედაქცია შემოგთავაზებთ.

მარტივი, მაგრამ ამავდროულად ძალიან ეფექტური საშუალებები!

შეურიეთ შემდეგი ინგრედიენტები:
  • 1 ს/კ უფერო ხნა
  • 1 ს/კ კაკაოს ფხვნილი
  • თუთუნი ერთი ღერი თამბაქოდან (წინასწარ დამბალი)
  • 1 ს/კ მჟავე რძე
  • 5მლ A ვიტამინის ზეთოვანი ხსნარი
  • 1 ს/კ ზეითუნის ზეთი და კვერცხის გული

გამოყენების წესი:
ყველაფერი გადაურიეთ და გააცხელეთ ორთქლის აბაზანაზე, შემდეგ კი წაისვით დაბანილ თმაზე. დაიხურეთ პოლიეთინელის ქუდი და შეიფუთეთ პირსახოცით. 2 საათის შემდეგ კი გაიშალეთ თმები და დაიბანეთ შამპუნით.



ჭინჭრის ნახარში:
ინგრედიენტები:
  • 50 გ ხმელი ჭინჭარი
  • 0,5 ლ. ძმრის ესენცია
  • 0,5 ლ. წყალი

დამზადების წესი:
ჭინჭარს დაასხით ძმარი და გააზავეთ წყალში, შემდეგ დააყენეთ 24 საათის განმავლობაში, ადუღეთ ნელ ცეცხლზე 30 წუთი. გააგრილეთ ნახარში და გაფილტრეთ.
გამოყენების წესი:
ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად შეიზილეთ ის თავის კანში.


ორფერის (კოკოჩი, ფილტვის ბალახი, ხავერდა) ნაყენი
ინგრედიენტები:
  • 1 ს/კ ორფერის ბალახი
  • 1 ჭიქა წყალი

მომზადების წესი:
ნედლ ბალახს დაასხით ადუღებული წყალი, დააყენეთ 2-3 საათი და გაფილტრეთ.
გამოყენების წესი:
ყოველდღიურად შეიზილეთ ნაყენი თავის კანში, 1 კვირის განმავლობაში.



ასკილის ნახარში -შესანიშნავი საშუალება გაჭაღარავების შესაჩერებლად.
ინგრედიენტები:
  • 2 ს/კ ასკილის ნაყოფი
  • 200მლ წყალი

მომზადების და გამოყენების წესი:
ასკილის ნაყოფს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, 15 წუთი დააყენეთ ორთქლის აბაზანაზე, შემდეგ კი გაფილტრეთ.
ეს ნაყენი რეგულარულად უნდა შეიზილოთ თავის კანში.



ქოქოსის-ლიმონის ზეთი
ინგრედიენტები:
  • 1 ჩ/კ ქოქოსის ზეთი
  • 0,5 ს/კ ლიმონის წვენი

მომზადების და გამოყენების წესი:
შეურიეთ ლიმონი და ქოქოსის ზეთი, მსუბუქი მასირებადი მოძრაობებებით შეიზილეთ თავის კანში და თმის ბოლოებში, გაიმეორეთ ეს პროცედურა დღეგამოშვებით.


აღმდგენი პასტა ჭაღარ თმებისათვის.
ინგრედიენტები:
  • 1 ჩ/კ ულუმბოს თესლი
  • 2 ჩ/კ მშრალი ბაზილიკის ფოთლები
  • 2 ჩ/კ მშრალი ხნა
  • 3 ჩ/კ პიტნის ნედლი ფოთოლი ან 2 ჩ/კ პიტნის ფოთლების ფხვნილი
  • 3ჩ/კ ახალდაფქული ყავა,
  • 1-2 ჩ/კ ნატურალური იოგურტი ან კეფირი
  • 100მლ წყალი

მომზადების წესი:
  • ულუმბოს დავასხათ ადუღებული წყალი და ვხარშოთ ნელ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში. თხევადი ფაფის მირებამდე.
  • ცალკე შევურიოთ ბაზილიკის წვენი და პიტნა
  • ცალკე შევურიოთ ხნა და დაფქული ყავა
  • შევურიოთ სამივე დამზადებული ნაზავი და შემდეგ შეუჩერებლად მორევით ჩავამატოთ კეფირი და იოგურტი.
  • შედეგად უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი პასტა

გამოყენების წესი:
  1. 3 წუთის განმავლობაში, მასირებადი მოძრაობებით შეიზილეთ პასტა თავის კანში.
  2. შემდეგ კი დარჩენილი პასტა თანაბრად გაანაწილეთ თმის მთელს სიგრძეზე
  3. დაიფარეთ თავზე პოლიეთინელის ქუდი და შეიფუთეთ თმები პირსახოცით.
  4. 2 საათის შემდეგ დაიბანეთ თავი თბილი წყლით.
  5. პროცედურა უნდა ჩატარდეს კვირაში 2 ჯერ.


ჟენშენის ნახარში
ინგრედიენტები:
  • 1 ს/კ ჟენშენის დაფქული ფესვი
  • 200მლ წყალი

მომზადების და გამოყენების წესი:
  • ნედლად დაფქულ ჟენშენს დაასხით 200 მლ ადუღებული წყალი და ხარშეთ ნელ ცეცხლზე 10-15 წუთი.
  • გააცივეთ ნახარში და გაფილტრეთ.
  • შემდეგ კი რეგულარულად შეიზილეთ თავის კანში.